კაცი, რომელმაც მონტე-კარლოს კაზინოები გააკოტრა

იცით თუ არა...

19 მაისი 15:00, 2017 წელი

1841 წელს მთელი მსოფლიო ინგლისელ ჩარლზ უელსზე ლაპარაკობდა. ეს ადამიანი ისტორიაში იმ ფაქტით შევიდა, რომ ორ შესვლაზე მონტე-კარლოს კაზინოები გააკოტრა, თუმცა შემდეგ ყველაფერი დაკარგა და ცხოვრება სიღატაკეში დაასრულა.

ჩარლზი ბავშვობიდან მილიონების შოვნაზე ოცნებობდა, თუმცა მძიმე შრომა და ოფლის ღვრა მისი მოწოდება არასოდეს ყოფილა.
გამდიდრების იოლი გზების ძიებაში ახალგაზრდა კაცმა  ე.წ. რულეტკის თამაში გადაწყვიტა. ჩარლზი მთელი მონდომებით აგროვებდა ფულს და საკუთარი სტრატეგიის შემუშავებაზე ფიქრობდა, რომლის დახმარებითაც კაზინოში დიდი თანხის მოგებას შეძლებდა.
ინგლისელი იმდენად მონდომებული იყო, რომ მიზნის მისაღწევად, ტყუილის თქმასაც არ ერიდებოდა. თამაშის დასაწყებად ფული რომ ეშოვა, თავი სერიოზულ გამომგონებლად გაასაღა, რომელსაც ფული საკუთარი გამოგონების წარმოებაში დასანერგად სჭირდებოდა, თუმცა თანხის მიღებისთანავე, ქრებოდა.

ჩარლზს პირველი წარმატება 1891 წლის ივლისში ეწვია. მუსიკალური სახტუნაოს შესაქმნელად ბანკიდან კრედიტი - 4000 ფუნტი აიღო, თუმცა არც მუსიკაზე და არც ხტუნაობაზე არ უფიქრია. კაზინოში სწორედ ამ 4000 ფუნტით შევიდა, 12-ჯერ შეძლო „ბანკის მოხსნა“ და შედეგად მისმა მონაგებმა მილიონ ფრანკზე მეტი შეადგინა.
ზოგიერთი თვითმხილველი ამტკიცებს, რომ კაზინოს თავზარდაცემულმა თანამშრომლებმა თამაში „ფიშკების“ გამოლევის მიზეზით შეწყვიტეს, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, ჩარლზი ამ კაზინოს კიდევ ესტუმრა...

კაზინოს მფლობელებმა კერძო დეტექტივები დაიქირავეს, რომ ინგლისელი თაღლითობაში ემხილათ, თუმცა უშედეგოდ - დეტექტივებმა უელსის მოქმედებებში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინეს. ამჯერად, თამაში სამი დღის განმავლობაში გაგრძელდა და ჩარლზმა მილიონი ფუნტი მოიგო.

ამ დღის შემდეგ, ინგლისელი მოთამაშის სახელი მთელმა მსოფლიომ გაიგო. ჟურნალისტები ინტერვიუს მისაღებად უკან დაჰყვებოდნენ, კომპოზიტორმა ფრედ ჰილბერტმა კი სიმღერაც უძღვნა: „ადამიანი, რომელმაც მონტე-კარლოში ბანკი მოხსნა“.

მესამედ ჩარლზი მონტე-კარლოში საკუთარი იახტით მივიდა, თუმცა...
ზოგჯერ ყველაზე იღბლიან ადამიანსაც კი ელის წარუმატებლობა, რასაც ვერც ინგლისელი ასცდა - მან მთელი ქონება წააგო და კაზინოდან ცარიელი ხელებით გამოვიდა.
რამდენიმე დღეში ჩარლზ უელსს სამშობლომ, რომელიც ცოტა ხნის წინ მისით აღფრთოვანებული იყო და სიმღერებს უძღვნიდა, თაღლითობაში დასდო ბრალი და გისოსებსმიღმა გამოკეტა.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ, უელსმა საფრანგეთში წასვლა გადაწყვიტა, სადაც ასევე წარუმატებლობა ელოდა - ფინანსურ მაქინაციაში გამოიჭირეს და ისევ დააპატიმრეს.

ჩარლზ უელსს ადვილად ნაშოვნმა მილიონებმა ბედნიერება ვერ მოუტანა. ის 1926 წელს სიღარიბეში გარდაიცვალა. ჩარლზის გარდაცვალების შემდეგ, გაკოტრებულ მოთამაშეზე ფილმი გადაიღეს და წიგნი დაწერეს, რომელსაც სიმღერის მსგავსად ერქვა: „ადამიანი, რომელმაც მონტე-კარლოში ბანკი მოხსნა“.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?