მართლმსაჯულების სირცხვილი - შეცდომით გამოტანილი ხუთი სასიკვდილო განაჩენი

იცით თუ არა...

25 მაისი 15:00, 2017 წელი

სიკვდილით დასჯის მოწინააღმდეგეებს ხშირად არგუმენტებად მოაქვთ ის, რომ სასამართლოს შეცდომის გამო ადამიანებს უზარმაზარი ფასის გადახდა უწევთ...

სტინ ჯორჯი
ამერიკელი მოზარდი სტინ ჯორჯი მეოცე საუკუნის ყველაზე ახალგაზრდა სიკვდილმისჯილია - სიკვდილით დასჯის მომენტისთვის, სტინი მხოლოდ 14 წლის გახლდათ. მოზარდი 1944 წელს 8 და 11 წლის გოგონების მკვლელობისთვის გაასამართლეს.
დანაშაული სამხრეთ კაროლინის პატარა ქალაქ ალკოლიში მოხდა, რომელსაც რკინიგზა ორ ნაწილად ჰყოფს. რკინიგზის ერთ მხარეს თეთრკანიანები ცხოვრობენ, მეორე მხარეს კი - ფერადკანიანები.
სტინ ჯორჯი მეორე მხარეს ცხოვრობდა, სადაც ერთ დღეს პატარა თეთრკანიანმა გოგონებმა ყვავილების საკრეფად ველოსიპედით გაისეირნეს. ამის შემდეგ ისინი ცოცხალი აღარავის უნახავს.
მოგვიანებით, გოგონების უსიცოცხლო სხეულები არხში იპოვეს. გამოძიების ვერსიით, უკანასკნელი ადამიანი, რომელსაც გოგონები შეხვდნენ, სტინი იყო. სასამართლო პროცესები მხოლოდ სამ თვეს გაგრძელდა. სტინის ოჯახზე იმდენად დიდი ზეწოლა იყო, რომ ბიჭუნას მშობლები იძულებული გახდნენ, ქალაქიდან გაქცეულიყვნენ და შვილი მიეტოვებინათ. პოლიციელების ჩვენებით, სტინმა გოგონების მკვლელობა აღიარა. ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება 10 წუთში გამოიტანეს და სტინ ჯორჯმა 1944 წლის 16 ივნისს სიცოცხლე ელექტროსკამზე დაასრულა.
მოზარდი სიკვდილის წინ ტიროდა, თუმცა მაშინ მისმა ცრემლებმა გული ვერავის მოულბო. ამ საქმეს მხოლოდ 2013 წელს დაუბრუნდნენ, როცა ბიჭუნას უდანაშაულობის შესახებ კამერაში მასთან ერთად მყოფმა პატიმარმა განაცხადა.
2014 წელს განმეორებითი სასამართლო პროცესი შედგა და უდანაშაულოდ დასჯილი მოზარდი გაამართლეს.  
სიკვდილის შემდეგ, ეს საქმე ორი ფილმის „კაროლინას ჩონჩხებისა“ და „83 დღის“ გადაღების საფუძველი გახდა.


უილიამ ჰებერონი
1876 წელს სიკვდილმისჯილთა საკანში კიდევ ერთი არასრულწლოვანი - 18 წლის ლონდონელი უილიამ ჰებერონი აღმოჩნდა. მოზარდი პოლიციელის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც წინა შემთხვევაში, სასამართლო ამჯერადაც ხანმოკლე აღმოჩნდა. მოსამართლემ წარმოდგენილი მტკიცებულებები საკმარისად ცნო, რათა მოზარდისთვის ჩამოხრჩობა მიესაჯა.
ჰებერონი იმან იხსნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, სანამ 19 წლის არ გახდებოდა, სიკვდილმისჯილის დასჯა აკრძალული გახლდათ. უილიამს სიკვდილამდე რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. საბედნიეროდ, დროის ამ მონაკვეთში ცნობილი გახდა საქმის ახალი გარემოებები, რამაც ადვოკატებს საშუალება მისცა, განაჩენი გაესაჩივრებინათ. საბოლოოდ, მოზარდს ჩამოხრჩობა სამუდამო პატიმრობით შეუცვალეს და კომპენსაციის სახით 800 ფუნტი გადაუხადეს. რამდენიმე წლის შემდეგ, პოლიციელის მკვლელობა სრულიად სხვა ადამიანმა - რეციდივისტმა ჩარლს პისმა აღიარა. ორი უმძიმესი განაჩენისა და სიკვდილმისჯილების კამერის შემდეგ, ჰებერონი გაათავისუფლეს.


კოლინ კემპბელ როსი
თითქმის 90 წელი დაჭირდა ავსტრალიის მოქალაქის კოლინ კემპბელ როსის რეაბილიტაციას.
ის 1922 წელს, 12 წლის ალმა ტირშკეს გაუპატიურებისა და მკვლელობისთვის ჩამოახრჩეს. გამოძიებამ როსის ლოგინსა და გადასაფარებელზე ქერა თმის ღერები აღმოაჩინა. პროკურორმა შეძლო სასამართლოს დარწმუნება, რომ თმის ღერები მოკლულ გოგონას ეკუთვნოდა.
როსი ბოლო წუთამდე თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა, თუმცა სასამართლომ არ დაუჯერა. განაჩენი ოთხი თვის შემდეგ აღსრულდა.
90-იან წლებში საქმე გამომძიებელ კევინ მორგანის ხელში აღმოჩნდა. მან თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შეამოწმა, ნამდვილად მოკლულ გოგონას ეკუთვნოდა თუ არა როსის ლოგინში აღმოჩენილი თმა. ანალიზმა უარყოფითი პასუხი აჩვენა, რითაც ცხადი გახდა, რომ ახალგაზრდა კაცი უდანაშაულოდ დაისაჯა. როსისა და ტირშკეს შთამომავლებმა საქმის გადახედვა მოითხოვეს. საბოლოოდ, ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ უდანაშაულოდ დასჯილი როსის რეაბილიტაცია მოახდინა.


ჩინური მართლმსაჯულება - ჰუუჯილტის საქმე
1996 წლის იანვარში მომხდარ დანაშაულს ჩინეთში უზარმაზარი სკანდალი მოჰყვა - საზოგადოებრივ საპირფარეშოში შესული გოგონა მხეცურად გააუპატიურეს და მოკლეს.
სამართალდამცველებმა ოპერატიულად იმოქმედეს და მალე, გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით, ადგილობრივი მცხოვრები ჰუუჯილტი დააკავეს. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და ივნისში სიკვდილით დასაჯეს.
ამ ამბავს არავინ გაიხსენებდა, 10 წლის შემდეგ სერიული მკვლელი ჩჟაო ჩჟიხუნი რომ არ დაეკავებინათ. სერიულმა მკვლელმა 10 მკვლელობა და გაუპატიურება აღიარა, მათ შორის დანაშაული, რომლის გამოც ჰუუჯილტი სიკვდილით დასაჯეს.
1996 წელს საქმე სასამართლოში თავიდან განსახილველად შეიტანეს და 2014 წელს ჰუუჯილტი უდანაშაულოდ ცნეს. ამასთანავე, გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ უდანაშაულოდ დასჯილმა მოქალაქემ აღიარებითი ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა. ამის შემდეგ 30-მდე ჩინოვნიკი სამსახურიდან გაათავისუფლეს და გაასამართლეს, ხოლო ჰუუჯილტის ოჯახმა კომპენსაციის სახით, იმ დროისთვის უზარმაზარი თანხა - 30 000 იუანი მიიღო, რაც დაახლოებით 5000 ამერიკული დოლარია.

საეჭვო ჩიკატილო
რუსეთში ყველაზე ცნობილი სიკვდილმისჯილი როსტოვის ოლქის ქალაქი შახტის მცხოვრები ალექსანდრე კრავჩენკო გახდა. ის 1978 წლის დეკემბერში 9 წლის გოგონას სასტიკად გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით დააპატიმრეს. ბრალდებულის მდგომარეობას ის ამძიმებდა, რომ ადრე 10 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით იყო გასამართლებული. ამჯერად, კრავჩენკოს უტყუარი ალიბი აღმოაჩნდა, ამიტომ მილიცია იძულებული იყო, გაეშვა, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა ქურდობის ბრალდებით დააკავეს, მხოლოდ ქურდობა კი არა, გახმაურებული მკვლელობაც აღიარა.
1979 წლის 16 აგვისტოს როსტოვის სასამართლომ კრავჩენკოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. ბრალდებულმა განაჩენი გაასაჩივრა და განაცხადა, რომ აღიარებითი ჩვენება მისგან ზეწოლის შედეგად მიიღეს.
1982 წელს საქმე კიდევ ერთხელ განიხილეს და კრავჩენკოს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. განაჩენი ერთი წლის შემდეგ სისრულეში მოიყვანეს, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ 9 წლის გოგონას სასტიკი მკვლელობა „როსტოველი მფატრავის“  სახელით ცნობილმა სერიულმა მკვლელმა ანდრეი ჩიკატილომ ჩაიდინა. ჩიკატილომ 50-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, რისთვისაც საბოლოოდ, გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
1991 წელს სასამართლომ 9 წლის გოგონას გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმეში კრავჩენკო უდანაშაულოდ ცნო.
მოგვიანებით, ამ გოგონას მკვლელობის ნაწილში მანიაკიც გამართლდა, ასე რომ, რეალურად ვინ იყო ბავშვის მკვლელი, ამ დრომდე უცნობია.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?