შესაძლოა, მალე ბანანის გარეშე დავრჩეთ - ბანანის პლანტაციებს გაქრობა ემუქრება?

იცით თუ არა...

27 მაისი 15:00, 2017 წელი

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც ნიდერლანდებში, ავსტრალიასა და ამერიკაში მუშაობს, ბანანის პლანტაციების უცნაური და მეტისმეტად საშიში დაავადება შეისწავლა და შემაშფოთებელი დასკვნა დადო... 

მეცნიერთა დასკვნით, ბანანის ყველაზე პოპულარულ ჯიშს „კავენდიშს“, წინა საუკუნის ყველაზე პოპულარული ჯიშის „გროს-მიშელის“ მსგავსად, სრული გაქრობა ელის.

საქმე ის გახლავთ, რომ თანამედროვე ბანანის ხეებს ადამიანის დახმარების გარეშე, ბუნებრივად გამრავლება არ შეუძლია. ხელოვნური სელექციის მეთოდით, ისინი მხოლოდ ფესვის გადარგვით მრავლდება. შედეგად, ერთი ჯიშის ყველა ბანანის ხე გენეტიკურად იდენტურია და ერთმანეთის კლონს წარმოადგენს.
ამ მეთოდის უპირატესობა ის არის, რომ ერთნაირ მცენარეებს ერთნაირი მოვლა სჭირდება, რაც ტექნოლოგიურ პროცესს ამარტივებს, სამაგიეროდ,  დაავადებას, რომელიც ერთ მცენარეს გაუჩნდა, შეუძლია, ყველა გაანადგუროს.

სწორედ ეს შეემთხვა მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ბანანის „გროს მიშელის“ ჯიშს, რომელიც ქიმიკატების მიმართ გამძლეობით ცნობილმა fusarium oxysporum-ის სოკომ გაანადგურა.
მცენარისთვის უაღრესად საშიში fusarium-ის სოკო ნიადაგისა და წყლის საშუალებით გადადის და მრავლდება. მის სპორებს პასიურ მდგომარეობაში შეუძლია, 30 წელი გაძლოს. სოკო მცენარეში ფესვებიდან აღწევს და კლავს.

პირველად დაავადება 1910 წელს, პანამაში აღმოაჩინეს, ამიტომ პანამის დაავადება უწოდეს. რამდენიმე ათწლეულის შემდეგ დაავადება ქვეყნის შუაგულშიც გავრცელდა და კოსტა-რიკაში, გვატემალაში, კოლუმბიასა და ეკვადორში არსებული ბანანისა პლანტაციები გაანადგურა. 1960 წლისთვის ბანანის ყველაზე პოპულარული ჯიში „გროს მიშელი“ მთლიანად გაქრა, რამაც ბანანის ბიზნესში ჩართულ კომპანიებს უდიდესი ზარალი მიაყენა.

პლანტატორები იძულებული გახდნენ, ბანანის მეორე ჯიშის „კავენდიშის“ გამრავლებაზე გადასულიყვნენ, რომელიც სოკოს სპორების მიმართ გაცილებით გამძლე გამოდგა. აღსანიშნავია, რომ „კავენდიში“ „გროს-მიშელზე“ ნაკლებად გემრიელია, ცუდად ინახება და სხვა დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, მაგრამ არჩევანი არ არსებობდა.

ამჟამად „კავენდიშს“ ბანანის მსოფლიო ბაზრის 99% უკავია. 1980-ან წლებში, ბანანზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, მალაიზიაში სწრაფად დაიწყეს ბანანის პლანტაციებისთვის ადგილების გაწმენდა.
რაღაც პერიოდის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ „კავენდიშის“ ჯიშისთვის მალაიზიაში სოკოს სხვა სახეობა არსებობს, რომელიც უფრო სწრაფად მრავლდება და გაცილებით სწრაფად ანადგურებს ბანანს, ვიდრე fusarium oxysporum-ი. სისწრაფის გამო ამ სოკოს „ტროპიკული რბოლა 4“ უწოდეს.

ამჟამად TR4-ის სოკო გავრცელებულია პაკისტანში, ფილიპინებში, ინდონეზიაში და სულ ახლახან გავრცელდა აფრიკასა და ავსტრალიაში.

სანამ ბოტანიკოსები ბანანის ახალი ჯიშის ხელოვნურად შექმნასა და ჯუნგლებში ბანანის ახალი ჯიშის პოვნაზე თავს იმტვრევენ, სოკო უკვე არსებულ პლანტაციებს არნახული სისწრაფით ანადგურებს. ჯერჯერობით, მეცნიერებს სოკოსთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი არ აღმოუჩენიათ. ასე რომ, დიდი ალბათობით, დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ხილის ჯიში, უბრალოდ, არსებობას შეწყვეტს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?