რომელმა ქვეყანამ რისი წყალობით გაითქვა სახელი?

იცით თუ არა...

29 მაისი 15:00, 2017 წელი

ყველას უნდა, რომ მისი სამშობლო გამორჩეული იყოს, თუმცა ვინ როგორ ახერხებს ამას, სხვა საკითხია. მაშ ასე, ვნახოთ, რომელმა ქვეყანამ რითი მოახერხა, სხვებისგან გამორჩეული გამხდარიყო.

სინგაპური - ბავშვთა დაცვა.
სინგაპურში შობადობის დონე იმდენად დაბალია, რომ სახელმწიფო იძულებულია, წყვილების მოტივაციისთვის სერიოზული ზომები მიიღოს. იმისთვის, რომ ფეხმძიმე ქალმა ნაყოფი არ მოიცილოს, მთავრობა წარმოუდგენელ სარგებელს სთავაზობს. ცნობისთვის, სინგაპურში იმდენად ძლიერი ჯანდაცვის სისტემა აქვს, რომ ეს ქვეყანა ბავშვთა სიკვდილიანობით მსოფლიოში ბოლო ადგილზეა.


ავსტრალია - ურანი.
ალბათ, გსმენიათ ხუმრობა, რომ ავსტრალია სავსეა შხამიანი გველებით, მორიელებითა და მწერებით, რომლებიც მზად არიან, ნებისმიერ წამს ბოლო მოგიღონ. ყველა ხუმრობაში არის სიმართლის მარცვალი, რადგან ამ ქვეყნის მიწა სავსეა უზარმაზარი რაოდენობის ურანით. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში არსებული ურანის 31% სწორედ ავსტრალიაზე მოდის, თუმცა ეს მშვიდობისმოყვარე ქვეყანა არ აპირებს, უპირატესობით ისარგებლოს.


ვენესუელა - ლამაზი ქალები.
ბევრს მიაჩნია, რომ სილამაზის კონკურსები არაჯანსაღი სილამაზისა და ანორექსიის პროპაგანდას ეწევიან, თუმცა ვენესუელელი ლამაზმანის ლიზა სიმპსონის თქმით, ასე მხოლოდ პუტკუნები ფიქრობენ. ვენესუელა სილამაზის კონკურსებში გამარჯვებულთა რაოდენობით რეკორდსმენია. მას ამერიკის შეერთებული შტატები და ინდოეთი მოჰყვებიან.


არაბთა გაერთიანებული საამიროები - სიცოცხლის ხანგრძლივობა
ამ სახელმწიფოში დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. გაერთიანებული საამიროები მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 1000 მოქალაქეზე ერთზე ნაკლები სიკვდილის შემთხვევა ფიქსირდება.


შვეიცარია - პატიოსანი ადამიანები.
უცხოელების უმეტესობა შვეიცარიელებს ასე აღწერს - სასაცილო ქუდებში გამოწყობილი ხალისიანი და პატიოსანი ადამიანები, რომლებიც გამუდმებით შოკოლადს მიირთმევენ და საათებზე იყურებიან. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, მაგრამ შვეიცარიელი ბიზნესმენები და ჩინოვნიკები მოუსყიდველები არიან და ქრთამს არ იღებენ. იცით, რომელი ქვეყნები ლიდერობენ კორუფციის მხრივ? სწორად მიხვდით, რუსეთი და ჩინეთი.


სომხეთი - მეკობრეობა.
სომხეთი საშუალო განვითარების ქვეყანაა და ტექნოლოგიის სფეროში მიღწევებითაც ვერ დაიტრაბახებს, სამაგიეროდ, სომხები ხვდებიან, რომ ამ ტექნოლოგიებში ბევრი არ უნდა გადაიხადონ. სომხეთი სამოთხეა მეკობრეობისთვის, რადგან ამ ქვეყანაში პროგრამული უზრუნველყოფის 92% მეკობრულია.


რუსეთი - ალმასები და მილიარდერები.
ხმები, რომ რუსეთი მილიარდერების რაოდენობით რეკორდსმენია, გადაჭარბებული არ გახლავთ. მაგალითად, მხოლოდ მოსკოვში 64 მილიარდერი ცხოვრობს. რუსეთი სავსეა ალმასებითაც. ზოგიერთი ვერსიით, პოპიგაის კრატერში ტრილიონობით კარატის ალმასებია, რომლებსაც ვერასოდეს ვერავინ მოიპოვებს, რადგან რეგიონის გარემო სამთო-მომპოვებელი სამუშაოების წარმოებისთვის ძალიან შეუფერებელია. შესაბამისად, ალმასის მოპოვებისთვის გაწეულმა ხარჯებმა შეიძლება მათ ღირებულებას გადააჭარბოს.


იტალია - კარტინგი.
ტემპერამენტიანი იტალიელებით დასახლებულ ქვეყანაში რბოლის ყველა სახეობა პოპულარულია, ყველაზე ხშირად იმართება შეჯიბრი კარტინგში და სპორტის ამ სახეობაში ყველაზე მეტი გამარჯვებულიც ჰყავთ.


ისრაელი - სოციალური ქსელები.
მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა ისე არ არის გატაცებული სოციალური ქსელებით, როგორც ისრაელი. ამ ქვეყნის თითქმის ყველა მოქალაქეს ერთდროულად აქვს გახსნილი აკაუნტი ფეისბუკში, ტვიტერში, ინსტაგრამსა და გუგლ პლუსში. ამ ქვეყანაში სოციალური ქსელები იმდენად პოპულარულია, რომ ისრაელის მთავრობას კურიოზულ შემთხვევებთან ბრძოლა უწევს. მაგალითად, ჯარისკაცი ქალები ხშირად ტვირთავენ ფეისბუკში სამსახურში გადაღებულ პიკანტურ ფოტოებს. აი, ასეც ხდება...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?