პროექტის ავტორებმა სპეციალურად ამ მიზნით პლანეტა ზოგუოში და ზოგტიანელთა რასაც კი გამოიგონეს. გეგმის თანახმად, მოსწავლემ გაკვეთილზე წარმოსახვით ზოგტიანელთან ბრიტანეთის კონსტიტუციის, დემოკრატიის, ლორდთა პალატასა და სხვა თემებზე საუბარი უნდა შეძლოს. ამასთანავე, მოსწავლეებს უხსნიან, რომ ზოგტიანელები არამეგობრული რასის წარმომადგენლები არიან, ამიტომ ზოგჯერ შეიძლება მოატყუონ.
ეს უცნაური სასწავლო კურსი 148 გვერდისგან შედგება და დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის მიერ (ბრიტანეთის ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან ერთად) არის გამოცემული.
სახელმძღვანელოს ერთ-ერთ გვერდზე წერია: „ზოგტიანელები უწესრიგო და ქაოსური ადამიანები არიან, ამიტომ მათ სიმართლე უნდა დავუმალოთ. მოსწავლეთა ჯგუფებმა ზოგტიანელებს ყალბი მონაცემები უნდა მისცენ“.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, როცა ზოგტიანელს ბრიტანეთის კონსტიტუციის შესახებ უამბობს, მოსწავლეს უფლება აქვს, უთხრას, რომ, თუ უცხოპლანეტელი შოკოლადის კექსს მთლიანად შეჭამს, ამით ბრიტანეთის კონსტიტუციას დაარღვევს. რეკომენდაციების თანახმად, მასწავლებელმა აუცილებლად უნდა შეაქოს ბავშვები და გაკვეთილი დაასრულოს ფრაზით: ეს ძალიან შემეცნებითი იყო.
რაში დასჭირდა ბრიტანეთის მთავრობას ასეთი „შემეცნებითი პროექტი“, უცნობია. როგორც ჩანს, ფიქრობენ, რომ დედამიწაზე თავდასხმის შემთხვევაში ზოგტიანელები, პირველ რიგში, ბრიტანეთს შეუტევენ.