ჰეროინით ბავშვებში ხველებას მკურნალობდნენ

იცით თუ არა...

31 მაისი 15:00, 2017 წელი

ყველასთვის ცნობილია, რომ ჰეროინი არალეგალური ნარკოტიკული საშუალებაა, თუმცა ოდესღაც ამ საშიშ ნარკოტიკს აფთიაქში ყიდდნენ...

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში კაცობრიობის მთავარ მტრად ტუბერკულოზი მიიჩნეოდა. ანტიბიოტიკები ჯერ კიდევ არ არსებობდა და ტუბერკულოზის მკურნალობის ერთადერთ მეთოდს დაავადების სიმპტომებთან, პირველ რიგში, ხველებასთან ბრძოლა წარმოადგენდა.

იმ დროს არსებული პრეპარატებიდან ამ ამოცანას ყველაზე კარგად სამედიცინო მიზნებისთვის შექმნილი კოკაინი უმკლავდებოდა, თუმცა მალე გაირკვა, რომ ის ძლიერ დამოკიდებულებას იწვევდა.

ბრიტანელმა ქიმიკოსმა ალდერ რაიტიმ დაიწყო ფიქრი ისეთი ნივთიერების გამოგონებაზე, რომელიც, კოკაინისგან განსხვავებით, დაავადებებს ნარკოტიკული დამოკიდებულების გარეშე  განკურნავდა. ქიმიკოსი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რამხელა ბოროტება შექმნა დიაცეტილმორფინის სახით.

მოგვიანებით, გერმანელმა ქიმიკოსმა ფელიქს ჰოფმანმა დიაცეტილმორფინისგან ხველების საწინააღმდეგო პრეპარატი გააკეთა. პრეპარატი ძლიერ ემოციურ რეაქციას და თითქმის ჰეროიკულ (heroic) აღმაფრენას იწვევდა. სწორედ ამ თვისების გამო ახლად შექმნილ აბებს „ჰეროინი“ უწოდეს.

1898 წელს გერმანულმა კომპანია „ბაიერმა“ ახალი პრეპარატი გამოუშვა სავაჭრო მარკით „ჰეროინი“ .
1898-დან 1910 წლამდე ის იყიდებოდა, როგორც მორფინის შემცვლელი და ბავშვებში  ხველების დროს დამაწყნარებელი საშუალება.
ექიმები გრიპისა და გულის პრობლემების დროს პაციენტს ჰეროინს სიროპის ან აბების სახით უწერდნენ. როგორც მისი მწარმოებლები ვარაუდობდნენ, ჰეროინმა მსოფლიო დაიპყრო.

1925-1930 წლები ჰეროინის მსოფლიო წარმოებამ თავის აპოგეას მიაღწია. გერმანიის გარდა, ჰეროინს აწარმოებდნენ საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, ჰოლანდია, თურქეთი და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლად შექმნილი საბჭოთა კავშირიც.

ნარკოტიკი აფთიაქებში თავისუფლად იყიდებოდა, სანამ ადამიანები მიხვდებოდნენ, რომ ერთი ნარკოტიკით მეორისგან განკურნებას ცდილობდნენ და ღვიძლში მოხვედრისას ჰეროინი მორფინად გარდაიქმნება.

პრეპარატის „გვერდით სიმპტომებზე“ განგაში პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში ატყდა. 
1914 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰეროინის გაყიდვა შეიზღუდა, 1924 წლიდან კი მთლიანად აიკრძალა. ყველაფრის მიუხედავად, 1925-დან 1930 წლამდე მსოფლიოში 35 ტონა ჰეროინი გაიყიდა.

ევროპაში ჰეროინი მოგვიანებით, მხოლოდ 1928 წელს აკრძალეს, თუმცა დიდ ბრიტანეთსა და ჰონკონგში აფთიაქებში დღემდე ტკივილგამაყუჩებელი საშუალების სახით იყიდება.

მე-20 საუკუნის 30-იან წლებში გერმანელმა მეცნიერებმა, ჰეროინის წარმოების ნაცვლად, მისი სინთეზირება მოახდინეს. პრეპარატს 1947 წელს აშშ-ში ექსპორტის შემდეგ მეტადონი უწოდეს.
ამ ნარკოტიკული საშუალების მიზანი ჰეროინზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლება უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეისთვის მეტადონის გამოყენება ნარკოდამოკიდებულების მკურნალობაზე მეტად, ნარკომანის ქმედითად ქცევისკენ არის მიმართული.

დღეისთვის მსოფლიოში არც ერთი ფირმა ჰეროინს, როგორც სამკურნალო საშუალებას, არ აწარმოებს.

ცნობისთვის, კომპანია „ბაიერმა“ მსოფლიოში სახელი გაითქვა თავისი ორი პროდუქტით - თავდაპირველად ასპირინით, შემდეგ კი ჰეროინით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?