ბავშვთა დაცვის დღე და მისი მიზანი

იცით თუ არა...

1 ივნისი 15:00, 2017 წელი

ზაფხულის პირველ დღეს მსოფლიო ერთ-ერთ ყველაზე ძველ საერთაშორისო დღესასწაულს - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს (International Children's Day). ეს დღე 1925 წელს, ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე ჟენევაში ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციაზე დაწესდა... 

ისტორია არაფერს ამბობს იმაზე, რატომ 1-ელ ივნისს და არა რომელიმე სხვა დღეს. ერთ-ერთი ვერსიით, 1925 წელს ჩინეთის გენერალურმა კონსულმა სან-ფრანცისკოში ჩინური წარმოშობის ობოლი ბავშვებისთვის დუნ-უცზეს (დრაკონი-ნავების) ფესტივალი მოაწყო, რომელიც 1-ელ ივნისს აღინიშნება. ბედნიერი შემთხვევის წყალობით, ფესტივალი ჟენევაში საბავშვო კონფერენციის ჩატარების დროს დაემთხვა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როცა ბავშვების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვა ისეთი აქტუალური იყო, როგორც არასდროს, პარიზში 1949 წელს ქალთა კონგრესი გაიმართა. კონგრესზე მშვიდობის, როგორც ბავშვთა ბედნიერების ერთადერთი გარანტორის, შენარჩუნებისთვის ფიცი დადეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს თავისი ოფიციალური დროშა აქვს - ზრდისა და ჰარმონიის აღმნიშვნელ მწვანე ფონზე განთავსებული დედამიწა ჩვენი საერთო სახლია, ხოლო მის გარშემო ადამიანების წითელი, ყვითელი, ცისფერი, თეთრი და შავი ფიგურები მრავალფეროვნებასა და მოთმინებას განასახიერებს.

ამ დღეს ბავშვებისთვის მრავალრიცხოვანი გასართობი და კულტურული ღონისძიება იმართება, მაგრამ ბავშვთა დაცვის დღე მხოლოდ მხიარული და გასართობი ღონისძიება არ გახლავთ - ეს არის საზოგადოებისთვის იმის შეხსენება, რომ ბავშვთა უფლებების დაცვა აუცილებელია, რათა ისინი ბედნიერები გაიზარდონ, ისწავლონ, საყვარელი საქმით დაკავდნენ და მომავალში თავიანთი ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებად გაიზარდონ.

დაბოლოს, რამდენიმე საინტერესო ფაქტი ბავშვების ირგვლივ:

1. სეიშელის კუნძულებზე ბავშვთა დაცვის ერთ დღეს კი არა, მთელ თვეს აღნიშნავენ.
2. უძველესი სათამაშო 3000 წელზე მეტი ხნისაა. ის ძველი სპარსეთის ტერიტორიაზე  აღმოაჩინეს და ლუვრში განათავსეს, რათა მისი ნახვა ყველა მსურველს შეძლებოდა.
3. კორეელი ბავშვები დანარჩენ მსოფლიოში მცხოვრებ თანატოლებზე 9 თვით უფროსები არიან. საქმე ის გახლავთ, რომ 9 თვე, რომელსაც ისინი დედის მუცელში ატარებენ, ახალშობილის ასაკად მიიჩნევა. შესაბამისად, კორეელი ბავშვი დაბადებისთანავე 9 თვისაა.  
4. მსოფლიოში ყველაზე მეტი შვილი მაროკოს სულთან ისმაილს ჰყავს. მას 500 ცოლისგან 700 ვაჟი შეეძინა. სულთნის ქალიშვილების რაოდენობაზე კი ისტორია, სამწუხაროდ, არაფერს ამბობს.

P.S. გარე ფოტოზე 4 წლის ლტოლვილი სირიელი გოგონა ლტოლვილთა ბანაკში, თურქეთში. როგორც ფოტოგრაფი ნადია აბუ შაბანი ჰყვება, გოგონამ ფოტოობიექტივი იარაღად მიიჩნია და დანებების ნიშნად ხელები აწია.
ფოტო გადაღებულია 2015 წელს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?