ამერიკული კოსმოსური ხომალდი მზეზე გაფრინდება - რამდენად რეალურია NASA-ს გეგმა?

იცით თუ არა...

3 ივნისი 15:00, 2017 წელი

ალბათ, გაიფიქრეთ, რომ ამერიკელები ხუმრობენ, თუმცა ასე არ გახლავთ. აშშ-ს აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევების სამმართველო მზეზე გაფრენისთვის 2005 წლიდან ემზადება. 

თავდაპირველად, პროექტს Solar Probe ერქვა, თუმცა 2008 წელს, გარკვეული კორექტივების შეტანის შემდეგ, პროექტს სახელი შეუცვალეს და Solar Probe Plus დაარქვეს. სულ ახლახან ცნობილი ამერიკელი ასტროფიზიკოსის პატივსაცემად, პროექტს ახალი, საბოლოო სახელწოდება მიენიჭა - Parker Solar Probe. ცნობისთვის, 90 წლის ევგენი პარკერი 50-იანი წლებიდან დაწყებულ საქმიანობას დღემდე აგრძელებს და მზის საიდუმლოს ამოხსნაზე მუშაობს.

ახლა იმაზე, რამდენად რეალურია NASA-ს გეგმა.

Parker Solar Probe პროექტის შექმნაზე ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის სპეციალისტებმა მუშაობა NASA-ს პროგრამის „იცხოვრე ვარსკვლავთან ერთად“ (Living With a Star) ფარგლებში დაიწყეს. თავდაპირველად, მზეზე გაფრენა 2015 წელს იგეგმებოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, სამი წლით გადაიდო.

გამორიცხული არ არის, რომ მეცნიერები მზის მაქსიმალური აქტივობის პერიოდს ელოდებიან. გეგმის თანახმად, Parker Solar Probe-ს საფრენმა აპარატმა მზემდე მისაღწევად, სულ მცირე, 7 წელი - 2025 წლამდე უნდა იფრინოს.

დედამიწას მზემდე 6,4 მილიონი კილომეტრი აშორებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ პლანეტა მერკური ათჯერ უფრო შორსაა, ეს არცთუ ისე დიდი მანძილი გამოდის. Parker Solar Probe, პრაქტიკულად, მზის ატმოსფეროში შევა  და მზის სისტემის სრულიად უცნობ ადგილებს შეისწავლის.

მზის ზედაპირის ტემპერატურა 6 000 გრადუსს აღემატება. ლოგიკურად, ის მნათობისგან დაშორების მიხედვით უნდა იკლებდეს, თუმცა პირიქით ხდება - ტემპერატურა ასჯერ მატულობს.
მზის გარე ტემპერატურა, დაახლოებით, მილიონი გრადუსია. რატომ?
მეცნიერები ამ ამოცანის ამოხსნაზე 60 წელია თავს იმტვრევენ, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ. მეცნიერებისთვის ნაკლებ თავსატეხს არც ე.წ. მზის ქარები წარმოდგენს. ესაა მნათობიდან წამოსული, დამუხტული ნაწილაკებისგან შემდგარი მხურვალე ნაკადი, რომელიც მზის სისტემაში საათში მილიონი კილომეტრის სისწრაფით ტრიალებს, თუმცა მზის სიახლოვეს ნიავიც კი არ შეინიშნება.

NASA-ში ვარაუდობენ, რომ მზეზე გაფრენა ყველა კითხვაზე პასუხს გასცემს და ამას ე.წ. კორონალური ტომოგრაფიის აპარატებით, კამერებითა და ტელესკოპების დახმარებით მოახერხებს, რომლებიც მზის 3D გამოსახულების მიღებას მინიმალური მანძილიდან შეძლებენ.
გამორიცხული არაა, რომ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ჰელიოფიზიკოსები და ასტრონომები საკმაოდ სახიფათო მზის ამოფრქვევების პროგნოზირებას მოახერხებენ.
ვარაუდობენ, რომ ასეთ ამოფრქვევებს დედამიწაზე ელექტროენერგიის სრული გათიშვა შეუძლია. რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სიმართლეს, დაახლოებით 7 წლის შემდეგ შევიტყობთ.

ორიოდე სიტყვა კოსმოსურ ხომალდზე...
ცეცხლგამძლე მასალისგან დამზადებულ, 11,43 სმ-ის სისქის ნახშირბადის კომპოზიტის საფარით დაცულ აპარატს შეუძლია, 1400-1500 გრადუს ტემპერატურას გაუძლოს. Parker Solar Probe მზის ზედაპირთან საათში 700 000 კმ-ით გაიფრენს, თუმცა მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ზონდის შიგნით ოთახის ტემპერატურა იქნება. ზონდი სპეციალური ტელესკოპით და 3D ფორმატის კამერებით აღიჭურვება, რომლებიც მზის ზედაპირზე მიმდინარე ყველა პროცესს შეისწავლის.

2018 წლის 31 ივლისს გაფრენისთვის საუკეთესო პერიოდი იწყება და 20 დღეს გასტანს. სავარაუდოდ, აგვისტოს პირველ ნახევარში Parker Solar Probe მზისკენ გაფრინდება.

 

 

 

 

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?