თვითმარქვია ქირურგმა 16 წარმატებული ოპერაცია ჩაატარა

იცით თუ არა...

6 ივნისი 15:00, 2017 წელი

ფერდინანდ უოლდო დემარა 1921 წელს ამერიკაში, მასაჩუსეტსის შტატში დაიბადა. ფერდინანდის მამა პატარა, კერძო თეატრის მფლობელი გახლდათ და უფულობის გამო შვილისთვის კარგი განათლების მიცემა ვერ მოახერხა, თუმცა შვილი იმდენად ჭკვიანი და მოხერხებული აღმოჩნდა, რომ ცხოვრების აწყობა დამოუკიდებლად შეძლო. ამისთვის ზოგჯერ ისეთ მაქინაციებზე წასვლა უწევდა, რომ დიდი კომბინატორი ოსტაპ ბენდერიც კი გაოცდებოდა.

ფერდინანდმა განათლების დეფიციტის ყალბი დიპლომებით შევსება გადაწყვიტა და ძალები ადვოკატის, ინჟინრისა და მასწავლებლის პროფესიებში მოსინჯა.
მისი კარიერის მწვერვალი მაინც კანადურ გემ „კაიუგაზე“ სამხედრო ქირურგად მუშაობა გახლდათ, სადაც ქირურგ ჯოზეფ კაირის სახელზე გაცემული დიპლომი წარადგინა.
ცნობისთვის, ასეთი ქირურგი მართლაც არსებობდა, თუმცა ის გემზე კი არა, ნიუ-ბრუნსვიკის ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობდა.

ერთ-ერთი ბრძოლის დროს ეკიპაჟის 16-მა წევრმა უმძიმესი ჭრილობები მიიღო. ვინაიდან „კაიუგაზე“ დემარა ერთადერთი ქირურგი იყო, დაჭრილებისთვის ოპერაციის ჩატარება მას მოუწია. თვითმარქვია ექიმმა დაჭრილი სამხედროების საოპერაციოში გადაყვანა ბრძანა, თავად კი ქირურგიის სახელმძღვანელოსთან ერთად, რამდენიმე წუთით კაიუტაში ჩაიკეტა. წიგნისთვის თვალის გადავლების შემდეგ სკალპელს ხელი მოკიდა და ოპერაციების წყება ჩაატარა. დაუჯერებელია, მაგრამ ყველა ოპერაცია წარმატებით დასრულდა და დაჭრილების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.
რამდენიმე დღეში ყველა გაზეთი ნიჭიერ ქირურგზე წერდა და სწორედ აქ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - გაზეთი ჯოზეფ კაირის დედამ წაიკითხა.

მიუხედავად იმისა, რომ  ტყუილი გამოაშკარავდა, გემის კაპიტანი დიდხანს ვერ იჯერებდა, რომ ადამიანს, რომელმაც 16 ჯარისკაცი სიკვდილს გადაარჩინა, მედიცინაზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა.
დემარას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავთ და მან მშვიდობიანად მოახერხა სახლში დაბრუნება.

რა თქმა უნდა, ამ ინციდენტის შემდეგ სხვა ადამიანების სახელით ცხოვრება გართულდა, რადგან  ფერდინანდს უკვე ყველა იცნობდა, თუმცა მიჩვეულის გადაჩვევა ძნელი აღმოჩნდა და მალე ფერდინანდმა ყალბი დიპლომით ერთ-ერთ ციხეში ფსიქოლოგად დაიწყო მუშაობა.
მალე სამსახურიდან სკანდალით გაათავისუფლეს, რადგან ერთ-ერთმა გაზეთების მოყვარულმა პატიმარმა მასში გემზე მომუშავე თვითმარქვია ქირურგი ამოიცნო.

ამის შემდეგ ფერდინანდი იძულებული გახდა, ნამდვილ დიპლომზე ეფიქრა. პორტლენდის ბიბლიური კოლეჯის დამთავრების შემდეგ, როგორც იქნა, 46 წლის ფერდინანდ დემარა განათლების დამადასტურებელ გაუყალბებელ დოკუმენტს ეღირსა და ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა.
თვითმარქვია ქირურგი 1982 წელს გულის უკმარისობით გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?