როგორ და რატომ ანათებს ციცინათელა?

იცით თუ არა...

8 ივნისი 15:00, 2017 წელი

ციცინათელას ხსენებაზე ბევრ ჩვენგანს ბავშვობიდან გამოყოლილი გაოცება ახსენდება, როცა პაწაწინა, მანათობელმუცლიანი ხოჭო პირველად დაინახა. როგორ ანათებენ ციცინათელები? - ეს  კითხვა ბევრისთვის, ალბათ, ზრდასრულობამდე უპასუხოდ დარჩა, ამიტომ ერთად ვცადოთ საკითხში გარკვევა.

როგორც გავარკვიეთ, ციცინათელა სინათლეს ქიმიური ნივთიერების ლუციფერინის, მასში შემავალი ფერმენტის ლუციფერაზას და ჟანგბადის ურთიერთქმედების წყალობით გამოსცემს. ეს პროცესი ფოტოფორებად წოდებულ სპეციალურ უჯრედებში მიმდინარეობს. ამ დროს ლუციფერაზა ასანთის მაგივრობას წევს, ჟანგბადი კი - საწვავის.

უფრო გასაგებად თუ ავხსნით, ციცინათელების ორგანიზმში წარმოიქმნება გარკვეული ნივთიერება, რომელიც ჟანგბადთან კონტაქტის დროს ნათებას იწყებს.
აღსანიშნავია, რომ ციცინათელები სუნთქავენ, თუმცა ჩვენსავით ფილტვებით - არა. მათ ამისთვის სპეციალური, მილის ფორმის ტრაქეა აქვთ, რომლითაც ფოტოგენურ უჯრედებს ჟანგბადი მიეწოდება.

ზოგადად, მწერებში ნათების ორგანოებს ეპიდერმული წარმოშობის სპეციალური ჯირკვლები წარმოადგენს, რომლებიც ლუციფერიანებს გამოიმუშავებს. ნათების ორგანოების აგებულება სხვადასხვაგვარია, დაწყებული ჯირკვლოვანი უჯრედების მარტივი გროვებიდან, მეტად რთულ ფოტოფორებამდე, რომლებიც მანათობელ ბაქტერიებს შეიცავს. რთული ნათების ორგანოები პროჟექტორს წააგავს, სადაც სინათლეს ასხივებს ფოტოგენური უჯრედები და მათ მიერ გამოყოფილი მანათობელი ბაქტერიები.

ნათების უნარი მხოლოდ ციცინათელებს კი არა, მის ჭუპრებსაც აქვთ, თუმცა ნათურისგან განსხვავებით, ციცინათელას ნათება ცივია. ელექტროლამპის შემთხვევაში, ენერგიის უმეტესი ნაწილი უსარგებლო სითბოდ გარდაიქმნება და  სასარგებლო მოქმედების კოეფიციენტი მხოლოდ 5%-10%-ია, როცა ციცინათელები დახარჯული ენერგიის 87%-98%-ს სინათლედ გარდაქმნიან.
მეცნიერები ხუმრობენ, რომ ნათურის გამომგონებელს თომას ედისონს ძალიან შეშურდებოდა ციცინათელასი, რომელიც ასეთ მძლავრ შუქს გამოსცემს.

ციცინათელების ბევრ სახეობას შეუძლია საკუთარი სურვილით გაზარდოს ან შეამციროს ნათების ინტენსივობა ან სულაც, წყვეტილი შუქი „ჩართოს“. როცა ხოჭოს ნერვული სისტემა სინათლის ჩართვის სიგნალს უშვებს, ნათების ორგანოში ჟანგბადი ინტენსიურად იწყებს შესვლას. „შუქის გამორთვისთვის“ საკმარისია ჟანგბადის წყაროს გადაკეტვა.

ბიოლუმინისცენცია ციცინათელებისთვის საპირისპირო სქესთან ურთიერთობის საშუალებაც გახლავთ. ხოჭო ნათების სიხშირით მხოლოდ თავის ადგილმდებარეობაზე კი არ მიანიშნებს, არამედ პარტნიორის ამოცნობაც შეუძლია.

ტროპიკული და ჩრდილოამერიკული სახეობის მამრი ციცინათელები ზოგჯერ პარტნიორებისთვის ჯგუფურ „სერენადებს“ აწყობენ და ერთდროულად ინთებიან და ქრებიან. მდედრი ციცინათელების ჯგუფი მამრების მონდომებას უპასუხოდ არ ტოვებს და იმავე მეთოდით პასუხობს.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?