მშობლების სიცოცხლის ხანგრძლივობას შვილები განსაზღვრავენ?

იცით თუ არა...

9 ივნისი 15:00, 2017 წელი

შვედმა მეცნიერებმა მასშტაბური კვლევების შედეგად დაასკვნეს, რომ შვილის დაბადება მშობლებს სიცოცხლეს უხანგრძლივებთ.

პროექტის ავტორები ასეთ დასკვნამდე თითქმის მილიონ-ნახევარი ადამიანის (60 წელს გადაცილებული 704 000 მამაკაცისა და 725 000 ქალის) გამოკითხვის შედეგად მივიდნენ.  
გამოკითხვაში მონაწილეთა შესახებ ინფორმაცია შვედეთის ეროვნულ რეესტრში იქნა მოძიებული. ამასთანავე, გაითვალისწინეს გამოკითხვაში მონაწილეთა ოჯახური მდგომარეობა, შვილების სქესი, რაოდენობა და სხვა კრიტერიუმები.

ბუნებრივია, შვილების რაოდენობის მიუხედავად, ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანებში სიკვდილიანობის რისკი იზრდება, თუმცა, როცა მეცნიერებმა ყველა მონაცემი შეაჯამეს, ცხადი გახდა, რომ ხანდაზმულობის ასაკში შთამომავლობის ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს.

კვლევამ აჩვენა, რომ 60 წლის შვილიან მამაკაცს შეუძლია, სულ მცირე, 18,4 წლის და ქალს 23,1 წლის სიცოცხლეზე გააკეთოს გათვლა.
მკვლევარები დარწმუნებული არიან, რომ შვილიანი ქალის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ, წელიწად-ნახევრით მეტია, ვიდრე უშვილოსი. მამაკაცების შემთხვევაში კი ამ მაჩვენებელმა ორი წელი შეადგინა.

წლებთან ერთად, სიკვდილის ალბათობა შვილიანსა თუ უშვილო ადამიანებში იზრდება. თუ 60 წლის ასაკში ის მამაკაცებში 0,06%-ს და ქალებში 0,16%-ს შეადგენს, 90 წლის ასაკში ეს მაჩვენებელი უკვე 1,47% და 1,10%-ია.
მაგალითად, 80 წლის ასაკში შვილიანი მამაკაცის გარდაცვალების რისკი 7,4%-ს შეადგენს, როცა იმავე ასაკის უშვილო მამაკაცისთვის ეს მაჩვენებელი 8,3%-ია.

როგორც პროექტის ავტორებმა აღნიშნეს, ამ ფენომენის ახსნა ბიოლოგიური ფაქტორებითაა შესაძლებელი, თუმცა მნიშვნელოვანი როლი სოციალურ ფაქტორსაც აკისრია.

მშობლად ყოფნასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას შორის კავშირი ყველაზე კარგად მარტოხელა დედებისა და განსაკუთრებით, მამების შემთხვევებში ვლინდება.
მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს დაკავშირებულია მოზრდილი შვილების როგორც მორალურ, ასევე მატერიალურ მხარდაჭერასთან, ამიტომ ბიოლოგიური ფაქტორის გარდა, სოციალური ფაქტორიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
უცოლო მამაკაცი მეტად არის დამოკიდებული შვილების დახმარებაზე, როცა მარტოხელა ქალი შვილებზე მეტად, საკუთარი ძალების იმედზეა.

საინტერესოა, რომ უშვილობის ნეგატიური შედეგები მხოლოდ მოწიფულობის ასაკში ვლინდება, მანამდე კი შვილების ყოლა-არყოლა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არ აისახება.
მკვლევარების დასკვნით, შვილის ან შვილების სქესი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე არავითარ გავლენას არ ახდენს.

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?