ქვეყანა, სადაც სიყვარულმა ტერაქტებზე მეტი ადამიანი შეიწირა

იცით თუ არა...

12 ივნისი 15:00, 2017 წელი

ოჯახის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების აზრით, ამის მიზეზი ამ ქვეყნის კლანური სისტემები და ოჯახში დღემდე შემორჩენილი პატრიარქალური შეხედულებებია.

ბოლო 15 წლის მანძილზე ინდოეთში სიყვარულმა ტერაქტებზე მეტი ადამიანი შეიწირა!

„2001-დან 2015 წლამდე მომხდარი 38 585 მკვლელობის ოფიციალურად დადგენილი მიზეზი სიყვარულია. 79 189 თვითმკვლელობის გამომწვევ მიზეზადაც სიყვარული სახელდება.
ამის გარდა, იმავე პერიოდში სისხლის სამართლის 2600 საქმე იყო აღძრული გატაცებაზე, რომლის მოტივადაც ქორწინება სახელდებოდა.
იმისთვის, რომ ძალადობრივი ქორწინების ბუნებას ჩავწვდეთ, საჭიროა, მთლიანად, კლანური და პატრიარქალური სისტემის შესწავლა“, - ამბობს გენდერულ საკითხებზე მომუშავე პროფესორი უმა ჩაკრავარტი. პროფესორის განმარტებით, თვითმკვლელობების შემთხვევათა უმეტესობა ინსტიტუციური სისტემით არის გამოწვეული.
ცნობისთვის - ზემოაღნიშნულ პერიოდში ინდოეთში ტერაქტებმა 20 000 ადამიანი შეიწირა, როგორც სამოქალაქო პირები, ასევე სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები. 

შარშან ინდოეთის უზენაესმა სასამართლომ დაიწყო საქმის განხილვა, რომელიც მუსლიმანებში მყისიერი განქორწინებების პრაქტიკის გაუქმებას ეხება.
ეს პრაქტიკა მამაკაცს საშუალებას აძლევს, მეუღლეს მხოლოდ ერთი სიტყვის „ტალაკ“ (რაც არაბულ ენაზე გაყრას ნიშნავს) წარმოთქმის შედეგად გასცილდეს, თუმცა შერიგების შანსი რჩება. 
მეუღლეებს შერიგება მას შემდეგაც შეუძლიათ, როცა ქმარს „ტალაკ“ ორჯერ აქვს წარმოთქმული.
თუმცა, თუ მსგავს შემთხვევას სამჯერ ექნება ადგილი, ცოლ-ქმრის ურთიერთობა საბოლოოდ დასრულებულად მიიჩნევა და წყვილის ურთიერთობის აღდგენის შანსი აღარ არსებობს.
შესაძლებელია, მამაკაცმა სიტყვა „ტალაკ“ პირველივე შემთხვევაში სამჯერ გაიმეოროს. „სამმაგი ტალაკი“ - ეს უკვე მყისიერი განქორწინებაა შერიგების ნულოვანი შანსით.

2016 წელს ინდოეთის მუსლიმან ქალთა მოძრაობამ (BMMA) სასამართლოს მყისიერი განქორწინების პრაქტიკის გაუქმება მოსთხოვა და ინიციატივის მხარდამჭერთა 50 000-ზე მეტი ხელმოწერა წარუდგინა. უზენაესმა სასამართლომ საქმის განხილვა დაიწყო, თუმცა მთავრობის პოზიციითაც დაინტერესდა.
გაირკვა, რომ „სამმაგი ტალაკის“ გაუქმების წინააღმდეგია ისლამის პერსონალური უფლების სრულიად ინდური საბჭო, რომელიც ქალთა უფლებების პრობლემურ საკითხებზე მუშაობს.

ინდოეთის კონსტიტუცია ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებებს, თავისი წევრების პირადი სამოქალაქო უფლებების რეგულირების კუთხით, ფართო უფლებებს აძლევს.
„სამმაგი ტალაკის“ პრაქტიკა უამრავ მუსლიმანურ ქვეყანაში აკრძალულია, რადგან თეოლოგები მყისიერი განქორწინების დასაშვებობას ეჭვქვეშ აყენებენ.
ინდოეთის მუსლიმანები ამ პრაქტიკით დღემდე აქტიურად სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ მყისიერი განქორწინების პრაქტიკა ფართოდ გავრცელებულია საუდის არაბეთშიც.
თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, განქორწინება კიდევ უფრო მარტივი გახდა - საკმარისია, მეუღლეს ერთსიტყვიანი სმს „ტალაკ“ გაუგზავნო და ქორწინება დასრულებულია.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?