ერექცია კოსმოსში, სექსი და მფრინავი ფეკალიები - ასტრონავტების სკანდალური ინტერვიუ!

იცით თუ არა...

23 ივნისი 15:00, 2017 წელი

კოსმონავტების შესახებ ყველაზე უხერხულ კითხვებზე პასუხი ცოტამ თუ იცის. მაგალითად: ვინმეს ოდესმე კოსმოსში სექსი თუ ჰქონია? ბოლოს და ბოლოს, ორმა ასტრონავტმა ტაბუდადებულ თემებზე საუბარი გაბედა. ესენი არიან გადამდგარი პოლკოვნიკი მაილ მალეინი, რომელმაც კოსმოსში სამი გაფრენა განახორციელა და ლეროი ჩაო, რომელსაც, ასევე, სამი გაფრენა აქვს და 2004-2005 წლებში საერთაშორისო კოსმოსური ექსპედიციის ხელმძღვანელიც იყო. შემოგთავაზებთ ნაწყვეტს ასტრონავტებთან ინტერვიუდან everydayastronaut.com-თან.

უწონადობაში ცხოვრების შესახებ ბევრჯერ დაგიწერიათ, მაგრამ არასოდეს გითქვამთ, ამ მდგომარეობაში ერექცია ხშირია თუ არა?
მალეინი: უწონადობის მდგომარეობაში ბევრი ფიზიოლოგიური ცვლილება ხდება. მაგალითად, სითხე ორგანიზმში თანაბრად ნაწილდება, ტერფები, თეძო და წელი წვრილდება, ხოლო ქალებს მკერდის მოცულობა ეზრდებათ. სამწუხაროდ, სახეც სივდება. ასტრონავტებს კარგად თუ დააკვირდებით, ისინი ნაბახუსევებს ჰგვანან. ცოტა თავის ტკივილებიცაა, თუმცა უპირატესობებიც არსებობს. რამდენჯერმე, გაღვიძებისას პენისი ისეთ მდგომარეობაში დამხვდა, რომ კრიპტონიტს გავბურღავდი.

- ასეთი რამ სხვა კოსმონავტებსაც დამართნიათ?
მალეინი: იცით, ამაზე არ მიფიქრია, რადგან მაშინ თავი სულ სხვა აზრებით მქონდა გამოტენილი - მე ხელის მანიპულატორით უნდა მემართა მილიარდი დოლარის ღირებულების თანამგზავრი. ასე რომ, თუ გსურთ, სხეულის ზედმეტად აღგზნებული ნაწილები დააოკოთ, მილიარდდოლარიან თანამგზავრზე უნდა იფიქროთ.

- ვინმეს, ოდესმე, კოსმოსში სექსი თუ ჰქონია?
მალეინი: ზუსტად ვიცი, რომ ამერიკულ კოსმოსურ ხომალდებზე, რომლებითაც ქალები და კაცები ერთად დაფრინავდნენ, ეს არ მომხდარა, რადგან განმარტოების ადგილი არ არის. თეორიულად, ამის გაკეთება ბაროკამერაში შეიძლებოდა, მაგრამ ყველა მიხვდებოდა.
ჩიაო: სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი რამ არასოდეს მომხდარა, ერთადერთი მიზეზით - კაცები ყოველთვის კაცებად რჩებიან. ვინმეს რომ სექსი  ჰქონოდა, ენას კბილზე ვერ დააჭერდა, სადმე წამოსცდებოდა და ყველა გავიგებდით.

- თანაც დედამიწიდან ხომ 24/7 რეჟიმით გადევნებენ თვალს. ასე არ არის?
ჩიაო: არა, ასე არ არის. კოსმოსურ ხომალდებსა და სადგურებზე კამერებს ჩვენ ვმართავთ და მათი გათიშვაც შეგვიძლია.

- კოსმოსში ყოფნის დროს ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებს როგორ იკმაყოფილებდით?
მალეინი: ოოო... ეს მთელი ისტორიაა... უწონადობაში ფეკალიების ჩარეცხვა შეუძლებელია, ამიტომ კოსმოსურ ხომალდზე არსებული პისუარი მტვერსასრუტის მილს წააგავს, რომელსაც ქალებისა და კაცებისთვის განსხვავებული ბუნიკები აქვს. შარდი სპეციალურ ბაკში რამდენიმე დღის განმავლობაში გროვდება, შემდეგ კი კოსმოსში უშვებენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ლამაზი სანახავიც კია, რადგან შარდი იყინება და ყინულის კრისტალები მზეზე კაშკაშებს. მყარი ფეკალიების შემთხვევაში, სიზუსტე აუცილებელია, რაც ადვილი არ გახლავთ.

- დედამიწაზე როგორ ვარჯიშობდით? იმედია, მტვერსასრუტით არა... 
მალეინი: NASA-ში საწვრთნელი პროცესის მთავარი პრინციპია „არავითარი მოულოდნელობა“. აქ არსებობს კოსმოსური ხომალდის ტუალეტის მოდელი, სადაც მყარი ფეკალიებისთვის განკუთვნილი ნახვრეტის ბოლოს ფანარია დამონტაჟებული, რომელიც კოსმონავტის უკანა ნაწილს აშუქებს. შენ ამ რაღაცაზე ჯდები. წინ დამონტაჟებული გაქვს ეკრანი და დამიზნებაში ვარჯიშობ.

- მყარ ფეკალიებსაც კოსმოსში უშვებთ?
მალეინი: არა. ის კოსმოსურ ხომალდთან ერთად, მიწაზე ბრუნდება. მათ რომ კოსმოსში ვყრიდეთ, კუდიანი ვარსკვლავებივით დაიწყებენ ნათებას.


- მსმენია, რომ რაკეტის გაშვებისას კოსმონავტებს პამპერსების ჩაცმა გიწევთ...
მალეინი: დიახ, აფრენისას რამდენიმე საათი გიწევს ფეხებაწეულ პოზაში წოლა, ძალიან გეშარდება და თან პამპერსში ხარ. ეს საშინლად არაკომფორტულია. ამ დროს ხვდები, რატომ ტირიან ახალშობილები, რადგან პამპერსებში შარდვა საშინელებაა. გაითვალისწინეთ, რომ, სადაც მივფრინავთ, იქ არც აბაზანაა და არც შხაპი.
უბრალოდ, იხსნი სველ პამპერსს და ერთადერთი ის შეგიძლია, რომ სველი ნაჭრით გაიწმინდო. იმავეს გაკეთება გვიწევს ღია კოსმოსში გასვლისასაც. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის ის მოგზაურობა, რომლის დროსაც სხეულში სიამოვნების ჟრუანტელი გივლის.

- ასეთ შემთხვევაში პამპერსის ალტერნატივა არ არსებობს?
მალეინი: როცა მე დავფრინავდი, მამაკაცებს არჩევანი გვქონდა - შეეძლოთ, ერთგვარი შარდის შემკრები პრეზერვატივი წამოეცვათ. ამ შემთხვევაში უფრო სუფთად ხარ, ვიდრე პამპერსში. თუმცა, ერთი უხერხულობაც ახლავს - რამდენიმე საათის შემდეგ ვეღარ გრძნობ, პრეზერვატივი გიკეთია თუ მოგძვრა და შეიძლება, პირდაპირ სკაფანდრში ჩაისველო, რაც ძალიან ცუდია. ეს საკითხი ისე მაწუხებდა, რომ პამპერსი ვარჩიე.

- უწონადობაში გაზების გაშვებისას შეიძლება „გაფრინდე“?
ჩიაო: პრინციპში, ყველა მოქმედება იმავე ძალის უკუმოქმედებას იწვევს, ამიტომ გაფრინდებით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრით.

- გასართობად რამე ექსპერიმენტი თუ ჩაგიტარებიათ, როცა ფიქრობ, „მოდი, გავაკეთებ, ვნახოთ, რა გამოვა“?
ჩიაო: ჩვენ გამუდმებით ვთამაშობდით საკვებით, რაც საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას აცოფებდა: „ღმერთო ჩემო, მთელი მსოფლიო იფიქრებს, რომ მანდ თამაშის მეტს არაფერს აკეთებთ“ - ისმოდა დედამიწიდან. არადა, ძალიან საინტერესოა, წყლისა და წვენების წვეთების ჰაერში გაშვება... საყვარლად დაფრინავენ და მავნე ნივთიერებებსაც არ შეიცავენ. შეუბერავ და გაფრინდებიან, საითაც გინდა. ზოგადად, კოსმოსში შეიძლება უამრავი ისეთი მოვლენა შეისწავლო, რომელსაც დედამიწაზე ვერ შეხვდები.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?