თანამედროვე მონარქებისა და პრეზიდენტების გატაცებები

იცით თუ არა...

24 ივნისი 15:00, 2017 წელი

ბევრს ჰგონია, რომ თანამედროვე მონარქები და პრეზიდენტები განსაკუთრებულ სამყაროში ცხოვრობენ, თუმცა მათაც აქვთ თავიანთი გატაცებები - ზოგი პილოტად მუშაობს, ზოგი ოლიმპიადაში მონაწილეობს, ზოგს კი YouTube-ზე გადაცემა მიჰყავს...

1. ნიდერლანდების მეფე უილიამ-ალექსანდრე 20 წელზე მეტია თვითმფრინავის პილოტად მუშაობს და თვეში, სულ მცირე, ორ გაფრენას ახორციელებს. მონარქის თქმით, ჰობი ნებისმიერ ადამიანს აქვს და ამაში გასაკვირი არაფერია.





2. დანიის დედოფალი მარგარიტა II, რომელიც სამეფო ტახტზე 31 წლის ასაკში ავიდა, მხატვრობითაა გატაცებული. მისი შექმნილია ილუსტრაციების ციკლი რომანისთვის „ბეჭდების მბრძანებელი“. ამას გარდა, დედოფალი საფოსტო მარკებისა და თეატრალური კოსტიუმებისა და დეკორაციების ავტორიც გახლავთ. მარგარიტა II-ის ნამუშევრების გამოფენა როგორც სამშობლოში, ასევე მისი ფარგლების გარეთაც ეწყობა.



3. დიდი ბრიტანეთის პრინცი ჩარლზი ფლორის დიდი მოყვარულია. თავის მამულში ის ორგანულ მიწათმოქმედების იდეებს ახორციელებს. ხშირად აწყობს აქციებს და ადამიანებს ბუნებაზე ზრუნვისკენ მოუწოდებს. ერთ-ერთ ინტერვიუში ჩარლზმა აღიარა, რომ თავის მცენარეებს ხშირად ესაუბრება და ზოგჯერ ისინიც პასუხობენ.




4. ნორვეგიის მონარქის ჰარალდის გატაცება იახტები და იალქნიანი გემებია. მეტიც, ჰარალდი რამდენიმე ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატების მონაწილეა. 68 წლის ასაკში, გულზე ჩატარებული ოპერაციის  შემდეგ, ნორვეგიის მეფემ თავის გუნდთან ერთად, შვედეთში გამართულ საერთაშორისო ასპარეზობაში გაიმარჯვა. ჰარალდს სპორტის ამ სახეობის სიყვარული მამისგან მემკვიდრეობით გადაეცა, რომელიც 1928 წელს ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.





5. იორდანიის მეფემ აბდალა II-მ 1995 წელს გადაღებულ სერიალში „ვარსკვლავური გზა“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. მას ხშირად იღებენ ფილმებში და იწვევენ სატელევიზიო გადაცემებში. კინემატოგრაფიული ხელოვნების მიმართ, მონარქის დამოკიდებულება მხოლოდ ფილმებში მონაწილეობით არ დასრულებულა. აბდალამ კონემატოგრაფიის სამეფო საზოგადოება და კინემატოგრაფიის  ინსტიტუტი დააფუძნა. 2016 წელს ისტორიაში პირველად, იორდანიაში გადაღებული ფილმი „ოსკარზე“ წარადგინეს.




6. მონაკოს პრინცი ალბერ II მსოფლიოში პირველი მონარქია, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსზე ფეხი დადგა. მან 2006 წელს ექსპედიცია მოაწყო, რომ დიდი ბაბუის მიერ 100 წლის წინათ დაწყებული საქმე დაესრულებინა. პრინცმა ის ადგილები მოინახულა, სადაც მისი წინაპარი იმყოფებოდა, ფოტოები გადაიღო, საუკუნის წინანდელ ფოტოებს შეადარა და დაამტკიცა, რომ ჩრდილოეთის პოლუსის ყინულოვანი საფარი 3-6 კმ-ით შემცირდა.




7. რომის პაპმა ფრანცისკემ 2015 წელს როკ-ალბომი გამოუშვა, სადაც როკ-მუსიკის ფონზე, ბიბლიური ტექსტები მსოფლიოს მშვიდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდებს. ეს პონტიფიკოსის პირველი არასტანდარტული მოქმედება არ გახლავთ. მაგალითად, მან აღთქმა დადო, რომ არასოდეს უყურებს სატელევიზიო გადაცემებს, თუმცა ინტერნეტის აქტიური მომხმარებელია და ინსტაგრამსა და ტვიტერში პროფილები აქვს.





8. ინდონეზიის პრეზიდენტ ჯოკო ბიდოდოს 2015 წლიდან მოყოლებული, YouTube-ზე გადაცემა მიჰყავს, სადაც როგორც ოფიციალური, ისე არაოფიციალური შინაარსის ვიდეორგოლებს ტვირთავს. პრეზიდენტის სოციალურ ქსელებში განთავსებულ სხვადასხვა გვერდს დაახლოებით 10 მლნ გამომწერი ჰყავს. სავარაუდოდ, სოციალურ ქსელებში აქტიურობა მის მაღალ პოპულარობას უწყობს ხელს, რასაც „ჯოკობის ეფექტი“ უწოდეს.


წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?