სრული სიმართლე ენერგეტიკულ სასმელებზე

იცით თუ არა...

27 ივნისი 15:00, 2017 წელი

1984 წელს ავსტრიელმა მეწარმემ დიტრიხ მატეშიჩმა, ჰონკონგში დაგემოვნებული, მატონიზებელი სასმელის გავლენით, შექმნა ახალი სასმელი, რომელიც ადამიანს ენერგიით ავსებდა და ყავაზე უკეთ აფხიზლებდა. ასე დაიწყო ენერგეტიკული სასმელების ისტორია ევროპაში.

ყავისგან განსხვავებით, რომელიც 1-2 საათი მოქმედებს, ენერგეტიკული სასმელის ეფექტი 3-დან 4 საათამდე გრძელდება. სასმელში შემავალი გაზი კომპონენტების ათვისებასა და ეფექტის სწრაფად დადგომას უწყობს ხელს.

ენერგეტიკული სასმელები ორ კატეგორიად იყოფა: ერთში კოფეინი ჭარბობს, მეორეში - ვიტამინები და ნახშირწყლები.

კოფეინიანი ენერგეტიკი ღამით მომუშავე ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, ხოლო ვიტიმინიზებული - აქტიური ადამიანებისთვის, რომლებიც თავისუფალ დროს სპორტულ დარბაზებში ატარებენ.

ადამიანის ძილიანობა და მოდუნება ორგანიზმში ნეირომედიატორების უკმარისობითაა გამოწვეულია. ესაა ნივთიერება, რომელიც  ერთი ნერვიული უჯრედიდან მეორეს იმპულსებს გადასცემს. ენერგეტიკულ სასმელში შემავალი ამინომჟავები ამ დეფიციტს ავსებენ, თუმცა ენერგეტიკულ ვიტამინებს არ შეუძლია, მულტივიტამინური კომპლექსი შეცვალოს.

დღეისთვის ყველასთვის კარგად ნაცნობ RED BULL-ს, რომლის გამომგონებელი სწორედ ზემონახსენები დიტრიხ მატეშიჩია, ენერგეტიკული სასმელების ბაზრის 70% უკავია.
მისი მიღება აკრძალულია ბავშვების, ფეხმძიმე ქალებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის.
დაუშვებელია ენერგეტიკის ალკოჰოლურ სასმელთან და ყავასთან შერევა.

ენერგეტიკული სასმელი შეიცავს კარნიტინს. ესაა ადამიანის უჯრედის ბუნებრივი კომპონენტი, რომელიც ცხიმმჟავების სწრაფად ჟანგვას იწვევს. კარნიტინი აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას და ხსნის კუნთების დაღლილობას.

ენერგეტიკულ სასმელებში, ასევე, გვხვდება სამკურნალო მცენარეები გუარანა და ჟენშენი, რომლებიც მატონიზებელი თვისებებით გამოირჩევა.

მატონიზებელი სასმელების მოყვარულებს უნდა ახსოვდეთ, რომ კოფეინის დღიური ნორმის (ორი ქილა) გადაჭარბება არ შეიძლება, რადგან ორგანიზმის რესურსი ამოწურულია და სასურველი ეფექტის ნაცვლად, შეიძლება უკუშედეგი მიიღოთ.

ენერგეტიკული სასმელის ეფექტის დასრულების შემდეგ აუცილებელია, ორგანიზმი დაასვენოთ და ძალების ბუნებრივად აღდგენის საშუალება მისცეთ, რადგან არავინ იცის, როგორია თქვენი სისხლის მიმოქცევის სისტემის მარაგი.  
გახსოვდეთ, ენერგეტიკული სასმელის დალევა სპორტული ვარჯიშების შემდეგ წნევის მკვეთრად მატებას იწვევს.

ადამიანისთვის კოფეინის სასიკვდილო დოზა, დაახლოებით, 10 გრამია, ანუ ენერგეტიკული სასმელის 150 ქილა. რა თქმა უნდა, ერთ ჯერზე ამდენის დალევას ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს, მაგრამ არც ის უნდა დაგავიწყდეთ, რომ ენერგეტიკის მიღებისას ადამიანი ორგანიზმს ატყუებს - დიახ, ის ნამდვილად ამხნევებს, მაგრამ ეს ხელოვნური მხნეობაა, ამიტომ სასმელის მიღებისას ზომიერება უნდა დაიცვათ.

ცნობისთვის: 2010 წლის დეკემბერში ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ თავისი მოქალაქეების დაცვის მიზნით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე აკრძალა კოფეინის შემცველი ალკოჰოლური ენერგეტიკული სასმელების გაყიდვა. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?