სიმელოტე - დადებითი და უარყოფითი მხარეები

იცით თუ არა...

30 ივნისი 15:00, 2017 წელი

მელოტებთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ხუმრობა ინგლისელ ჰორაციო დე კოულს ეკუთვნის, რომელმაც ისინი თეატრში მიიწვია და საგანგებოდ შერჩეულ ადგილებზე გაანაწილა. ზედა რიგებში მსხდომებმა თეატრალური ლამპიონების შუქზე მბზინავი თავების განლაგებაში უხამსი სიტყვა ამოიკითხეს...

ჰიპოკრატე თავის პაციენტებს გამელოტების ასაცილებლად თავზე მტრედის სკორეს წასმას ურჩევდა;

მეფე მზედ წოდებულ ლუდოვიკო XIV-ს კი საკუთარი სიმელოტე იმდენად სძულდა, რომ პარიკების ტარების მოდა შექმნა. ლუდოვიკოს მეფობის დროს დაწყებულმა პარიკების ბუმმა მხოლოდ საფრანგეთი კი არა, მთელი ევროპა მოიცვა;

გამელოტების ყველაზე გავრცელებული ტიპი (დაახლოებით 90%) ანდროგენურ ჰორმონებსა და მემკვიდრეობით ფაქტორს უკავშირდება.
სიმელოტე უმეტესად, „კარდინალის ქუდის“ ფორმით, თმის თანდათანობით ცვენისას ვითარდება.
ზოგჯერ, ეს მამაკაცური პრობლემა ქალებთანაც გვხვდება (საკვერცხეების ზოგიერთი დაავადებისას, როცა ანდროგენების გამომუშავება იზრდება), თუმცა, მამაკაცების შემთხვევაში, თმა შეთხელებას შუბლისა და კეფის ზედა ნაწილში იწყებს, ქალებთან კი თავის ყველა ნაწილში თანაბრად თხელდება.

როგორც მამაკაცის, ისე ქალის შემთხვევაში, კეფასთან თმის ღერების ყველაზე დიდი კონცენტრაციაა - კვ.სმ-ზე 30-დან 60 ღერამდე.

ამერიკაში ხშირად შეხვდებით აფროამერიკელ ქალბატონებს, რომლებსაც საფეთქლებთან თმა შესამჩნევად შეთხელებული აქვთ. ამბობენ, რომ ეს აფრიკული ნაწნავებით, ე.წ. დრედებით, გატაცების შედეგია, რადგან ნაწნავის გაკეთებისას თმის ღერი ძლიერ იჭიმება და ხშირად ბუდიდან ვარდება.

დერმატოლოგების მტკიცებით, სიგარეტის მოწევა თმის ფოლეკულების სისხლით მომარაგებას აფერხებს და შესაბამისად, თმის ცვენას იწვევს.
ასეთივე გავლენას ახდენს ფოლეკულასა და ზოგადად, თმის ხარისხზე დაბინძურებული გარემოს მავნე ზემოქმედება.

არავისთვის საიდუმლო არაა, რომ სიმელოტე ადამიანს ასაკს მატებს, ამიტომ მის შესანიღბად ბევრი მამაკაცი თმის სრულად გადაპარსვას არჩევს.

ვიზუალური ფაქტორის გარდა, მელოტ მამაკაცებს თმაქოჩორებთან შედარებით, სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ გულის იშემიური დაავადებები.

იაპონელი სპეციალისტების აზრით, განსაკუთრებული საფრთხე იმ მამაკაცებს ემუქრებათ, რომლებმაც გამელოტება ადრეულ ასაკში დაიწყეს, რადგან თმის მთავარი ფუნქცია სილამაზე კი არა, ტვინის ტემპერატურის შენარჩუნებაა.  
თმა თავის ბუნებრივი თერმოიზოლატორია, ამიტომ მისი გამუდმებულად გადაპარსულ მდგომარეობაში ყოფნა ორგანიზმისთვის სტრესია. თავის სრულ გადაპარსვაზე ორგანიზმის საპასუხო რეაქცია ახალი თმის სწრაფი ზრდაა (დღე-ღამეში დაახლოებით 0,44 მმ). როგორც კი თერმოიზოლაცია აღდგება, თმის ზრდის სისწრაფე იკლებს.

ამდენ უარყოფითთან ერთად, სიმელოტეს თავისი დადებითი მხარეც აქვს - ქალების თვალში მელოტი მამაკაცები უფრო ვაჟკაცურები და სექსუალურები არიან.
მაგალითისთვის ცნობილი სექსსიმბოლოების - ბრიუს უილისის, ვინ დიზელისა და ჯეისონ სტეტჰემის დასახელებაც კმარა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?