საინტერესო ფაქტები ოფლიანობისა და დეზოდორანტების შესახებ

იცით თუ არა...

2 ივლისი 15:00, 2017 წელი

1915 წლის მაისში ჟურნალ „HARPER’S BAZAAR“-ში რევოლუციური სარეკლამო ფოტო გამოჩნდა - უმკლავებო ტანსაცმელში გამოწყობილ მოდელ გოგოს ხელები ეფექტურად ჰქონდა აწეული. მანამდე ქალების მოდა მაჯებამდე სახელოებიან კაბებზე იყო ორიენტირებული, ამიტომ იღლიის თმიანი ნაწილი არავის აღელვებდა... მას შემდეგ ქალებმა იღლიების ესთეტიკაზე ზრუნვა დაიწყეს.

ცოცხალი ადამიანი ოფლს მუდმივად გამოყოფს. ნორმალური ტემპერატურის პირობებში, დღე-ღამეში ნახევარ ლიტრამდე ოფლი გამოიყოფა, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ფიზიკური დატვირთვის დროს კი - ათჯერ მეტი.

ჭარბი ოფლიანობა, ანუ ჰიპერჰიდროზი მსოფლიოს მოზრდილი მოსახლეობის 1%-ს აწუხებს და საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის. ამ დაავადების მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ ზოგიერთ ქვეყანაში მისი მკურნალობის თანხებს სამედიცინო დაზღვევა ფარავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი საშუალებების აქტიური ძიება მიმდინარეობს, ჯერჯერობით, მედიცინას მკურნალობის ოპტიმალური საშუალება არ გამოუგონებია. თუმცა, არსებობს პროცედურა, სახელად კიურეტაჟი, რომლის დროსაც, იღლიის კანქვეშა ნერვული დაბოლოებებისა და საოფლე ჯირკვლების მოცილება ხდება.

აღსანიშნავია, რომ იღლიების სუნს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ფუნქცია აქვს. იღლიაში არსებული თმა ოფლის სუნს უფრო ამძაფრებს, ამიტომ შემოწმების მიზნით, მამაკაცების 26% თავის იღლიებს პერიოდულად სუნავს. ამ მეთოდს ორგანოლეპტიკური ეწოდება.

ხშირად იღლიების ჰიპერჰიდროზი მაშინ იჩენს თავს, როცა ადამიანს სისხლძარღვოვანი დისტონია ან ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა აქვს.

ზოგჯერ, იღლიაში კანი მუქდება, ამის მიზეზი კი ძლიერი ოფლიანობა, კანის უჯრედების კვდომა, დეზოდორანტებზე რეაქცია, არასწორი ჰიგიენა, ზოგიერთი კონტრაცეპტივი და არაკომფორტული ტანსაცმელი შეიძლება იყოს.
უფრო მეტიც, არასწორად შერჩეულმა დეზოდორანტი შეიძლება სიმსივნის გამომწვევი მიზეზი გახდეს.

2007 წელს სარძევე ჯირკვლების კიბოთი დაავადებული 17 ქალი გამოიკვლიეს და მათ ქსოვილებში ალუმინის შემცველობა აღმოაჩინეს, რომელიც ორგანიზმში ანტიპერსპირანტებით სარგებლობის შედეგად მოხვდა.

არსებობს ასეთი პროფესია - იღლიების მყნოსავი. ამ პროფესიის ადამიანები იღლიებზე დეზოდორანტებისა და ანტიპერსპირანტების მოქმედებას აკვირდებიან და ამოწმებენ, რამდენად გამძლეა ესა თუ ის არომატი.

დაბოლოს, ერთი საინტერესო ფაქტი - პარფიუმერების საყვარელი ფერომონი - ათენა 13 (ფერომონი - ორგანიზმის მიერ გამოყოფილი ნივთიერება, რომელიც საპირისპირო სქესს იზიდავს) ქალის იღლიის ოფლის ექსტრაქტიდან არის მიღებული.

 

 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?