კლიმატური კატასტროფის თავიდან ასაცილებლად სამი წელი დაგვრჩა - რა გამოსავალს გვთავაზობენ ექსპერტები?

იცით თუ არა...

5 ივლისი 15:00, 2017 წელი

თუ 2020 წლამდე პარიზის კლიმატის ცვლილების შეთანხმების განხორციელება ვერ შევძელით, რომელიც 2015 წლის დეკემბერში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა კონფერენციაზე მიიღეს, პლანეტას კლიმატის სახიფათო ცვლილება ემუქრება... 

რა უნდა გავაკეთოთ 2020 წლამდე, რათა კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების იმედი გვქონდეს?
ამ კითხვას კონკრეტული გეგმით პასუხობენ კლიმატის მსოფლიო ექსპერტები, მათ შორის - კრისტიანა ფიგუერესი, კოსტა-რიკელი დიპლომატი, გაეროს კლიმატის ცვლილებების კომისიის თავმჯდომარე 2010-2016 წლებში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქალი (ჟურნალ TIME-ის 2016 წლის) რეიტინგით და ბუნების აქტიური დამცველი.  

კლიმატური კატასტროფა

ექსპერტების განმარტებით, გლობალური ტემპერატურის 1 გრადუსით ზრდაც კი ოკეანეებში ყინულის დნობას და ეკოსისტემების რღვევას იწვევს. ჩვენ მოვახერხეთ, შეგვემცირებინა ნარშირორჟანგის გამოყოფა, თუმცა ის კვლავ ატმოსფეროში რჩება, ამიტომ ჰაერის ტემპერატურა კვლავ სისტემატურად იზრდება. შესაძლოა, მომდევნო სამი წელი ამ სიტუაციაში გარდამტეხი აღმოჩნდეს, თუმცა პანიკაში არ უნდა ჩავვარდეთ.
ექსპერტთა განცხადებით, შანსი კიდევ გვაქვს - უკვე არსებობს ტემპერატურის ზრდის შემაკავებელი პროცედურები, რომლებსაც რაც უფრო ადრე ავამოქმედებთ, უკეთესი იქნება.

მაინც, როგორი უნდა იყოს 2020 წელს მსოფლიო, რათა საშიში და დამანგრეველი კლიმატის ცვლილებები თავიდან ავიცილოთ?

განახლებადი ენერგიის წყაროები
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიო ელექტრომომარაგების არანაკლებ 30% განახლებადი ენერგიის წყაროებზე უნდა მოდიოდეს, რაც დღეს 6.5%-ით მეტია, ვიდრე 2015 წლის მაჩვენებელი.
2050 წლისთვის მშენებლობა და ინფრასტრუქტურა მთლიანად დეკარბონიზებული უნდა იყოს (დეკარბონიზაცია - მასალის ნახშირბადისგან გათავისუფლება). ამასთანავე, მძიმე მრეწველობამ ეფექტურობის გაზრდა და გამონაბოლქვის შემცირება უნდა შეძლოს.

ტრანსპორტი
ტრანსპორტის გამონაბოლქვი სერიოზული პრობლემაა, ამიტომ ახალი ავტომობილების რაოდენობის არანაკლებ 15% ელექტროავტომობილებზე უნდა მოდიოდეს, რაც ამჟამინდელ 1%-ზე გაცილებით მეტია. უნდა შემუშავდეს გეგმა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამონაბოლქვისა და თვითმფრინავებიდან სითბური აირების გამოყოფის 20%-ით შემცირებაზე.

ტყის საფარის აღდგენა
თუ 2020 წლამდე ტყეების მასიური ჩეხვა შეწყდება და 2030 წლისთვის ტყეების აღდგენას შევუდგებით, ეს მავნე გამონაბოლქვის რაოდენობას არამხოლოდ ნულამდე დაიყვანს, არამედ დაიცავს წყალს დაბინძურებისგან და ბიომრავალფეროვნებას გადაარჩენს.  

დაფინანსება
როცა საქმე დაფინანსებაზე მიდგება, ქვეყნების მთავრობებმა  მუშაობა უნდა გაააქტიურონ, რადგან ექსპერტები ვარაუდობენ, რომ კლიმატის სფეროში მოქმედებისთვის საჭირო თანხის უდიდესი ნაწილი კერძო სექტორიდან შევა. 

როგორ ავიცილოთ კატასტროფა?
 ზემოჩამოთვლილი მიზნების მისაღწევად, აუცილებელია სამოქმედო პოლიტიკის განსაზღვრა მეცნიერული დასკვნების საფუძველზე. ეს ნიშნავს, რომ მეცნიერებმა უნდა იცოდნენ, უკეთ როგორ განახორციელონ საკუთარი იდეა, ხოლო პოლიტიკოსებმა უფრო ყურადღებით უნდა მოუსმინონ მათ.
ამის შემდეგ, აუცილებელია არსებული ღონისძიებების მასშტაბების გაფართოება, თანაც რაც შეიძლება, სწრაფად. მსოფლიოს ყველა ქვეყანამ უნდა შეიმუშაოს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის სრული მოცულობის მიღების გეგმა.

დაბოლოს, უნდა გვახსოვდეს, რომ შეუძლებელი არაფერია და ყველაფერი პრობლემის მიმართ ჩვენს მიდგომაზეა დამოკიდებული. ყოველთვის იარსებებენ ადამიანები, რომლებიც სირაქლემასავით თავს ქვიშაში მალავენ და კლიმატური ცვლილებების გლობალურ რისკებს არ აღიარებენ, მაგრამ ჩვენ განწყობილნი ვართ, რომ ასეთი დამოკიდებულება შევცვალოთ. ვიყოთ ოპტიმისტები და ერთობლივად ვიმოქმედოთ, - ამბობენ წერილის ავტორები.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?