10 ჩვევა, რომელიც ნაადრევად გვაბერებს

იცით თუ არა...

9 ივლისი 15:00, 2017 წელი

თუ სარკესთან მისულს მოგეჩვენათ, რომ თქვენი გარეგნობა ასაკს არ შეესაბამება, გადახედეთ საკუთარ ცხოვრების წესს, ჩვენ კი ჩამოგითვლით ფაქტორებს, რომლებიც თქვენს გარეგნობაზე პირდაპირ მოქმედებს...

1. ხშირად ანებივრებთ საკუთარ თავს ტკბილეულით - ტკბილეულის გადაჭარბებული სიყვარული მხოლოდ ფიგურას კი არა, სახესაც აფუჭებს. გსმენიათ გლიკაციის პროცესის შესახებ? ეს ადამიანის უჯრედებში შაქრის მოლეკულების ზრდის პროცესი გახლავთ. გახსოვდეთ, რომ ტორტის ყოველი ნაჭრის შემდეგ თქვენი სახის კანი - უფრო მშრალი, ხოლო თვალის ქვემოთ, უპეები უფრო მუქი და გამოკვეთილი ხდება. კვების რაციონიდან შაქრის სრულად გამორიცხვას არავინ გთხოვთ, უბრალოდ, შეძლებისდაგვარად, შეამცირეთ.

2. დღე-ღამის განმავლობაში 5 საათზე ნაკლები გძინავთ - დღე-ღამეში 7-8-საათიანი ძილი აუცილებელია. ძილის ნაკლებობა უარყოფითად აისახება ადამიანის გარეგნობასა და შრომისუნარიანობაზე. გამოუძინებელი ადამიანი ცუდად ითვისებს საჭირო ინფორმაციას, დაბნეული და ყურადღებაგაფანტულია.

3. ტელევიზორს დღე-ღამის განმავლობაში 5-6 საათზე მეტს უყურებთ - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტელევიზორის წინ გატარებული ყოველი საათი სიცოცხლის 22 წუთს გართმევთ. გამოდის, რომ ტელევიზორის ყურების მოყვარულები ათობით წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე დანარჩენები. მჯდომარე პოზაში ყოფნას ორგანიზმი როგორც სტრესს, ისე აღიქვამს და უჯრედებში შაქრის დაგროვებას იწყებს. ამიტომ, მინიმუმ, ნახევარ საათში ერთხელ მაინც გამორთეთ ტელევიზორი და თუნდაც ათი წუთი წაივარჯიშეთ.

4. თქვენი სამუშაო გამუდმებულად ჯდომას მოითხოვს - ასეთ შემთხვევაში პერიოდულად უნდა ადგეთ და რამდენიმეწუთიანი ვარჯიში ჩაატაროთ. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ზედმეტი წონა არ „აკრიფოთ“ და კიდევ უარესი - გული, ღვიძლი და თირკმელები არ დაიავადოთ.

5. მაკიაჟის გადაჭარბებული გამოყენება - ნებისმიერი ტონალური კრემი შეიცავს ზეთებს, რომლებიც კანის ფორებს ახშობს და კანის ნაადრევად დაბერებას იწვევს. იგივე ეფექტი აქვს კოსმეტიკურ ლოსიონებში შემავალ სპირტსაც, რომელიც აშრობს და ფიტავს სახის კანს. გახსოვდეთ, რომ ნაოჭები მშრალ კანზე უფრო ადრე და ინტენსიურად ჩნდება.

6. არ იყენებთ ქუთუთოების მოვლის საშუალებებს - სახის კანისგან განსხვავებით, ქუთუთოებზე კანი მშრალი და მგრძნობიარეა, რაც ნაოჭების ნაადრევად გაჩენას უწყობს ხელს. თვალის კონტურისა და ქუთუთოების მალამოს გამოყენებით შეძლებთ, რეალური ასაკი დამალოთ, რადგან დამატენიანებელ და მკვებავ კრემებში შედის ახალგაზრდული კანის ჰორმონი - კოლაგენი.

7. ძილის დროს, ბალიშზე პირქვე წოლა გიყვართ - ძილის დროს არასწორად შერჩეული პოზა გავლენას ახდენს კანის მდგომარეობაზე და ნაოჭების გაჩენას უწყობს ხელს. თუ ძილი ბალიშთან სახით ჩახუტებულს გიყვართ, არ უნდა გაგიკვირდეთ სახეზე დაბერების ნიშნები. კანის ფენებში კოლაგენი სწორედ ღამის საათებში წარმოიქმნება. თუ ამ დროს სახის კანი „დაჭმუჭნულ“ მდგომარეობაშია, ის ბუნებრივად აღდგენის საშუალებას კარგავს. გაითვალისწინეთ, რომ ძილისთვის იდეალური პოზა ზურგზე წოლაა.

8. მაღალი ტემპერატურა სახლში - ზამთრის პერიოდში, ცივი ქუჩიდან სახლში შესულები ვცდილობთ, გამათბობლები მაქსიმალურ სიმძლავრეზე ჩავრთოთ, მაგრამ არ ვუფიქრდებით, რომ რადიატორებიდან წამოსული ცხელი ჰაერი კანის ძლიერ გამოშრობას იწვევს. ამის თავიდან ასაცილებლად, რადიატორების გვერდით წყლიანი ჯამი დადგით. ასე წყალი ჯამიდან აორთქლდება და არა თქვენი კანიდან.

9. ორგანიზმისთვის სასარგებლო ცხიმებს არ იყენებთ - მეტი თევზი უნდა მიირთვათ. ის სასარგებლო ცხიმებსა და ამინომჟავებს შეიცავს, რომლებიც თქვენს კანს ელასტიკურობასა და სიმკვრივეს მიანიჭებს.

10. დროის უმეტეს ნაწილს მოხრილ მდგომარეობაში ატარებთ - ასეთ მდგომარეობაში ხერხემალზე დატვირთვა არასწორად ნაწილდება, რაც მის გამრუდებას იწვევს. ეს კი სუნთქვას, საჭმლის მონელებას და შარდ-სასქესო ორგანოების მუშაობას აუარესებს.

ხანდახან გვეჩვენება, რომ საკუთარ ორგანიზმზე ზრუნვა რთული ამოცანაა. თუ ზემოჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, დიდი ხნით შეძლებთ ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნებას, შესაბამისად კი - ყოველთვის კარგ ფორმაში და ხალისიან განწყობაზე ყოფნას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?