მსოფლიოს 7 ყველაზე უიღბლო ქალის დაუჯერებელი ამბავი

იცით თუ არა...

14 ივლისი 15:00, 2017 წელი

მათი უიღბლობა შეიძლება, ვიღაცისთვის წარმოუდგენელი იღბალი იყოს, თუმცა თავად განსაჯეთ... 

1. მალენი მარტინესი



მას ამერიკის ყველაზე უბედური ქალი შეარქვეს, რადგან სტიქიური უბედურებების მაგნიტად იქცა. ქარიშხლებმა ხუთი სახლი დაუნგრიეს.
პირველად, 1965 წელს, სახლი, რომელშიც მალენის ოჯახი ცხოვრობდა, ქარიშხალმა „ბეტსიმ“ შეიწირა. მეორედ 1985 წელს - ქარიშხალმა „ხუანმა“, 1998 წელს - „ჯორჯმა“ და 2005 წელს - „კატრინამ“.
უიღბლო ქალმა ბუნების რისხვისგან გაქცევა გადაწყვიტა და ლუიზიანას შტატის პატარა ქალაქ ბრეიტუეტში დასახლდა.
მელანიმ თითქმის დაიჯერა, რომ მისი თავგადასავლები დამთავრდა, მაგრამ 2012 წელს ის ქარიშხალმა „ისააკმა“ იპოვა და სახლი მიწასთან გაუსწორა. მელანი და მისი ოჯახის წევრები ამჯერადაც ცოცხლები გადარჩნენ, მაგრამ ისევ უსახლკაროდ დარჩნენ.


2. ვესნა ვულოვიჩი



22 წლის სტიუარდესა, რომელიც ჯერ სტაჟიორი იყო, 1972 წელს სტოკჰოლმი-ბელგრადის რეისზე შეცდომით აღმოჩნდა. სეხნია სტიუარდესაში აერიათ.
თვითმფრინავი 10 160 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდა, როცა სალონში აფეთქების ხმა გაისმა. თვითმფრინავი ჰაერში აფეთქდა, მისი ნამსხვრევები კი ჩეხეთში, სოფელი სერბსკა კამენიცეს ტერიტორიაზე ჩამოცვივდა. ტრაგედიის ადგილზე, მაშველებზე ადრე, ადგილობრივი მოსახლეობა მივიდა. ვიღაცამ თვითმფრინავის ნამსხვრევებსა და გვამებში ახალგაზრდა გოგონა შენიშნა, რომელიც სუნთქავდა. ეკიპაჟის დანარჩენი ყველა წევრი და მგზავრი (სულ 27 ადამიანი) დაიღუპა.
ვესნას დაზიანებული ჰქონდა ფუძის ძვალი, გატეხილი ხერხემლის სამი მალა, ორივე ფეხი და თეძო. რაღაც დროით, მან მეხსიერებაც დაკარგა. ყოველ დილას სამყაროს თავიდან ეცნობოდა.
ქალიშვილი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც რეკორდული სიმაღლიდან უპარაშუტოდ გადმოვარდნილი და ცოცხლად გადარჩენილი ადამიანი, გამოჯანმრთელდა და ავიაკომპანიაში დაბრუნება ითხოვა, თუმცა ავიაკომპანიამ სტიუარდესად მუშაობის უფლება აღარ მისცა.
„იღბლიანი რომ ვიყო, იმ რეისზე საერთოდ არ მოვხვდებოდი. 10 160 მეტრიდან ჩამოვვარდი, ყველა ძვალი გავიტეხე, მეხსიერება დავკარგე და ხუთი წელი სიარულს თავიდან ვსწავლობდი და კიდევ ჩემი შურთ. ეს თუ იღბალია, უიღბლობა რაღაა?“ - უკვირს ვესნას.
ვესნა ვულოვიჩის სეხნია კოლეგა ვესნა ნიკოლიჩი, რომლის ნაცვლად საბედისწერო რეისზე მოხვდა, სამსახურიდან წამოვიდა და ცხოვრებაში აღარასოდეს უფრენია.


3. ვაიოლეტ ჯესოპი



ალბათ, მითი, რომ ქალს გემზე უბედურება მოაქვს, ვაიოლეტის ამბავზე შეიქმნა.
1911 წლის 14 ივნისს 23 წლის ჯესოპმა ტრანსატლანტიკურ ლაინერ „ოლიმპიკზე“ გამცილებლად დაიწყო მუშაობა. 20 სექტემბერს „ოლიმპიკი“ კრეისერ „ჰოუკს“ შეეჯახა. საბედნიეროდ, ჩაძირვას ორივე გემი გადაურჩა, მაგრამ შეშინებულმა ვაიოლეტმა უფრო უსაფრთხო გემზე გადასვლა გადაწყვიტა.
1912 წლის 10 აპრილს მან მუშაობა „ტიტანიკზე“დაიწყო. კატასტროფის ღამეს ქალიშვილმა, გემის სხვა გამცილებლებთან ერთად, ნავში ჩაჯდომა მოახერხა და ცოცხალი გადარჩა.
1916 წელს ჯესოპმა მუშაობა „ბრიტანიკზე“ დაიწყო, რომელიც იმავე წლის 21 ნოემბერს მინაზე აფეთქდა და ჩაიძირა.
იგივე ბედი ეწია ნავს, რომლითაც ვაიოლეტი თავის გადარჩენას ცდილობდა. გოგონამ თავი ქვას დაარტყა, თუმცა წყლის ზედაპირზე ამოსვლა მოახერხა და ცოცხალი გადარჩა. მოგვიანებით, ექიმებმა დაადგინეს, რომ ვაიოლეტს თავის ქალა გაბზარული ჰქონდა.
მკურნალობის დასრულებისთანავე ჯესოპი ფლოტს დაუბრუნდა და მსოფლიოს ორჯერ შემოუარა, ამჯერად, თავგადასავლების გარეშე.
ვაიოლეტ ჯონსონი 83 წლის ასაკში, თავის სახლში გარდაიცვალა.


4. ენ ჰოჯესი



ამ ქალბატონმა 1954 წლის 30 ნოემბერს შორეული კოსმოსიდან მოკითხვა მიიღო: ენი საკუთარ სახლში, დივანზე ნებივრობდა, როცა მის სახლს დაახლოებით, გრეიფრუტის ზომის მეტეორიტი დაეცა, სახურავი გახვრიტა და დივანზე მწოლარე ქალს თეძოში მოხვდა. ჰოჯესი, ძლიერი დამწვრობასთან ერთად, მსოფლიო პოპულარობას ეზიარა, თუმცა მალე მეუღლემ მიატოვა. როგორც ენმა მოგვიანებით აღიარა, ამის მიზეზი ავადსახსენებელი მეტეორიტი გახდა, რომელიც ამჟამად ალაბამის უნივერსიტეტის მუზეუმში ინახება.


5. ჯენი როჯერსი



ამ ქალის ცხოვრება კომედიური ფილმის სცენარს ჰგავს, თუმცა თავად როჯერსს საქმე სასაცილოდ არ ჰქონდა. საბრალო ქალს უბედურება ყოველ ნაბიჯზე ელოდა.
1967 წელს თბომავალზე ფოტოს გადაღების დროს ჯენის ფეხი აუცურდა და წყალში გადავარდა. მეგობარმა ქალმა, რომელიც ამ ამბავს შეესწრო, მშველელის დაძახება სცადა, თუმცა თავადაც ფეხი დაუცურდა, დაეცა და გონება დაკარგა. სანამ გემზე მომხდარის შესახებ შეიტყობდნენ, როჯერსმა წყალში საათზე მეტი გაატარა.
1971 წელს როჯერსს მეხი დაეცა. ქალს ტერფი დაეწვა და ნერვიული დაბოლოებები დაუზიანდა, რის შემდეგაც ფეხსაცმლის ტარება აღარ შეუძლია.
1973 წელს მას ისევ მეხი დაეცა, თუმცა ამჯერად მხოლოდ სამაჯური გაუწყვიტა.
1981 წელს შუაღამეს ჯენის სახლში ყოფილი ქმარი შეიჭრა და ქალის დახრჩობა სცადა. ქალი ამჯერადაც გადარჩა, თუმცა უიღბლობათა წყება ამით არ დასრულებულა.
უიღბლო ქალმა ერთ მშვიდ საღამოს შვილის გასეირნება გადაწყვიტა. ცაზე ღრუბელი არ ჩანდა და მეხის დაცემის საშიშროებაც მინიმალური იყო, მაგრამ ეზოში ჩასვლისთანავე ქალს თავზე ღამურა დაეცა და თმებში ჩააფრინდა. შეშინებული ქალი ყვიროდა და მშველელს უხმობდა, მაგრამ ამით მხოლოდ ღამურას აშინებდა, რომელიც საბრალო ქალს თავზე კბენდა და კაწრავდა. საბოლოოდ, ქალი თავდამსხმელისგან გაათავისუფლეს და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებმა როჯერსს თავის კანი დაუმუშავეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ქალს ამ მედიკამენტზე ალერგია ჰქონდა და თმები მთლიანად დასცვივდა. რაღაც დროის განმავლობაში, ენი მხოლოდ ფეხსაცმლის კი არა, თმის გარეშეც დარჩა.
„სიკვდილის არ მეშინია, რადგან სიცოცხლე უფრო მაშინებს“, - ამბობს უიღბლო ქალთა შვიდეულის დამსახურებული წევრი.


6. ჯენი ლოურენსი



2011 წლის 11 სექტემბერს, ბირმინგემელი კბილის ტექნიკოსი, ქმართან ერთად, ნიუ-იორკში იმყოფებოდა. სხვა ღირსშესანიშნაობებთან ერთად, ცოლ-ქმარმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრიც მოინახულეს. ტყუპი ცათამბჯენები, ფაქტობრივად, მათ თვალწინ ჩამოიშალა. ძლიერი შოკიდან გამოსვლის შემდეგ, წყვილმა მსოფლიოს გარშემო მოგზაურობა გააგრძელა.
2005 წლის 7 ივლისს მათ სიკვდილს კიდევ ერთხელ ჩახედეს თვალებში, როცა ლონდონში ტერორისტებმა მიწისქვეშა გადასასვლელი ააფეთქეს. ამ დროს ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ 2008 წლის ნოემბერში მუმბაიში ყოფნის დროს, წყვილი ისევ ტერაქტის ეპიცენტრში მოხვდა. ტერორისტებმა რამდენიმე სასტუმროზე, კაფესა და ვაგზალზე მიიტანეს იერიში. ერთ-ერთ სასტუმროში სწორედ ჯენი ლოურენსი და მისი ქმარი ცხოვრობდნენ.
„ძალიან უცნაური დამთხვევა იყო. წერის ნიჭი რომ მქონდეს, ამაზე აუცილებლად წიგნს დავწერდი“, - ამბობს ჯენი.


7. ეველინ ადამსი



1985 წელს ეველინს ბედმა გაუღიმა - მან ნიუ-ჯერსიში გათამაშებული ლატარიის ჯეკ-პოტი მოიგო.
თავის იღბალში დარწმუნებულმა ქალმა ლატარიის თამაში გააგრძელა და ერთი წლის შემდეგ, კიდევ ერთი ლატარიის მთავარი პრიზის მფლობელი გახდა.
მთლიანობაში, ეველინის მოგებამ თითქმის ექვსი მილიონი დოლარი შეადგინა.
როგორც ხშირად ხდება, ეველინს მალე ახალი ნაცნობები გამოუჩნდნენ. შორეულმა ნათესავებმაც გაიხსენეს მისი არსებობა. ქალი ყველას გულუხვად უნაწილებდა მონაგებს, სანამ მიხვდებოდა, რომ ფული თითქმის აღარ დარჩა.
საკუთარ იღბალში დარწმუნებულმა ეველინმა ლას-ვეგასს მიაშურა და სათამაშო ავტომატებზე ბოლო ცენტამდე წააგო ყველაფერი, რაც ლატარიის მოგებიდან დარჩა.
ამჟამად ყოფილი მილიონერი ატლანტიკ-სიტიში, მანქანის ფურგონში ცხოვრობს.
„მე ადამიანებს უარს ვერასოდეს ვეუბნებოდი, რასაც ძალიან ვნანობ. ყველაფრის თავიდან დაწყება რომ შეიძლებოდეს, გაცილებით ჭკვიანურად ვიცხოვრებდი“, - აღიარებს ქალი.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?