იცით თუ არა

ევროპელების გამოჩენამდე ამერიკაში ადამიანების ხუთი სქესი არსებობდა!

fun time

18:00 ორშ. 4 ოქტომბერი, 2021 წელი

ლაკოტას ტომის მებრძოლი,
სახელად ოშ-ტიში ცოლთან
ერთად

14
დაკოპირებულია

ინდიელებს ადამიანი, ვისაც ერთდროულად მამაკაცური და ქალური თვისებები ჰქონდა, გამორჩეულ არსებად მიაჩნდათ. ჩრდილოეთ ამერიკის აბორიგენმა მოსახლეობამ ევროპელების მისვლის შემდეგ გაიგო, რომ ქალსა და მამაკაცს სხვადასხვა ფუნქცია აქვთ.

ინდიელების კულტურებში ადამიანს მამაკაცურობის ან ქალურობის გამო კი არა, ტომისთვის გაკეთებული საქმეების მიხედვით აფასებდნენ.
მშობლები არ გამოჰყოფდნენ შვილებს სქესის მიხედვით და ტანსაცმელიც კი ნეიტრალური ჰქონდათ. არავითარი დოგმა და წესი არ არსებობდა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლებოდა გყვარებოდა და ვინ - არა. ეს ბუნებრივ აქტად ითვლებოდა, რომელსაც არავინ განიხილავდა.

ინდურ ტომებში გენდერული როლები ასე ნაწილდებოდა: ქალი, მამაკაცი, ორი სულის მქონე ქალი, ორი სულის მქონე მამაკაცი და ტრანსგენდერი.

გამოცემა „indian country today“ წერს:

„არატრადიციული სქესისთვის ყველა ტომს თავისი სახელი ჰქონდა, მაგრამ საჭირო იყო უნივერსალური ტერმინი, რომელიც მთელი მოსახლეობისთვის გასაგები იქნებოდა.

ნავაჰოს ტომი ორი სულის მქონეს nadleehi (შეცვლილს) ეძახდა, ლაკოტა - winkte-ს (მამაკაცი, რომელსაც ქალურად ცხოვრება მოსწონს), ოჯიბვე - niizh maniadoowag (ორი სული) შაიენები - hemaneh (ნახევრად ქალი - ნახევრად კაცი).

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი „ორსულიანი“ ადამიანი ლაკოტას ტომის მებრძოლი, სახელად ოშ-ტიში გახლდათ. ის მამაკაცად დაიბადა და ქალზე დაქორწინდა, მაგრამ ამავე დროს, ქალის ტანსაცმელს იცვამდა და ქალის ცხოვრებით ცხოვრობდა.
1876 წლის 17 ივნისს ოშ-ტიშმა ერთ-ერთ ბრძოლაში სახელი გაითქვა.


ფოტოზე : ოშ-ტიში და მისი ცოლი

„თავდაპირველ ამერიკაში ორსულიან ადამიანებს უდიდეს პატივს სცემდნენ და მათ ოჯახებს განსაკუთრებით იღბლიანებად თვლიდნენ. ინდიელებს მიაჩნდათ, რომ სამყაროს დანახვა ერთდროულად ორი სქესის თვალით, შემოქმედის განსაკუთრებული საჩუქარია“, - წერს „indian country today“.

„ორსულიანობის“ კულტურა კონტინენტზე ევროპელების გამოჩენის შემდეგ თანდათან განადგურდა. მაგალითად, ამერიკელი მხატვარი ჯორჯ კეტლინი ამბობდა: „ეს ტრადიცია უნდა განადგურდეს, სანამ ის ისტორიულ წყაროებში მოხვდება“.

იმავე გაზეთში წერია: „ესპანელი კათოლიკე მღვდლებმა აცტეკების კოდექსების უმეტესობა გაანადგურეს, რათა ტრადიციული რწმენისა და ისტორიის (მათ შორის, ორსულიანობის ტრადიციის) კვალიც არ დარჩენილიყო“.

ქრისტიანების შესვლის შედეგად, ინდიელები იძულებულნი გახდნენ, ახლად დადგენილი გენდერული როლების შესაბამისად ჩაეცვათ და ეცხოვრათ.

ევროპელების რელიგიამ გენდერული მრავალფეროვნების საწინააღმდეგო შეხედულებები შემოიტანა და ინდიელი მრავალსქესიანები არჩევანის წინაშე დააყენა - დამალულიყვნენ და გამუდმებული შიშით ეცხოვრათ ან თავი მოეკლათ. ბევრმა უკანასკნელი გზა არჩია...

🔰:

როგორ ჩაატარეს სქესის შეცვლის პირველი ოპერაცია სსრკ-ში?


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მეცნიერებმა აღმოაჩინეს 5 ნიშანი, რო...

ყურის ბიბილოები, როგორც
დღეგრძელობის ნიშანი

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ მამაკაცებს...

რატომ არ ეზრდებათ ინდიელ
მამაკაცებს წვერი?

რატომ ასხამენ JP Chenet-ის ღვინოს მ...

რატომ ასხამენ ჟან პოლ
ჩენეტის ღვინოს მრუდე
ყელიან ბოთლებში?

20 საინტერესო ფაქტი ფეხბურთის შესახ...

საინტერესო ფაქტები
ფეხბურთზე

რატომ წერენ ექიმები გაუგებრად?

რატომ წერენ ექიმები
გაუგებრად

ახალი კვლევა: ჭორაობა სასარგებლოა!

ჭორაობა სასარგებლოა

იცით, რომ სათამაშო ბანქო კალენდრის...

ბანქო და კალენდარი

უცნაური ხე, რომელიც ფრინველებს ხოცა...

დიდი პისონია (Pisonia grandis)

როდის არ უნდა გაასესხოთ? - მაჰათმა...

მაჰათმა განდი