გლობალური დათბობა თვითმფრინავების ფრენებს შეაფერხებს?

იცით თუ არა...

18 ივლისი 15:00, 2017 წელი

რა კავშირი აქვს ტემპერატურის მატებას ავიაფრენებთან? როგორც მეცნიერები ფიზიკისა და აეროდინამიკის კანონების გათვალისწინებით ამტკიცებენ - პირდაპირი. კვლევა - სახელწოდებით „მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება თვითმფრინავის აფრენის ძალაზე“ - საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Climatic Change-ში გამოქვეყნდა.

გლობალური დათბობა დედამიწაზე ჰაერის საშუალო ტემპერატურის თანდათან ზრდას ნიშნავს. ეს პროცესი წინაინდუსტრიულ პერიოდში - დაახლოებით, 1740 წლიდან დაიწყო და მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში გაძლიერდა.

მეცნიერების ჯგუფმა, რომელსაც კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ითან კოფელი (Ethan Coffel) ხელმძღვანელობს, გამოთვალა, რომ დედამიწაზე საშუალო წლიური ტემპერატურა, წინაინდუსტრიულ პერიოდთან შედარებით, ერთი გრადუსით მაღალია. თუ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის გამოტყორცნა არ შემცირდა (სავარაუდოდ, არც შემცირდება, რადგან ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „კლიმატის ცვლილების შესახებ“ პარიზის შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განაცხადა), მაშინ 2100 წელს დედამიწაზე ტემპერატურა, საშუალოდ, 3 გრადუსით აიწევს, რაც ავიაგადაზიდვების ბაზარზე აისახება.

„ექსტრემალური სიცხე ლაინერების აფრენას გაართულებს. ჩვენი გათვლებით, სრულად დატვირთული თანამედროვე თვითმფრინავების 30% ასეთ პირობებში აფრენას ვერ შეძლებს. „განმუხტულ“  ჰაერში აფრენისთვის აუცილებელია გარბენის სისწრაფის გაზრდა, ამისთვის კი აუცილებელი იქნება თვითმფრინავის ასაფრენ წონაზე გაცილებით მკაცრი შეზღუდვების დაწესება. მფრინავებს მოუწევთ მგზავრების, ტვირთის ან საწვავის რაოდენობის შემცირება. ყველაზე ცხელ დღეებში ტვირთის 4% უნდა შემცირდეს, რაც ნიშნავს, რომ 160 ადგილზე გათვლილი ლაინერი, ყველაზე ოპტიმისტური სცენარით, დაახლოებით, 13 მგზავრით ნაკლებს წაიყვანს. დიდი თვითმფრინავისა და მოკლე ასაფრენი ზოლის პირობებში, თვითმფრინავის სალონის მხოლოდ სანახევროდ შევსება იქნება შესაძლებელი. გასაგებია, რომ ამ პრობლემის გადაჭრა შეიძლება ახალი ძრავებისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის რეკონსტრუქციით, მაგრამ ეს ფრენას მნიშვნელოვნად გააძვირებს“, - ამბობს პროფესორი კოფელი.

მეცნიერების გათვლით, ეს პრობლემები უახლოეს მომავალში თავს იჩენს. გლობალურმა დათბობამ მხოლოდ ახლა დაიწყო პლანეტის „გახურება“, მაგრამ ისეთმა მოვლენამ, როგორიცაა „სითბური ტალღები“, გარკვეული რეგიონები შეიძლება ჯოჯოხეთის ქვაბს დაამსგავსოს.

ცნობისთვის, სითბური ტალღები ეწოდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უკიდურესად ცხელ ამინდს, რომელსაც მაღალი სინოტივე ახლავს. 2003 წლის ივნის-აგვისტოში ევროპაში, განსაკუთრებით საფრანგეთში, რეკორდულად ცხელი სითბური ტალღები იყო. იმ წელს „სითბური ტალღების“ შედეგად, 37 000-ზე მეტი ევროპელი გარდაიცვალა.

მეცნიერების კატასტროფული პროგნოზები უკვე მართლდება. წელს, ივნისში ამერიკული ქალაქის ფენიქსის აეროპორტში ძლიერი სიცხის გამო 40 რეისი გადაიდო. ამ პერიოდში, სითბური ტალღების წყალობით, აეროპორტის ტერიტორიაზე ტემპერატურა 48 გრადუსს აღწევდა.

სამწუხაროდ, ოპტიმისტური პროგნოზი არ გვაქვს: ტემპერატურის ზრდასთან ერთად, ექსტრემალური სითბური ტალღების რაოდენობა სწრაფად მოიმატებს.
უკვე 2060 წლისთვის აეროპორტების უმეტესობაში 10-დან 50 დღემდე სიცხე ისტორიულ რეკორდს მიაღწევს.
ერთი სიტყვით, თუ ასე გაგრძელდა, უახლოეს მომავალში პლანეტაზე ცხოვრება გაუსაძლისი გახდება, - ამბობს იტან კოფელი.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?