გამოვიდა „სექსის სახელმძღვანელო მუსლიმანი ქალებისთვის“

იცით თუ არა...

21 ივლისი 15:00, 2017 წელი

წიგნის ავტორი მუსლიმანი მწერალი ქალია - უმ მულადხატი, რომელიც ევროპაში ცხოვრობს. ეს სახელი და გვარი ქალის ფსევდონიმი გახლავთ, რადგან სექსთან დაკავშირებულ თემებს დასავლეთში მცხოვრებ მუსლიმანებს შორისაც კი ტაბუ ადევს. ყოველ შემთხვევაში, რელიგიურ მუსლიმანებს შორის.

წიგნს პირველიდან უკანასკნელ გვერდამდე „წითელ ზოლად“ გასდევს მთავარი აზრი - სექსი სამარცხვინო არ არის და მუსლიმან ქალებს სრული უფლება აქვთ, სექსით ისიამოვნონ. ამასთანავე, მამაკაცთან ურთიერთობაში შეუძლიათ, მეტი აქტიურობა გამოიჩინონ და თუ საჭიროა, ინიციატივა საკუთარ ხელში აიღონ.

წიგნის ავტორისთვის არავითარი შეზღუდვა არ არსებობს. ის მკითხველს, უბრალო კოცნით დაწყებული, სექსუალური აქტის პოზებით დამთავრებული, ყველაფერზე ესაუბრება.
რა თქმა უნდა, ასეთი წიგნის გამოსვლა შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა...

„მე უამრავი ქება და მოლოცვა მივიღე, თუმცა შეურაცხმყოფელი და საყვედურებით სავსე წერილიც ბევრი იყო. ერთმა ქალმა მომწერა, რომ ასეთი წიგნი საჭირო არ არის, რადგან მუსლიმანი ქალები სექსის თემაზე აუცილებელ ინფორმაციას დედისგან იღებენ. ყველაფერი გასაგებია, მაგრამ არ მგონია, მოიძებნებოდეს დედა, რომელიც შვილთან სექსზე ისევე გულახდილად ისაუბრებს, როგორც მე ამ წიგნში“, - ამბობს guardian-თან ინტერვიუში ავტორი.

ქალბატონი უმი უარყოფს ბრალდებას, რომ მისი წიგნი პრომისკუიტეტისკენ მოუწოდებს (უწესრიგო, შემთხვევითი, არარეგულირებადი სქესობრივი კავშირები). პირიქით, მისი თქმით, წიგნში საუბარია მხოლოდ ერთ მამაკაცთან, ანუ საკუთარ ქმართან ინტიმურ ურთიერთობაზე.
ამასთანავე, ქალის თქმით, მეუღლის მიმართ ვალდებულებები მხოლოდ ცოლს კი არა, ქმარსაც აქვს და სექსუალური განათლება მხოლოდ ქალებს კი არა, კაცებსაც სჭირდებათ.
და მართლაც, წიგნის ავტორს რჩევების მისაღებად მხოლოდ ქალები კი არა, კაცებიც უკავშირდებიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?