რატომ ნადირობენ ტანზანიელ ალბინოსებზე?

იცით თუ არა...

22 ივლისი 15:00, 2017 წელი

„მთვარის შვილები“ - ასე უწოდებენ ალბინოსებს აფრიკის კონტინენტზე, სადაც მათზე ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. შავ ბაზარზე „მთვარის შვილის“ სხეული 100 000 დოლარამდე ღირს, რაც ტანზანიელის 30 წლის ხელფასის ტოლფასია. 

ტანზანიაში ალბინოსები საზოგადოების ყველაზე გარიყული ნაწილია, ამიტომ იძულებულნი არიან, ერთმანეთზე იქორწინონ. 5 საუკუნეზე მეტია, ტანზანიაში არსებობს ცრუ რწმენა, რომ ალბინოსის სხეულს სამკურნალო თვისება აქვს. ადგილობრივი ე.წ. მკურნალები ალბინოსების ძვლებისგან თილისმებს ამზადებენ, რადგან ფიქრობენ, რომ ეს გამოჯანმრთელებასა და ალმასების მოპოვებაში დაეხმარებათ.

ამის გამო „მთვარის შვილებზე“ ნამდვილი ნადირობაა გამოცხადებული. ზოგს შინაგანი ორგანოებისთვის კლავენ, ზოგს სხეულის სხვადასხვა ნაწილს აჭრიან. ბევრმა ტანზანიელმა ალბინოსმა დაკარგა თითები, კიდურები...
ტანზანიელ ალბინოსთა 98% 40 წლამდე ვერ აღწევს და ამის მიზეზი, მათზე გამოცხადებული ნადირობის გარდა, მთელი რიგი ფიზიოლოგიური ფაქტორია. ამ ქათქათა არსებების თვალები და კანი ულტრაიისფერი სხივების მიმართ განსაკუთრებით მგრძნობიარეა. მათთვის აუცილებელია მზისგან დამცავი კრემებისა და სათვალეების გამოყენება, მაგრამ უღარიბეს ტანზანიელებს ამის ფუფუნება არ აქვთ.
ზემოჩამოთვლილი მიზეზების გამო, სანამ 20 წელს მიაღწევენ, ალბინოსები 60-80%-ით კარგავენ მხედველობას, 30 წლამდე კი კანის კიბო უვითარდებათ.

სამწუხაროდ, ამ ქვეყნის გაუნათლებელ მოსახლეობას არ ესმის, რომ ალბინოსების სხეულს მხოლოდ პიგმენტები აკლია და სხვა მხრივ, დანარჩენი ადამიანებისგან არაფრით განსხვავდებიან... რომ სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის მათ ელემენტარული მკურნალობა სჭირდებათ და არა დევნა, ხოცვა და დასახიჩრება. აფრიკელი ექიმები, რომლებიც განათლების დონით დანარჩენი მოსახლეობისგან დიდად არ განსხვავდებიან, დანაშაულს სჩადიან, როცა „მთვარის შვილებს“ კიდურების ამპუტაციას უტარებენ, ან შინაგან ორგანოებს აცლიან.


ასეთი თავდასხმის მსხვერპლი გახდა 12 წლის ტანზანიელი ბიჭუნა, რომელიც ამჟამად რეაბილიტაციის პროცესს ნიუ-იორკში გადის.
ამერიკული მედიცინის ცენტრში ასობით ასეთ დაზარალებულს ეხმარებიან, აუცილებელ ოპერაციებს უკეთებენ და პროთეზებს აძლევენ.
ტანზანიაში დაახლოებით, 1,5 ათასი „მთვარის შვილი“ ცხოვრობს. უკანასკნელი 15 წლის მანძილზე, ასობით მათგანი ბარბაროსულ ცრუ რწმენებს შეეწირა. შავ ბაზარზე „მთვარის შვილის“ სხეული 100 000 დოლარამდე ღირს, რაც საშუალო შემოსავლების მქონე ტანზანიელის 30 წლის ხელფასის ტოლფასია. გაცილებით ნაკლები ფასი აქვს ალბინოსის სხეულის ცალკეულ ნაწილს ან ორგანოს.

დასავლეთის ქვეყნების ჩარევისა და მკაცრი გაფრთხილებების შედეგად, ტანზანიის ხელისუფლება იძულებული გახდა, ალბინოსებზე ნადირობასა და კანიბალიზმზე მკაცრი სასჯელი დაეწესებინა.
„მთვარის შვილებზე“ ნადირობისთვის რამდენიმე ადამიანი უკვე გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

ამერიკიდან და ევროპიდან ტანზანიელი ალბინოსების დასახმარებლად საჭირო მედიკამენტები ჩააქვთ და სპეციალურ ინტერნატებს აშენებენ, სადაც „მთვარის შვილები“ თავს დაცულად გრძნობენ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?