კომუნა, სადაც მრავალცოლიანობა და მრავალქმრიანობა ცხოვრების წესი იყო

იცით თუ არა...

29 ივლისი 15:00, 2017 წელი

რამდენ საოცარ და დაუჯერებელ ამბავს მალავს მსოფლიო ისტორია... ეს ამბავი მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო, როცა კაცობრიობა დამაჯერებლად მიიწევდა სექსუალური რევოლუციისკენ, და 21-ე საუკუნემდე მოაღწია... 

ჯონ ჰამფრი ნოიესს ბიბლიის საკუთარი ინტერპრეტაცია ჰქონდა და აცხადებდა, რომ ქრისტე ჩვენი წელთაღრიცხვის 70-იან წლებში მკვდრეთით აღდგა და დედამიწაზე დაბრუნდა. ამიტომ იმის ნაცვლად, რომ ადამიანებმა ზეციურ სამოთხეზე იფიქრონ, სამოთხე დედამიწაზე უნდა შექმნან.

ისტორიას პოლიგამიური ურთიერთობების გამართლებისა და დაკანონების უამრავი მცდელობა ახსოვს, მაგრამ ეს შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან ნოიესის მიერ შექმნილ კომუნაში, სახელად „ონაიდა“ (oneida community), სრულიად შეუთავსებელი ცნებების - მაგალითად, კომუნისტური იდეებისა და რელიგიური დოგმების შერწყმა მოხდა.

კომუნამ, რომელიც ჯონ ჰამფრი ნოიესმა 1848 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოაყალიბა, 30 წელი იარსება და 300 წევრამდე გაიზარდა. ამ ადამიანებს საერთო ცოლები, ქმრები, შვილები, ქონება და ტანსაცმელი ჰქონდათ. კომუნის მთავარი პრინციპები იყო: პოლიგამიური ქორწინება (მრავალცოლიანობა, მრავალქმრიანობა), „აღმავალი ძმობა“, მამაკაცთა თავშეკავება, „ორმხრივი კრიტიკა“ და მოგვიანებით გაჩნდა სტრიპკულტურა.

ყველაფერი კი ასე დაიწყო...  
20 წლის ასაკში ჯონ ჰამფრი ნოიესმა სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. შემდეგ სწავლა იელის უნივერსიტეტის თეოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, საიდანაც ერეტიზმის ქადაგების გამო გარიცხეს - 23 წლის ახალგაზრდამ განაცხადა, რომ ცოდვების მონანიებით წმინდანობას მიაღწია და კანონზე მაღლა დგას. ნოიესს ქადაგების უფლება ჩამოართვეს, თუმცა, აშკარა იყო, რომ მას უნებისყოფო ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა შეეძლო.

პირველი, ვინც პოლიგამიური ურთიერთობების აუცილებლობაში დაარწმუნა, მისივე ცოლი იყო. მათ მალე ჯგუფური ქორწინების სხვა მიმდევრებიც შეუერთდნენ.
ნოიესმა მთავარ ამოცანად „ბიბლიური კომუნიზმის“ დამყარება გამოაცხადა და თანამოაზრეთა შეკრება დაიწყო.

კომუნაში შემსვლელი ხელს აწერდა დოკუმენტზე და ადასტურებდა, რომ ცოლზე ან ქმარზე,  ასევე, პირად ნივთებზე პრეტენზიები არ ექნებოდა.
1848 წელს ნოიესის „მიწიერი სამოთხე“ ონაიდაში - ინდიელების ტომის ყოფილ საცხოვრებელში დასახლდა. საზოგადოების წევრები ერთ დიდ სახლში ცხოვრობდნენ და საერთო წესებს ემორჩილებოდნენ.
„მიწიერ სამოთხეში“ მონოგამია და ეჭვიანობა სულიერი ტირანიის გამოვლინებად მიაჩნდათ. ქალსა და მამაკაცს შორის ხანგრძლივ ურთიერთობა აკრძალული იყო, ბავშვები კი საერთო ჰყავდათ, რადგან არავინ იცოდა, ვინ ვისი მამა იყო.

ნოიესს მიაჩნდა, რომ ტრადიციული ოჯახი უანგარო სიყვარულის ღვთიურ იდეას ეწინააღმდეგება, რომ სექსი სიყვარულის წმინდა იდეაა, რომელიც ადამიანებს ღმერთთან აახლოებს.
კომუნის ყველა წევრი ქალი კომუნის წევრი ყველა მამაკაცის ცოლი იყო და პირიქით. ისინი ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე ამყარებდნენ ერთმანეთთან სექსუალურ ურთიერთობას. თუ რომელიმე წყვილი ერთმანეთს მეტისმეტად მიეჩვეოდა და პარტნიორის სხვებთან „გაყოფა“ არ სურდა, მას იზოლაციაში აქცევდნენ, სანამ არ მოინანიებდა.

“აღმავალი ძმობის“ პრინციპი სხვებისგან გამოყოფისა და დაჯგუფებების შექმნის აღსაკვეთად შეიქმნა. კომუნის წევრებს მოსწონდათ და ახალისებდნენ ახალგაზრდა ვაჟების მოწიფულ ქალებთან კავშირს და მიაჩნდათ, რომ ამგვარად, ახალგაზრდებს უფროსი თაობის ცხოვრებისეული გამოცდილება გადაეცემოდათ.

კომუნაში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საზოგადოებაში, არსებობდნენ უკმაყოფილო ადამიანები, რომლებიც ამას ხმამაღლა გამოხატავდნენ. სწორედ მათ მიმართ გამოიყენებოდა „ორმხრივი კრიტიკის“ პრინციპი, რომელიც განსხვავებულად მოაზროვნის საჯარო დაცინვასა და შეურაცხყოფას ითვალისწინებდა.

„მამაკაცების თავშეკავება“ სქესობრივი აქტის დროს ქალის განაყოფიერებაზე უარის თქმას ითვალისწინებდა, როცა გათვალისწინებული არ იყო შთამომავლობის გაგრძელება. მამაკაცები „ამ ხელოვნებას“ ყმაწვილობიდან ეუფლებოდნენ, თუმცა მეთოდი ეფექტური არ აღმოჩნდა: 30 წლის მანძილზე კომუნის წევრთა რაოდენობა 300-მდე გაიზარდა.
ქალებს უფლება ჰქონდათ, შვილის გაჩენაზე უარი ეთქვათ, სურვილის შემთხვევაში, ესწავლათ, ევარჯიშათ, მოკლე ვარცხნილობა ეტარებინათ და მამაკაცებთან თანასწორად ემუშავათ.

„სტრიპკულტურა“ - ეს პრინციპი „ონეიდაში“ 1869 წელს შეიქმნა და კომუნაში გამრავლების სელექციური პროგრამა შემუშავდა, რომელიც სრულყოფილი ბავშვების დაბადებას ითვალისწინებდა.
კომუნის წევრები, რომლებსაც შვილის გაჩენის სურვილი ჰქონდათ, სპეციალურ კომიტეტს მიმართავდნენ, სადაც გამრავლების მსურველთა სულიერი და მორალური თვისებები განიხილებოდა.
პროგრამაში 53 ქალი და 38 მამაკაცი იყო ჩართული, რომელთა ურთიერთობის შედეგად, ქვეყანას 58 ბავშვი მოევლინა (აქედან 9 თავად ნოიესის შვილი იყო). ამ ექსპერიმენტის ჩატარებისთვის კომუნის შენობისთვის კიდევ ერთი ფრთის - mansion house მიშენება გახდა საჭირო.

კომუნა საკუთარი წარმოებიდან მიღებული შემოსავლებით არსებობდა: „მიწიერ სამოთხეში“ ამზადებდნენ ვერცხლის დანა-ჩანგალს, აბრეშუმის ძაფს, ჩანთებს, გარეული ცხოველების ხაფანგებს და ა.შ. საქონელი ექსპორტზე კანადაში, ავსტრალიასა და რუსეთში გაჰქონდათ.
სოლიდური შემოსავალი კომუნის ახალგაზრდა წევრებს საშუალებას აძლევდა, განათლება იმ დროის საუკეთესო უნივერსიტეტებში მიეღოთ, ამიტომ კომუნას საკუთარი ექიმები, მასწავლებლები, იურისტები, არქიტექტორები, მექანიკოსები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ჰყავდა.

„ონაიდას“ ტერიტორიაზე თვითგანვითარების ყველა საშუალება არსებობდა: აქ იყო 6000 წიგნისგან შემდგარი  ბიბლიოთეკა, ორი ორკესტრი, რამდენიმე სიმებიანი კვარტეტი და მომღერალთა გუნდი.

რა თქმა უნდა, ჯონ ნოიესის „მიწიერმა სამოთხემ“ დროის გამოცდას ვერ გაუძლო: კომუნაში სულ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი გამოჩნდა. დროთა განმავლობაში,  ახალგაზრდებმა მონოგამიური ქორწინებისა და წყვილებად ცხოვრების სურვილი გამოთქვეს. ამასთანავე, ამერიკის ხელისუფლებამ ნოიესს ბრალი სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურებებში დასდო.
1879 წელს ნოიესმა გაიგო, რომ მისი დაპატიმრების ორდერი მზადდებოდა და ამერიკიდან გაიქცა. იმავე წელს კომუნამ რეორგანიზაცია განიცადა და სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა.

მე-20 საუკუნის დასაწყისში „ონეიდამ“ მოღვაწეობის სფერო შეამცირა და მხოლოდ ვერცხლის დანა-ჩანგლის წარმოებით შემოიფარგლა. 2008 წლამდე მარკა „oneida limited“ სუფრის მოწყობილობების უმსხვილეს მწარმოებლად მიიჩნეოდა. 2009 წელს ფინანსური პრობლემების გამო, კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა და წარმოება და ყველა მაღაზია გაყიდა, თუმცა ნიუ-იორკის ერთ-ერთ შტატში „ონეიდას“ მაღაზია დღემდე მუშაობს.  



 „მიწიერი სამოთხის“ წევრები


 



 ჯონ ჰამფრი ნოიესი და მისი კომუნა




 


ჯონ ჰამფრი ნოიესი


 



კომუნის ქალები


 



 


კომუნის მამაკაცები


 



 ონეიდა 1906 წელი


 



Oneida Ltd-ს ვერცხლის დანა-ჩანგლები. მე-20 საუკუნის დასაწყისის რეკლამა.





Oneida Ltd-ს ვერცხლის დანა-ჩანგლები.


 



ონეიდას“ საცხოვრებელი დღეს ისტორიული ძეგლია.


 


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?