10 ქალაქი, სადაც არასდროს უნდა ჩახვიდეთ!

იცით თუ არა...

1 აგვისტო 15:00, 2017 წელი

ამერიკის ეკოლოგიური ფონდი blacksmith institute გვაფრთხილებს, რომ ამ ქალაქებში ჩასვლა თქვენი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. 

10. ძერჟინსკი, რუსეთი
ამ ქალაქში 1930-1998 წლებში, ყველაზე საშიში ნეიროტოქსინების ჩათვლით, 200 000 ტონაზე მეტი ქიმიური ნარჩენი დამარხეს. ბოლო მონაცემებით, ძერჟინსკში სასმელი წყლის დაბინძურების დონე კრიტიკულს ბევრად აღემატება. დღეისთვის ძერჟინსკში 300 ადამიანი ცხოვრობს. მათი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელია.


9. კაბვე, ზამბია
მე-20 საუკუნის დასაწყისში კაბვეში ტყვიისა და კადმიუმის უზარმაზარი მარაგი აღმოაჩინეს და ამ მეტალების გადამამუშავებელი საწარმოები გახსნეს. დღეისთვის, ქალაქში მძიმე მეტალებით ჰაერის დაბინძურების დონე დასაშვებს ოთხჯერ აღემატება. ინფიცირებულ ადამიანებს, რომელთა რაოდენობა 250 000-ს აჭარბებს, სისხლის მწვავე დაავადებები აღენიშნებათ. უჩივიან გულისრევას, ფაღარათს, ღვიძლის დაავადებებსა და კუნთების ატროფიას.

8. ლა-ოროია, პერუ
ამ დასახლებაში მხოლოდ 35 000 ადამიანი ცხოვრობს და მათი 95% სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის გამო, მძიმედ დაავადებულია. ტერიტორიაზე განთავსებულია ამერიკული საწარმოები, რომლებიც ტყვიის, სპილენძისა და თუთიის მოპოვებით არიან დაკავებული. ამ ადგილებში ხშირად მოდის მჟავა წვიმები.


7. ლინფინი
ეს ჩინეთის ნახშირის მრეწველობის ცენტრია. ნახშირის წვის შედეგად, ჰაერში გოგირდის დიოქსიდისა და მსგავსი მავნე ნივთიერებების დონე დასაშვებ ნორმას ბევრად აღემატება. ქალაქში 200 000-ზე მეტი ადამიანი პნევმონიით, ფილტვების კიბოთი და ბრონქიტით იტანჯება. ლინფინში ნიღბის გარეშე გადაადგილება შეუძლებელია.


6. ნორილსკი, რუსეთი
ეს ქალაქი რუსეთში ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ადგილად ითვლება. ქალაქში განლაგებულია მსოფლიოში უდიდესი მძიმე ლითონების (სპილენძი, ტყვია, ნიკელი, სელენი, თუთია) გადასამუშავებელი საწარმოები. დღეისთვის ქალაქში 134 000 ადამიანი ცხოვრობს, რომელიც რესპირატორული დაავადებებით იტანჯება. ჰაერის დაბინძურების დონე იმდენად მაღალია, რომ 2001 წლიდან ქალაქში უცხოელების შესვლა აკრძალულია.


5. სუკინდა, ინდოეთი
ქალაქში, სადაც 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, მსოფლიოში უდიდესი ქრომის მაღაროები მდებარეობს. საწარმოო ნარჩენების უდიდესი ნაწილი მდინარეებსა და ტბებში იყრება. მოსახლეობის 90% სიმსივნური დაავადებებით იტანჯება.


4. ტიანჟინი, ჩინეთი
ჩინეთის ტყვიის მწარმოებელი უდიდესი ქალაქი, სადაც ჰაერში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვარს თითქმის 10-ჯერ აღემატება. მარცვლოვან კულტურებში ტყვიის შემცველობა ნორმაზე 24-ჯერ მაღალია.


3. ვაპი, ინდოეთი
ქალაქში მდებარეობს 1000-ზე მეტი საწარმო. გრუნტის წყლებში ვერცხლისწყლის შემცველობა თითქმის 100-ჯერ აჭარბებს დასაშვებ ზღვარს. ჰაერი მძიმე მეტალებითაა გაჯერებული. 70 000 ვაპელი სხვადასხვა სახის მძიმე ქრონიკული დაავადებებით იტანჯება.


2. სუმგაითი, აზერბაიჯანი
საბჭოთა პერიოდის საწარმოო ცენტრის ტერიტორიაზე მცხოვრებ 275 000-ს ადამიანს, მძიმე მეტალების, ნავთობის ნარჩენებისა და სხვა ქიმიური ნივთიერებების მიზეზით, მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს. ბავშვები ისეთი გენეტიკური გადახრებით იბადებიან, როგორიცაა გონებრივი ჩამორჩენილობა და ძვლების დაავადებები.


1. ჩერნობილი, უკრაინა
1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ რეაქტორზე მომხდარმა კატასტროფამ ასჯერ მეტი რადიაცია გამოიწვია, ვიდრე ჰიროსიმასა და ნაგასაკის თავზე ჩამოყრილმა ატომურმა ბომბებმა. ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30 კმ-ის რადიუსში დღემდე საშიშია შესვლა. ჩერნობილის რადიაციის შედეგად, 5,5 მილიონზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?