მსოფლიოში მომხდარი უძლიერესი ხანძრები და მათი გამომწვევი მიზეზები

იცით თუ არა...

12 აგვისტო 15:00
103

ისტორიული წყაროების თანახმად, პირველი მასშტაბური ხანძარი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1400 წელს მოხდა და ორი ბიბლიური ქალაქი მთლიანად გაანადგურა. სოდომისა და გომორის შემდეგ, ხანძრის შედეგად ქალაქი ტროა გადაიბუგა.

391 წელს, რელიგიურ თემაზე დაწყებული არეულობის დროს, ქრისტიანმა ფანატიკოსებმა ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში უზარმაზარი ხანძარი გააჩაღეს. განადგურდა ისტორიის, გეოგრაფიის, ასტრონომიისა და ბიოლოგიის უძველესი და უნიკალური წიგნები. ფანატიკოსები საკუთარ ქმედებას იმით ხსნიდნენ, რომ ძველი მეცნიერება წმინდა წერილებს ეწინააღმდეგებოდა.

გახშირებული ხანძრების გამო, რუსეთის მეფემ ალექსანდრე პირველმა თუთუნის მოწევისთვის სიკვდილით დასჯა დააწესა. მიიჩნევა, რომ 1634 წლის მოსკოვის ხანძარი სწორედ თუთუნის მოწევის გამო გაჩნდა.

1712 წლის 13 მაისს ხანძარმა მოსკოვის ცენტრი მთლიანად გაანადგურა და თითქმის 3000 ადამიანი შეიწირა. 1737 წლის ხანძრის დროს დაიწვა მოსკოვის კრემლი, 2 500 სახლი, 286 სავაჭრო დუქანი და უამრავი ეკლესია-მონასტერი. 

50 წლის წინათ პენსილვანიის შტატის ქალაქი ცენტრალია, მიწისქვეშა ხანძრის შედეგად, მოსახლეობისგან მთლიანად დაცარიელდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეხანძრეებმა მიტოვებულ, ღია მაღაროში ნაგვის გროვა დაწვეს, თუმცა ცეცხლის ბოლომდე ჩაქრობა ვერ მოახერხეს და ალი ნაგვის ქვედა ფენებიდან სხვა მიტოვებულ მაღაროებზე გადავიდა. მიწის სიღრმიდან წამოსულმა აირებმა და კვამლმა მოსახლეობა აიძულა, ქალაქი დაეტოვებინა, თუმცა ცენტრალიას მიწისქვეშეთში ხანძარი დღემდე მძვინვარებს.


ზოგჯერ ადამიანები, სასამართლოში წარმოებული საქმეების განადგურებისა და სასჯელისგან თავის დაღწევის მიზნით, სასამართლოს შენობებს წვავდნენ.
1776 წელს სასამართლომ 16 წლის ფრანგს ჟან ბატისტ მურონს რამდენიმე ხანძრის გაჩენაში დასდო ბრალი და 100 წლითა და 1 დღით კატორღა მიუსაჯა. მურონმა ციხე 1876 წელს, 116 წლის ასაკში დატოვა და გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც ადამიანი, რომელიც ყველაზე ხანგრძლივი პატიმრობის შემდეგ ციხიდან ცოცხალი გამოვიდა.

130 წელი გრძელდებოდა ხანძარი ჩინეთში, ლიუხუანგოუს ნახშირის მომპოვებელ საბადოზე. ცეცხლის ალი ყოველწლიურად, თითქმის 2 მილიონამდე ტონა ნახშირს ანადგურებდა და ჩინეთის ეკონომიკას უდიდეს ზიანს აყენებდა. ხანძრის ჩაქრობა მხოლოდ 2004 წელს მოახერხეს.  

მალაიზიური საცობების გათვალისწინებით, სახანძრო განყოფილებები მოტოციკლებითაა აღჭურვილი, რომლებსაც ავარიული და სამაშველო მოწყობილობები, ცეცხლმაქრები, წყლის საქაჩი ტუმბოები ახლავს.