როგორ დავაღწიოთ თავი პოლიეთილენის ერთჯერად პაკეტებს?

იცით თუ არა...

17 აგვისტო 15:00, 2017 წელი

ისინი ბევრ ქვეყანაში უკვე შეიზღუდა ან აიკრძალა და მათი გაყიდვა პატიმრობითაც კი ისჯება. ირლანდიაში ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 14 ერთჯერად პოლიეთილენის პაკეტს მოიხმარს; დანიასა და ფინეთში - 5-ს; საქართველოში - 525-ს!

პოლიეთილენის პაკეტების წარმოება 1957 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო. მოგვიანებით ეს იაფი და მოსახერხებელი საშუალება ევროპაშიც გამოჩნდა.

1973 წელს მხოლოდ დასავლეთი ევროპა წელიწადში 11,5 მლნ პოლიეთილენის პაკეტს აწარმოებდა.
1982 წელს უმსხვილეს სავაჭრო ცენტრებში გასაყიდად სახელურიანი პაკეტები გამოჩნდა.
2002 წელს პოლიეთილენის პაკეტების ყოველწლიურმა წარმოებამ მთელ მსოფლიოში თითქმის 5 ტრილიონი ცალი შეადგინა.

იაფმა და მოსახერხებელმა პაკეტებმა სარგებლობაზე მეტი ზიანი მოიტანა - წარმოების სიმარტივისა და პროდუქციის დაბალი ფასის გამო ადამიანები პოლიეთილენის პაკეტებს გამოყენებისთანავე ნაგავში ყრიან. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედამიწის მოსახლეობა წელიწადში 4 ტრილიონზე მეტ პაკეტს იყენებს, ხოლო მსოფლიო ოკეანეებში ყოველწლიურად 6 მლნ 300 000 ტონა ნაგავი იყრება, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნაგვის მნიშვნელოვან ნაწილს პოლიეთილენის პაკეტი შეადგენს.

იმის გამო, რომ პოლიეთილენის პაკეტები მსოფლიოს თავის ტკივილად იქცა, მათი მოხმარების შესამცირებლად, გარკვეული რეგულაციები შემუშავდა.
მთელ რიგ ქვეყნებში, პოლიეთილენის შესაფუთ მასალად გამოყენება შეიზღუდა ან მთლიანად აიკრძალა. შედარებისთვის გეტყვით, რომ 2014 წლის მონაცემებით, საქართველოს ერთი მოქალაქე, საშუალოდ, წელიწადში 525 ერთჯერად პოლიეთილენის პაკეტს მოიხმარს, როცა ირლანდიაში ეს მაჩვენებელი 14-ს შეადგენს, დანიასა და ფინეთში კი 5-ს არ აღემატება.

ტანზანიაში პოლიეთილენის პაკეტების წარმოების, იმპორტის ან გაყიდვისთვის 2000-დოლარიანი ჯარიმა ან ერთწლიანი პატიმრობაა დაწესებული.
პოლიეთილენის პაკეტების შემოტანა აკრძალულია ზანზიბარშიც.

გერმანიაში პაკეტების უტილიზაციის თანხებს მომხმარებელი იხდის, ხოლო შეგროვებასა და მეორად გადამუშავებაზე პასუხისმგებელი მწარმოებელია. ფინეთის სუპერმარკეტებში დამონტაჟებულია გამოყენებული პაკეტების შემკრები ავტომატები, რაც ახალი პაკეტების ნედლეულია.

ირლანდიაში, პოლიეთილენის პაკეტებზე ფასის გაზრდის შემდეგ, პაკეტების გამოყენება 95%-ით შემცირდა. ფინეთში ქსოვილისგან დამზადებულ „მრავალჯერად“ ჩანთებს ანიჭებენ უპირატესობას და პოლიეთილენის პაკეტებით იშვიათად სარგებლობენ.

ინგლისში მაღაზიათა ქსელი marks and spenser პოლიეთილენის პაკეტების გაყიდვით მიღებულ შემოსავალს ქალაქში ახალი ბაღებისა და სკვერების გაშენებისთვის რიცხავს.  
2004 წელს ინგლისში პურის შეფუთვაში ახალი, ბიოდეგრადირებადი მასალა გამოჩნდა, რომელიც ნახშირორჟანგისა და წყლის ზემოქმედების შედეგად, 4 წლის განმავლობაში სრულიად იშლება.

სან-ფრანცისკოს მსხვილმა სუპერმარკეტებმა და სააფთიაქო ქსელმა პოლიეთილენის პაკეტებზე მთლიანად უარი თქვა.
ლატვიაში სუპერმარკეტებისთვის, რომლებიც პოლიეთილენის პაკეტებს იყენებენ, დამატებითი გადასახადებია დაწესებული.
ჩინეთში აკრძალულია 0, 025 მმ სისქეზე ნაკლები პოლიეთილენის პაკეტების წარმოება, გაყიდვა და გამოყენება. ცნობისთვის, ყველაზე თხელი პაკეტების მწარმოებლებად გვევლინებიან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, ჩინეთი და რუსეთი: ამ ქვეყნებში მხოლოდ 4,5-5 მიკრომეტრის სისქის პაკეტებს აწარმოებენ.

ახლახან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გვაუწყა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში პლასტიკის პაკეტების მოხმარების შემცირებისთვის სამართლებრივი რეგულაციების შემოღებას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?