ადამიანები, რომლებმაც, პრინციპების გამო, მილიონები დათმეს

იცით თუ არა...

19 აგვისტო 15:00, 2017 წელი

თუ ფიქრობთ, რომ ლატარიას ბილეთს ყველა მოგების იმედით ყიდულობს, ცდებით. მაგალითად, 70 წლის გერმანელმა პენსიონერმა, რომელმაც 2 მილიონი ევრო მოიგო ($2,777 მლნ), ფულის მიღებაზე უარი განაცხადა და ამისთვის საინტერესო მიზეზიც დაასახელა...

პენსიონერის თქმით, ლატარიის ბილეთი განსვენებული ცოლის პატივისცემის ნიშნად შეიძინა, რომელიც ძალიან აზარტული იყო. როცა სოლიდური მოგების შესახებ შეიტყო, პენსიონერი ლატარიის კომპანიის მთავარ ოფისში მივიდა და თანხის მიღებაზე უარი განაცხადა. „ჩემი მშობლები და ცოლი დიდი ხნის წინათ გარდაიცვალნენ, შვილები და ნათესავები კი არასოდეს მყოლია. მე უბრალოდ არ ვიცი, ეს ფული რაში დავხარჯო, ამიტომ მის აღებას არ ვაპირებ“, - უთხრა ლატარიის კომპანიის გაოგნებულ თანამშრომლებს პენსიონერმა. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია პენსიონერის 2 მილიონს დღემდე იმის იმედით ინახავს, რომ ის ოდესმე გადაიფიქრებს.


 


მსოფლიოში მილიონობით სამსახურის მაძიებელია. მათ შორის, ბევრი თანახმაა, დაბალანაზღაურებად სამსახურში იმუშაოს, თუმცა გრეგ კოფი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო ფონდი GLG მზად იყო, კოფისთვის აქციებისა და ფულადი ანაზღაურების სახით 250 მილიონი დოლარი გადაეხადა, მაგრამ ავსტრალიელმა შეთავაზებას უარით უპასუხა. ამ ხმაურიანმა უარმა კოფის მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი. წარმატებული კარიერის წყალობით, გრეგი 40 მილიონის ქონების მფლობელია, რაშიც შედის ლონდონის სახლი, სიდნეის სანაპიროზე მდებარე ორი აგარაკი, სახლი შვეიცარიაში და მიწის მამული ლონდონთან ახლოს. ასე რომ, 250 მილიონის დაკარგვის მიუხედავად, ავსტრალიელი ულუკმაპუროდ ნამდვილად არ დარჩენილა.


 


მეცნიერ-გამომგონებელმა ჯეფრი ვან მიდლბრუკმა შექმნა ტექნოლოგია, რომელიც აირის ნამწვავს CO2-გან გაწმენდდა. 
მეცნიერის გამოგონებით ჩინეთის მთავრობა დაინტერესდა. ჩინეთი ელექტროენერგიას ქვანახშირისგან აწარმოებს, რომლის წვის შედეგად ატმოსფეროში უამრავი მავნე ნივთიერება ხვდება და სმოგი წარმოიქმნება (შავი, სქელი ჭვარტლის ნისლი). ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაავადებებისგან იქ ყოველწლიურად, ნახევარ მილიონამდე ადამიანი კვდება.
ჩინეთის მთავრობამ ჯეფრი ვან მიდლბრუკს კვლევითი სამუშაოების დაფინანსებისთვის 60 მლნ დოლარი შესთავაზა. მეცნიერმა, რომელსაც პრესაში წაკითხული ჰქონდა ჩინეთში ათობით ათასი „სინდისის პატიმრისთვის“ შინაგანი ორგანოების ამოცლის, პატიმრების სასტიკი წამებისა და უბრალო ადამიანების რეპრესიების შესახებ, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ჩინეთის მთავრობის შეთავაზებას არ მიიღებდა.
„ჩინეთის მთავრობამ უზარმაზარი ფული შემოგვთავაზა, მაგრამ მე წავიკითხე იმ საშინელებების შესახებ, რომელიც ჩინეთში ხდება, ამიტომ არ შემიძლია მათი ფული მივიღო. ჩემი ტექნოლოგიის მნიშვნელობისა და თანხის ოდენობის მიუხედავად, ჩინურ ფულს არასოდეს მივიღებ“. - განაცხადა მეცნიერმა.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?