როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ხანძრის ზონაში მოყევით

იცით თუ არა...

23 აგვისტო 18:54, 2017 წელი

ვის არ უყვარს წელიწადის ცხელ დროს ბუნების სიგრილეში დასვენება, ნაკვერჩალზე მწვადის შეწვა და დროის სასიამოვნოდ გატარება, თუმცა უსაფრთხოების წესებს ყველა როდი იცავს, რაც ხშირად ხანძრის გამომწვევი მიზეზი ხდება. არსებობს ხანძრის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზებიც, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მისი დროული აღმოჩენა და სწრაფი რეაგირებაა. გთავაზობთ პროფესიონალი მეხანძრის რამდენიმე რჩევას:

ტყის მცირე ხანძართან გამკლავება 3-5 ადამიანს ნახევარ საათში შეუძლია, თანაც სპეციალური საშუალებების გარეშე - ხის ტოტების, ბრეზენტის ან ტანსაცმლის დახმარებით.
ცეცხლს უკან, მისი წარმოშობის კერისკენ უნდა დავახევინოთ. პატარ-პატარა კერები კი ფეხით ჩავაქროთ.
ხანძრის ჩაქრობის ეფექტური და გავრცელებული მეთოდი ცეცხლზე მიწის მიყრაა. თავდაპირველად, ცეცხლის ალზე ნიჩაბს ურტყამენ და მიწას აყრიან. შემდეგ კი ცეცხლის კერის გარშემო რამდენიმე სანტიმეტრის სისქისა და დაახლოებით, ნახევარი მეტრის სიგანის მიწის უწყვეტ, დამცავ ზოლს ავლებენ. ამ მეთოდით, ერთ ადამიანს შეუძლია, ნახევარ საათში 20-მეტრიანი მიწის დამცავი ზოლი გააკეთოს.
თუ ტყეში მცირე ხანძრის კერას წააწყდით, დაუყოვნებლივ მიიღეთ ზომები მის შესაჩერებლად და ამავდროულად, უახლოეს დასახლებულ პუნქტში დახმარებისთვის ვინმე გაგზავნეთ. თუ ხედავთ, რომ ტყის ხანძართან დამოუკიდებლად გამკლავებას ვერ შეძლებთ, რაც შეიძლება სწრაფად და სწორად გაეცალეთ ტერიტორიას.
გახსოვდეთ, რომ ადამიანს წუთში 80 მეტრის გავლა შეუძლია, ხანძარი კი წუთში 1-დან 3 მეტრამდე ტერიტორიას იკავებს. ცეცხლმოკიდებული ტერიტორიიდან გამოსვლისას, უნდა იმოძრაოთ ქარის საპირისპირო მხარეს, ხანძრის კერის პერპენდიკულარულად. სასურველია, მდინარეს ან ნაკადულს გაჰყვეთ. ძლიერი დაკვამლიანების დროს, ცხვირი და პირი სველი ნაჭრით, პირსახოცით ან ტანსაცმლის ნაწილით აიხვიეთ.
როცა ხანძარი სტიქიად იქცევა და ადამიანების სიცოცხლეს ემუქრება, მოსახლეობის დაცვის მიზნით ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები. სტიქიის ზონაში, ცეცხლის ჩაქრობის სამუშაოებში ერთვება მძიმე ტექნიკა და საჯარისო შენაერთები. აუცილებლობის შემთხვევაში, ხდება ადამიანების ევაკუაცია. სახლების დატოვების წინ, თუ ამის დრო არის, ადამიანები პირად ნივთებსა და ტანსაცმელს ქვისგან აშენებულ ნაგებობებში ინახავენ ან მიწაში მარხავენ. თუ ევაკუაცია იგვიანებს, ადამიანებმა თავი ჰერმეტულად ნაგებ ქვის შენობებს, ღია, გაშლილ სივრცეებს ან სტადიონებს უნდა შეაფარონ.
გახსოვდეთ, გაცილებით ადვილია ხანძრის თავიდან აცილება, ვიდრე მასთან ბრძოლა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?