თავდაპირველად, ყველა მედიკოსის ხალათი ქათქათა თეთრი იყო, სანამ 1914 წელს ერთ-ერთმა გავლენიანმა ექიმმა თეთრი ფერის ხალათს მწვანე არ ამჯობინა. პრაქტიკამ დაადასტურა, რომ მწვანე და ცისფერი ოპერაციისთვის ყველაზე შესაფერისი ფერია. საქმე ის გახლავთ, რომ ქათქათა თეთრმა შეიძლება ქირურგი წამიერად დააბრმავოს თუ სისხლისა ან შინაგანი ორგანოებიდან მზერას კოლეგის ხალათზე გადაიტანს.
რატომ მაინცდამაინც მწვანე და ცისფერი და არა იასამნისფერი ან ყვითელი? საქმე ის გახლავთ, რომ ფერთა პალიტრაში სწორედ ეს ორი ფერია წითლის საპირისპირო. ოპერაციის დროს კი ქირურგები გამუდმებით წითელს ხედავენ