მობილური ტელეფონის უარყოფითი გავლენა ჯანმრთელობაზე - მითი თუ რეალობა?

იცით თუ არა...

12 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

ვიცით, რომ მობილური ტელეფონის ყველაზე სრულყოფილი მოდელიც კი მუდმივი ელექტრომაგნიტური გამოსხივების წყაროა და მობილურს სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ: თითქოს ტვინის სიმსივნეს, იმუნიტეტის დაქვეითებასა და ქრომოსომული ტიპის დაავადებებს იწვევს. ამიტომ ექიმები უამრავ ექსპერიმენტს ატარებენ... 

თავშივე გეტყვით, რომ მობილური ტელეფონი კიბოს არ გაგიჩენთ, მაგრამ  გარკვეული საფრთხეების რისკს მართლაც ატარებს.

1. მობილური ტელეფონი და კიბო


თითქმის 30-წლიანი ინფორმაციის შესწავლისა და დამუშავების შემდეგ, სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევარებმა საბოლოოდ გაფანტეს ეჭვები, რომ მობილური ტელეფონი ისეთ საშინელ დაავადებას, როგორიც ტვინის კიბოა, რაიმე სახით უკავშირდება.
პირველი მობილური ტელეფონები 1987 წელს, ავსტრალიაში გამოჩნდა. ამ დროს კომუნიკაციის ახალი საშუალებით მხოლოდ ერთეულები სარგებლობდნენ, დღეს კი მობილურები ავსტრალიელების 90%-ზე მეტს აქვს. ამის მიუხედავად, ტვინის კიბოს დაავადებების მკვეთრი ზრდა არ შეინიშნება.

2. მობილური ტელეფონები და მიკრობები


მობილური ტელეფონების ზედაპირზე უამრავი სხვადასხვა მიკრობი ბუდობს. მეცნიერების გათვლით, მობილურებზე 5-ჯერ მეტი მიკრობია, ვიდრე საზოგადოებრივ ტუალეტში და უნიტაზის თავსახურზე. მიზეზი მარტივია: მობილური გამუდმებით თან გვახლავს და დაუბანელი ხელებით უამრავჯერ ვეხებით. მიკრობები თავს კომფორტულად გრძნობენ, რადგან ჩართული ტელეფონი ყოველთვის თბილია. ამასთანავე, მისი გამოყენების თავისებურებებიდან გამომდინარე, ტელეფონის ზედაპირზე ყოველთვის მოიპოვება კანის ცხიმის, ოფლის, ნერწყვის, კანის უჯრედებისა და საკვების ნარჩენები, რაც იდეალური გარემოა ბაქტერიების გასამრავლებლად. ჩვენი რჩევაა, ანტიბაქტერიული ხელსახოცით მობილური ტელეფონი ხშირად გაწმინდოთ, ხშირად დაიბანოთ ხელები, არ დადოთ ტელეფონი მაგიდაზე, რომელზეც საჭმელს მიირთმევთ და კბილის ჯაგრისისა თუ სავარცხლის მსგავსად, არ ათხოვოთ სხვა ადამიანებს.

3. მობილური ტელეფონები და ავტოსაგზაო შემთხვევები


მობილურ ტელეფონზე საუბრისას, ოთხჯერ იზრდება ავტოსაგზაო შემთხვევების რისკი. სმს აკრეფის დროს კი მძღოლის ყურადღება 6-ჯერ მცირდება.
ამიტომ, ეცადეთ, ავტომობილის მართვისას, დაიცვათ საგზაო უსაფრთხოების წესები და თავი შეიკავოთ მობილური ტელეფონის გამოყენებისგან. ბოროტად ნუ ისარგებლებთ უსადენო მოწყობილობებით. ისინი ხელებს ათავისუფლებენ, თუმცა ყურადღებას იმაზე ნაკლებ არ ფანტავენ, ვიდრე სმს-ის აკრეფა.

4. მობილური ტელეფონი და მხედველობა


მობილური ტელეფონის ეკრანი, ნოუთბუკის ან პლანშეტის მსგავსად, სხვადასხვა ხარისხით იწვევს მხედველობის დაძაბვას. რაღაც პერიოდის შემდეგ, თავადაც ვერ შენიშნავთ, ისე გაგიჭირდებათ მოშორებით მდებარე საგნების გარჩევა. ეცადეთ, მობილური ტელეფონი გართობისა და „დროის მოკვლის“ მიზნით, არ გამოიყენოთ. რა თქმა უნდა, მობილურ ინტერნეტზე მთლიანად უარის თქმა გაგიჭირდებათ, მაგრამ ეცადეთ, მინიმუმამდე შეამციროთ. ვებგვერდების ჩვეულებრივ ვერსიებს მობილური ვერსიები არჩიეთ, რადგან ისინი მობილური ტელეფონების ეკრანებზეა გათვლილი. შესაბამისად, მსხვილი შრიფტი აქვს და არც რეკლამით, ანიმაციით ან სხვა უსარგებლო წვრილმანითაა დატვირთული.
პერიოდულად, ამოწმეთ ეკრანის პარამეტრები. მეტისმეტად მკვეთრი განათება, გარდა იმისა, რომ ელემენტის სწრაფად განმუხტვას იწვევს, მხედველობაზეც მოქმედებს. ამიტომ სასურველია, სმარტფონების ეკრანი დამცავი, სასურველია, ხარისხიანი, „ანტიბლიკის“ ეფექტის მქონე  ფირით დაფაროთ.
იმედია, ჩვენი რჩევები დაგეხმარებათ, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?