ფოტოები მილიარდერის ოაზისიდან, რომელსაც „ირმამ“ გადაუარა

იცით თუ არა...

19 სექტემბერი 15:00, 2017 წელი

ქარიშხალმა „ირმამ“, რომელმაც ამერიკას უამრავი პრობლემა მოუტანა, არც კორპორაცია Virgin Group-ის მფლობელის, მილიარდერ რიჩარდ ბრენსონის თვალწარმტაც კუნძულს აუარა გვერდი. ბრენსონმა სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ ზღაპრული ადგილი ნანგრევებად არის ქცეული.

30 ჰექტარზე გადაჭიმული კუნძული წლების მანძილზე უკაცრიელი და არაფრით გამორჩეული ადგილი გახლდათ. 1965 წელს The Daily Telegraph ჟურნალისტმა და ფოტოკორესპონდენტმა იმის დასამტკიცებლად, რომ უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება შესაძლებელია, ნეკერზე სამი კვირის გატარება გადაწყვიტეს. რეალობა იმაზე მკაცრი აღმოჩნდა, ვიდრე მედიის წარმომადგენლები ვარაუდობდნენ, ამიტომ ნეკერზე ორკვირიანი ცხოვრების შემდეგ, წითელი ალამი აღმართეს და კუნძულიდან ევაკუაცია ითხოვეს.


ფოტოკორესპონდენტის მონაყოლის თანახმად, ნეკერი გიგანტური კოღოებით სავსე ადგილი იყო, რომელიც ფრონტის წინა ხაზს მოგაგონებდათ:
„უზარმაზარი კოღოები, ფაქტობრივად, ბოლოს გვიღებდნენ. ისინი ისეთი აგრესიულები იყვნენ, რომ თავი ვიეტნამში ან კონგოში მეგონა“, - იხსენებდა ფოტოკორესპონდენტი.

1978 წელს ნეკერი აუქციონზე გასაყიდად გაიტანეს. ბრენსონს კუნძული მაშინვე მოეწონა, მაგრამ სხვადასხვა პრობლემის გამო, სწრაფად შეძენა ვერ შეძლო. საბოლოოდ, დიდმა ბრიტანეთმა მილიარდერს კუნძულის შეძენის უფლება მისცა, თუმცა მკაცრი პირობები დაუწესა: ოთხი წლის განმავლობაში ბრენსონს კუნძული უდაბნოდან ზღაპრულ კურორტად უნდა ექცია, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მისი უკან დაბრუნების უფლებას იტოვებდა.

მილიარდერმა უკაცრიელ კუნძულზე ოაზისის გაშენება, ოთხის ნაცვლად, სამ წელიწადში შეძლო. მან მიწიერი სამოთხე მოაწყო ადგილზე, სადაც ქვიშის მეტი არაფერი იყო.
კუნძულზე, რომელსაც 100-კაციანი მომსახურე პერსონალი დაუქირავა, მილიარდერმა, დაახლოებით, 40 ადამიანზე გათვლილი რამდენიმე კოტეჯი ააშენა.
თვალწარმტაც კუნძულზე დასვენების მსურველს კოტეჯის ქირაობა დღეში $2167-ად შეეძლო. მთელი კუნძულის ერთი დღით ქირაობა კი $65 000 ღირდა. ქირის საფასურში შედიოდა კეთილმოწყობილი ბინა, პირადი მზარეული და კუნძულის პერსონალის მომსახურება.

ქარიშხალმა „ირმამ“ ნეკერს 2017 წლის 6 სექტემბერს გადაუარა. ამ დროს რიჩარდ ბრენსონი კუნძულზე იმყოფებოდა. თავი რომ გადაერჩინათ, ის და მისი თანამშრომლები ღვინის სარდაფში გამაგრდნენ. ეს ერთადერთი გონივრული გადაწყვეტილება აღმოჩნდა, რადგან მიწის ზემოთ მყოფი ყველა შენობა დაინგრა.

ბრენსონის ქონება, ძვირად ღირებული იახტებისა და აუზების ჩათვლით, მთლიანად განადგურდა.
„მსგავსი რამ არასოდეს მინახავს. ნეკერი მთლიანად განადგურებულია. კუნძულზე ერთი შენობაც კი არ გადარჩა. ტერიტორია უზარმაზარ ნაგვის გროვად იქცა“, - ამბობს უიღბლო მილიარდერი.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?