საკნატუნო ამბები

გერმანიაში სამმა პენსიონერმა 16 ბანკი გაძარცვა

fun time

20:00 ორშ. 9 აგვისტო, 2021 წელი

ბანკის ძარცვა

14
დაკოპირებულია

სამაუწყებლო კომპანია Deutsche Welle-ს ინფორმაციით, გერმანიაში ყოველწლიურად მატულობს ხანდაზმულ კრიმინალთა რაოდენობა. სტატისტიკური მონაცემებით, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, პენსიონერთა მიერ ჩადენილი დანაშაული 28%-ით გაიზარდა. შესაბამისად, გაიზარდა ხანდაზმულ პატიმართა რაოდენობაც.

2004 წელს ბერლინში ბანკების მძარცველი დანაშაულებრივი ბანდის წევრები დააპატიმრეს. ამაში უჩვეულო არაფერი იქნებოდა, რომ არა ბანდიტების ასაკი...

საქმე ის გახლავთ, რომ სამკაციანი ბანდის სამივე წევრი 64-დან 73 წლამდე ასაკის პენსიონერი გახლდათ. ამასთანავე, ბაბუები ისე ოსტატურად მოქმედებდნენ, რომ შეიარაღებული ძარცვის დროს, ფულის საცავების გარდა, არავინ და არაფერი ზარალდებოდა.

ვილფრიდ აკერმანმა, რომელსაც ცხოვრების 40 წელზე მეტი საპყრობილეში აქვს გატარებული, სასამართლოზე აღიარა, რომ მოხუცებულთა თავშესაფარში მოხვედრის შიშით, ციხიდან გამოსვლისთანავე, ბანკების ძარცვა დაიწყო. „თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ადვილია ბანკების ძარცვა, როცა ეს უკვე რამდენჯერმე გაქვთ გაკეთებული“, - აღნიშნა მან. ბანკიდან ნაძარცვი ფულით კი აკერმანმა ფერმა შეიძინა.

„ბაბუების ბანდის“ მეორე წევრის, 74 წლის რუდოლფ რიხტერის თქმით, ბანკების ძარცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც 1979 წელს უსამართლოდ დააპატიმრეს ძარცვისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

უილფრედ და ლოთარ აკერმანებმა და რუდოლფ რიხტერმა 16 წლის განმავლობაში, ბანკებზე 14 შეიარაღებული თავდასხმა განახორციელეს და მილიონობით თანხა გაიტაცეს!!!


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ბავარიის ალპებში ჩაკარგული მოხატული...

სოფელი ობერამერგაუ

ჩინეთში ერთი ოჯახის წევრებმა ერთმან...

ჩინეთში ერთი ოჯახის
წევრებმა ერთმანეთზე 23-ჯერ
იქორწინეს

„თეთრი პრივილეგია“ - ვინ არის ის 7...

თეთრი პრივილეგია

ამერიკელმა მეცნიერებმა შექმნეს აბი,...

აბი, რომელსაც
სპორტდარბაზის ჩანაცვლება
შეუძლია

10 ერთნაირი ბინა 10 სხვადასხვა პატრ...

10 ერთნაირი ბინა 10
სხვადასხვა პატრონის
ხელში

„გოგონა და სვავი“ - კადრი, რომელმაც...

კევინ კარტერი, „გოგონა და
სვავი“

სმარტფონების ერა 2050 წელს დამთავრდ...

სმარტფონები 2050 წლისთვის

ექსტრემალური გართობა ინდოეთში - გად...

ექსტრემალური გართობა
ინდოეთში

ხელჩაკიდებული მამაკაცები - უცნაური...

ინდოეთის ტრადიციები