ქალაქ შენიანში მცხოვრებმა ღარიბმა მეეზოვემ, სახელად ჩჟაომ, თავისი 30-წლიანი მუშაობის შედეგად დაგროვილი შემოსავლის უდიდესი ნაწილი უდედმამო ბავშვების განათლების დაფინანსებაში დახარჯა.
ჩჟაოს ყოველთვიური ხელფასი 2400 იუანია, რაც დაახლოებით 350 დოლარს შეადგენს. ეს თანხა ჩინეთში საარსებოდაც არ კმარა, მაგრამ ჩჟაო ფულის დაზოგვას ახერხებს, რათა ღარიბ ბავშვებს დაეხმაროს. უფრო მეტიც, ამისთვის მან სახლიც გაყიდა და ამჟამად ნაქირავებ, ერთოთახიან ბინაში ცხოვრობს.
30 წლის განმავლობაში კეთილმა მეეზოვემ 37 უდედმამო ბავშვისთვის განათლებას 170 000 იუანი შესწირა, რაც დაახლოებით 25 000 დოლარს შეადგენს.