სად და როგორ სჯიან ფეხბურთელებს თამაშის წაგებისთვის?

იცით თუ არა...

14 იანვარი 15:00, 2018 წელი

თუ ეროვნული ნაკრების მარცხის შემდეგ ზოგ ქვეყანაში ფეხბურთელების ოჯახის „მოკითხვას“ სჯერდებიან, სხვაგან შეიძლება, გაცილებით მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ჩრდილოეთი კორეა



მაგალითად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრებთან გამანადგურებელი ანგარიშით 7:0 წაგების შემდეგ, კიმ ჩენ ირის ბრძანებით, ჩრდილოეთ კორეის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კიმ ჯონ ჰუნი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.
მწვრთნელმა აღიარა, რომ წაგება მისი პირადი შეცდომის გამო მოხდა, რითიც დასახვრეტად გამზადებული ფეხბურთელების სიცოცხლე იხსნა. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში წაგების შემდეგ, ნაკრების ყველა მოთამაშე (ერთი თავდამსხმელის გარდა) საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს.

ჩინეთის ნაკრები



2013 წელს ჩინეთის საფეხბურთო ნაკრებმა ტაილანდის ნაკრებთან 1:5 წააგო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ეს სამწუხარო ფაქტი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის სი ცზინპინის 60 წლის იუბილეს დაემთხვა. მალე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, მისი მოადგილე და საფეხბურთო ნაკრების კაპიტანი 10 წლით ციხეში გაამწესეს, ხოლო ნაკრების ოთხ წევრს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თამაშის არბიტრს ლიუ იუნს, რომელიც 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მსაჯობდა და აზიის საუკეთესო მსაჯად იყო აღიარებული, სასიკვდილო განაჩენი ელოდა, მაგრამ ბოლო მომენტში შეიწყალეს.

ნიგერიის ნაკრები



ნიგერიის პრეზიდენტმა გუდლაკ ჯონათანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წაგების შემდეგ ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებში სერიოზული რეორგანიზაცია დაიწყო და ეროვნულ გუნდს ორი წლით ჩემპიონატებში მონაწილეობა აუკრძალა

სალვადორი და ჰონდურასი



ჰონდურასის ნაკრების წაგებას მარადიულ და პრინციპულ მეტოქესთან - სალვადორის ნაკრებთან ნამდვილი ომი მოჰყვა. 1969 წლის 24 ივნისს სალვადორმა შეიარაღებული ძალების მობილიზაცია დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ომი მხოლოდ 6 დღეს გაგრძელდა, კონფლიქტს 6 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.

საბჭოთა კავშირის ნაკრები



1952 წლის ოლიმპიადაზე სსრკ-სა და იუგოსლავიის ნაკრები გუნდების შეხვედრას სტალინისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა - საბჭოთა ბელადს მოკავშირე ქვეყნის დაუმორჩილებელი ლიდერისთვის - ბროზ ტიტოსთვის ჭკუის სწავლება უნდოდა, თუმცა საბჭოთა ნაკრებმა თამაში 3:1 წააგო.
სახლში დაბრუნებულ ფეხბურთელებს კრემლიდან ორი ბრძანება ელოდათ: ერთი - საფეხბურთო გუნდ ЦДСА-ს დაშლის შესახებ (რომელიც ნაკრების მთავარ ხერხემალს წარმოადგენდა) და გუნდის მწვრთნელისა და რამდენიმე მოთამაშისთვის სპორტის დამსახურებული ოსტატების წოდების ჩამორთმევა.

წყარო
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?