რატომ არის Chanel „N5“?
კოკო შანელს სურდა, რომ მის პარფიუმერს ერნესტ ბოს სრულიად განსხვავებული არომატი შეექმნა. მუშაობის დასრულების შემდეგ პარფიუმერმა შანელს 10 სხვადასხვა ბოთლი წარუდგინა, რომლებსაც სამუშაო ვერსიად ნომრები ეწერა. ქალბატონმა კოკომ მეხუთე ნომერი აირჩია. Chanel „N5“-ის გამოშვების თარიღია 5.5 1921 წ.
Porsche 911 - როგორ გაჩნდა ეს ციფრები ბრენდის დასახელებაში?
1964 წელს კომპანია პორშე გეგმავდა ერთი ავტომობილის სამი სხვადასხვა თაობა სამი სხვადასხვა ციფრით აღენიშნა. თავიდან აპირებდნენ ავტომობილისთვის Porsche 901 დაერქვათ, მაგრამ კონკურენტმა „პეჟომ“ განაცხადა, რომ სამციფრიანი ინდექსი, შუაში ნულით, მისი სავაჭრო ნიშანი იყო და „პორშეს“ „901“-ის გამოყენება აუკრძანა. „პორშეს“ ხელმძღვანელობას ბევრი არ უფიქრია და „0“ „1“-ით შეცვალა.
რატომ უწოდეს პოპულარულ სასმელს 7UP?
ბრენდის სახელწოდებაში ციფრი „7“ სასმელში შემავალი შვიდი ძირითადი ინგრედიენტის აღმნიშვნელია. სასმელი ბაზარზე 1929 წელს გამოჩნდა, როცა გამომგონებელმა ჩარლზ ლეიპერ გრიგმა აშშ-ში ყველაზე გემრიელი ლიმონათის გამოსავლენ კონკურსში გაიმარჯვა. მაშინ სასმელს საკმაოდ გრძელი დასახელება ჰქონდა:„Bib-label Lithiated Lemon Lime Soda, რაც წარმოსათქმელად რთული იყო, ამიტომ, უბრალოდ, 7UP-ით ჩაანაცვლეს.
Boeing 747 - რას აღნიშნავს 747?
როგორც ირკვევა, მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უილიამ ედვარდ ბოინგმა თავისი წარმოება რამდენიმე ნაწილად გაყო: მე-300 და მე-400 განყოფილება საჰაერო ხომალდებისთვის, მე-500 ტურბინული ძრავებისთვის, მე-600 რაკეტებისა და მე-700 გადაზიდვებისთვის.
რას ნიშნავს Baskin Robbins-ის ნაყინის ლოგოტიპზე გამოსახული ციფრი „31“?
საქმე ის გახლავთ, რომ ბრენდის შემქმნელმა გადაწყვიტა, ერთდროულად ორი სარეკლამო აგენტის მომსახურებით ესარგებლა. მიზანი ისეთი ემბლემის შექმნა იყო, რომელიც კომპანიის მთელ არსს ასახავდა. მუშაობის პროცესში გაჩნდა იდეა, რომ კომპანიას ყოველი თვის ყოველ დღეს გამოეშვა ნაყინი ახალი და განსხვავებული გემოთი. აქედან მომდინარეობს ციფრი „31“.მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დღეს Baskin Robbins 750-ზე მეტი სახეობის ნაყინს აწარმოებს, ლეგენდარული ციფრი „31“ ბრენდის განუყოფელ ნაწილად იქცა.