ძუნწი მილიარდერი, რომელსაც შვილის მკურნალობაში ფული დაენანა

იცით თუ არა...

17 იანვარი 15:00, 2018 წელი

ნავთობის მაგნატი ჟან პოლ გეტი მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ადამიანად ჯერ კიდევ 1957 წელს აღიარეს და ეს ტიტული სიკვდილამდე შეინარჩუნა. თუმცა, მილიარდების გარდა, გეტი თავისი მანიაკალური სიძუნწითაც იყო ცნობილი. ნავთობის მაგნატის სიძუნწეზე ფილმიც გადაიღეს - „მთელი მსოფლიოს ფული“, რომელიც ეკრანებზე 2017 წელს გამოვიდა. 

1966 წელს ნავთობის მაგნატის ქონება 1,2 მლრდ დოლარად შეფასდა, რაც, დღევანდელი მონაცემებით, 9 მილიარდი დოლარის ეკვივალენტია. გეტიმ ეს ფული ნავთობის კომპანია Getty Oil-ის საშუალებით იშოვა, მაგრამ მისი სიძუნწე ყველაზე ახლობელ ადამიანებსაც კი აზარალებდა.
სწორედ მამის სიძუნწე გახდა გეტის მძიმედ დაავადებული შვილის ტიმოტის ტრაგიკული აღსასრულის მიზეზი. მილიარდერს ბიჭუნა მეხუთე და უკანასკნელი ცოლისგან, ტედი ჰადსონისგან შეეძინა.

8 წლის ასაკში ექიმებმა ბიჭუნას თავის ტვინში სიმსივნე აღმოუჩინეს, რაც მხედველობის დაკარგვის მიზეზი გახდა. ტიმოტი 4 წელი იბრძოდა სიცოცხლისთვის და 12 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ დროის მანძილზე, ნავთობის მაგნატი გამუდმებით შვილის მკურნალობის ხარჯებზე წუწუნებდა, საავადმყოფოში მყოფი შვილი არცერთხელ არ მოუნახულებია და მის გასვენებაშიც კი არ მისულა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ტიმოტი მამას აღმერთებდა...
 
თავის მემუარებში პოლ გეტის მეუღლე ტედი წერდა:
„ტიმოტის მამა უსაზღვროდ უყვარდა და ენატრებოდა. როცა ესმოდა, რომ მამამისი მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანი იყო, ამბობდა: „ეს ისაა, რასაც მსოფლიო ხედავს. მე კი მასში მხოლოდ საყვარელ ადამიანს ვხედავ“. ერთხელ, როცა მის გვერდით ვიჯექი, ტიმოტი ჩაფიქრდა და მკითხა: „როდის დაბრუნდება მამა? გული მწყდება, რომ სხვა, ბავშვების მსგავსად, მამას ვერ ვხედავ. როგორ ფიქრობ, ნამდვილად ვუყვარვარ? ძალიან მინდა მასთან საუბარი“. ტიმოტის არასოდეს არაფრის ყიდვა არ უთხოვია. ერთადერთი, რაც ყველაზე მეტად სურდა, მამასთან კონტაქტი იყო. იმდენად უყვარდა, რომ ვერ ბრაზდებოდა, როცა ის არ ნახულობდა“, - წერდა ტედი.

ოთხი წლის მანძილზე, ტედი ქმარს წერილს წერილზე უგზავნიდა და ემუდარებოდა, მომაკვდავი შვილი მოენახულებინა, მაგრამ უშედეგოდ.
1954 წელს ქალმა გულქვა მილიარდერს უკანასკნელი წერილი მიწერა: „ძალიან ძნელია იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ბედი, უბრალოდ, არ გაღელვებს“.

ამ დროს პოლ გეტი ინგლისში იყო და საუდის არაბეთსა და ქუვეითთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. შვილს გამუდმებით ატყუებდა, რომ ინახულებდა, ხოლო ცოლთან ტელეფონზე საუბრისას მკურნალობის ხარჯების გამო წუწუნებდა: „კარგი იქნება, თუ ექიმებთან სიარულისგან თავს შეიკავებთ. მეეჭვება, ამჟამად ექიმებმა ტიმოტის დახმარება შეძლონ“.

შვილის სიკვდილით განადგურებულმა ქალმა გულქვა მილიარდერს ავადმყოფი შვილის მიტოვება არ აპატია და ბიჭუნას სიკვდილის შემდეგ, 1958 წელს სასამართლოში განქორწინებაზე  განცხადება შეიტანა.
„მე მკლავდა იმის გაცნობიერება, რომ პოლმა მომაკვდავი შვილის ნახვა არ ისურვა და მივხვდი, რომ მასთან ცხოვრება აღარ შემეძლო. ტიმოტის სიკვდილის შემდეგ პოლმა მითხრა, არ მიმატოვო და მსოფლიოში უმდიდრეს ქალად გაქცევო, მაგრამ ეს ვერ შევძელი. ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო მასთან ურთიერთობა“.

მოგვიანებით, ტედი ცოლად თავის მეგობარ უილიამ ჰასტონს გაჰყვა და ქალიშვილი ლუიზა შეეძინა, რომელიც ამჟამად ლოს-ანჯელესში რეჟისორად მუშაობს. ტედი 2017 წლის 8 აპრილს, 103 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?