სილამაზე/ჯანმრთელობა

რა იწვევს ძილის დროს ორგანიზმის შეხტომას?

fun time

11:00 ოთხ. 27 იანვარი, 2021 წელი

რა იწვევს ძილში
ორგანიზმის კრთომას?

14
დაკოპირებულია

ალბათ, ბევრ ჩვენგანს გამოუცდია ძილში კრთომა, რაც შესაძლოა, ზოგჯერ ისეთი მძლავრიც კი იყოს, რომ გამოგაფხიზლოთ და გულიც აგიფართხალოთ. ამ მოვლენას მეცნიერები დიდი ხანია, იკვლევენ...

 

ამ ფენომენს ერთგვაროვანი ახსნა არ აქვს, რადგან მეცნიერებს ბოლომდე ვერ გაურკვევიათ, რა არის მისი გამომწვევი მიზეზი.

ყველაზე ხშირად ასეთი რამ მაშინ ხდება, როცა ადამიანი გადაღლილი და გამოფიტულია და სწრაფად ჩაიძინებს.
ძილის დროს ორგანიზმის სასიცოცხლო პარამეტრები (სუნთქვა და გულისცემა) ნელდება. სისხლის წნევა ეცემა და მთელი ძილის განმავლობაში, დაბალ ნიშნულს ინარჩუნებს.

სწრაფად ჩაძინების დროს კი ორგანიზმი ვერ ასწრებს პარამეტრების სწრაფი ცვლილებებისთვის მომზადებას, ამიტომ ტვინს სასიცოცხლო პარამეტრების მკვეთრი ვარდნა სიკვდილი ჰგონია.
დიახ, ტვინის შინაგანი ცენტრები მომხდარს გარდაცვალებად აღიქვამს და ფიქრობს, რომ ეს რომელიღაც შინაგანი ორგანოს გაუმართავი მუშაობის გამო ხდება.
შედეგად, ტვინი ორგანიზმს სიგნალს უგზავნის, რაც სისხლში ზოგიერთი ქიმიური ნივთიერებისა და ჰორმონის გამოყოფას იწვევს. სწორედ ეს ნივთიერებები აჯანჯღარებს სხეულს ასე ძლიერ.

მსგავსი სპაზმი შეიძლება სხვა მიზეზითაც მოხდეს. მაგალითად, ცუდი სიზმრის გამო, როცა ადამიანი სიმაღლიდან ვარდება ან საფრთხის პირისპირაა.

ძილში კრთომას ხშირად სტრესი ან ქრონიკული უძილობა იწვევს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ფენომენში სახიფათო არაფერია, ის მაინც მიგვანიშნებს, რომ დროა, დღის რეჟიმის შეცვლაზე იფიქროთ.

ესეც დაგაინტერესებთ:

რატომ მცირდება ძილის ხანგრძლივობა ასაკის მატებასთან ერთად?

რას ნიშნავს, თუკი მაღვიძარას ზარის შემდეგ ძილს აგრძელებთ?

რატომ არის საშიში გაღებული პირით ძილი?

იცით ძილში ნერწყვიანობა? - თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი კვლევა - საუბრისას Loudspeake...

ყურსასმენები ტელეფონის
მავნე ზემოქმედებას
ამცირებს

კურკუმა გასახდომად - ინდური სანელებ...

კურკუმა ყავაში

როგორ მოქმედებს გულის მუშაობაზე გაზ...

გულის მუშაობა გაზაფხულზე

რა უნდა შედიოდეს გაზაფხულის რაციონშ...

რა უნდა შედიოდეს
გაზაფხულის რაციონში

მიწავაშლას სასარგებლო თვისებები - რ...

მიწავაშლას სასარგებლო
თვისებებ

რომელი ბოსტნეული შეიცავს ცილას

რომელი ბოსტნეული შეიცავს
ცილას

რომელია ყველაზე სასარგებლო ვაშლი?

რომელია ყველაზე
სასარგებლო ვაშლი?

რა სარგებელი აქვს დარიჩინს და როგორ...

დარიჩინის ხვეულები

„არავის უამბოთ თქვენი ავადმყოფობის...

ჰიპოკრატეს 11 რჩევა
ჯანმრთელი ცხოვრებისთვის