ბეღურების მასობრივ ხოცვას ბუნებამ სასტიკი შურისძიებით უპასუხა

იცით თუ არა...

21 თებერვალი 15:00, 2018 წელი

ჩინეთის მთავრობამ მინდვრის მავნებლების წინააღმდეგ საერთო სახალხო ბრძოლა გამოაცხადა. ხელისუფლების გათვლებით, მინდვრის მავნებლები ყოველწლიურად 35 მილიონი ადამიანის სამყოფ მარცვლეულს ანადგურებდნენ, ამიტომ მათ წინააღმდეგ სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების გატარება იყო საჭირო.

1950-იანი წლების ბოლოს კომუნისტური ჩინეთი ახალი ეკონომიკური პროგრამის „დიდი ნახტომის“ დასაწყებად ემზადებოდა. პროგრამის მიზანი ეკონომიკის მოდერნიზება და სოფლის მეურნეობის რეფორმირება იყო. 

1958 წელს შეიქმნა მავნებლებთან ბრძოლის ეროვნული გეგმა. მავნებელთა ნუსხაში შეიყვანეს მღრღნელები, კოღოები, ბუზები და ბეღურები. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ უკანასკნელი სახეობის განადგურება ყველაზე ადვილი იყო. საქმე ის გახლავთ, რომ 15-წუთიანი ფრენის შემდეგ, ბეღურას დასვენება სჭირდება, თუმცა მინდვრებში ტაშტებითა და დაფდაფებით გამოსული ჩინელები გამუდმებით აფრთხობდნენ და დასვენების საშუალებას არ აძლევდნენ. საბოლოოდ, ქანცგაწყვეტილი ფრინველები მიწაზე ეცემოდნენ, სადაც ადამიანები ფეხით სრესდნენ. ამასთანავე, მასობრივად ანადგურებდნენ ბეღურების ბუდეებს.

პროგრამის ამოქმედებიდან პირველ სამ დღეში მარტო პეკინსა და შანხაიში ასიათასობით ფრინველი გაანადგურეს. ბეღურების დასახოცად მოსწავლეებს სპეციალურად ათავისუფლებდნენ გაკვეთილებიდან და ამ საქმეში გამორჩეულებს პრიზებით აჯილდოებდნენ.

მწერებსა და მღრღნელებზე ნადირობა ასეთი მასშტაბური არ ყოფილა. ჩინელებისთვის „მთავარ მტრად“ ბეღურა იქცა და მასთან ბრძოლას წუთითაც არ წყვეტდნენ.

ერთი წლის განმავლობაში, ქვეყნის ტერიტორიაზე ორ მილიარდზე მეტი ფრთოსანი განადგურდა. მალე ჩინეთში ბეღურა საერთოდ აღარ დარჩა. ბეღურებთან ომში გამარჯვებული ჩინელები ზეიმობდნენ და სწამდათ, რომ ამიერიდან გაცილებით მეტ მოსავალს მიიღებდნენ, თუმცა, მწარედ შეცდნენ...

ბეღურების განადგურებიდან მეორე წელს სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობამ მართლაც, საგრძნობლად იმატა. კომუნისტური პარტიის ლიდერების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.
მაშინ ვერავინ ხვდებოდა, რომ საბედისწერო შეცდომა დაუშვეს და ბუნება სასტიკად იძიებდა შურს.  

ბეღურების განადგურების შემდეგ კალიებმა, ხოჭოებმა და სხვა მავნე მწერებმა მთავარი მტერი დაკარგეს და ელვის სისწრაფით დაიწყეს გამრავლება. მავნებელი მწერები სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს ისე მოედვნენ, რომ მოსავალი პირწმინდად გაანადგურეს.

ჩინეთში საშინელი შიმშილობა დაიწყო. დამშეული ადამიანები ყველაფერს ჭამდნენ, რაც ხელში მოხვდებოდათ. მათ შორის, ტანსაცმელს, ფეხსაცმელს და... ერთმანეთსაც კი!
ქვეყანაში კანიბალიზმის უამრავი შემთხვევა დაფიქსირდა. მთლიანობაში, აღნიშნულ პერიოდში, ჩინეთში შიმშილისგან 30 მილიონამდე ადამიანი დაიღუპა.

ბოლოს და ბოლოს, კომუნისტური პარტია მიხვდა, რომ განადგურების ნაცვლად, ბეღურების გამრავლება სჭირდებოდათ და საბჭოთა კავშირისგან ფრინველის დიდი პარტიებით შეძენა დაიწყეს.

1960 წელს მაო ძე დუნმა მოსახლეობას ფრინველების გამრავლებისა და მღრღნელებთან და მავნე მწერებთან ბრძოლისკენ მოუწოდა.
ჩინეთში ბეღურების გასამრავლებლად ამჟამადაც მოქმედებს რამდენიმე სახელმწიფო პროგრამა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?