ვინ იყო ქართველი თავადი, რომელმაც რუსეთის მეფეთა საგანძური გადაარჩინა?

იცით თუ არა...

13 მარტი 20:00, 2018 წელი

პეტერბურგელები დღემდე მადლიერებით იხსენებენ ამ ქართველ თავადს, „ზამთრის სასახლის“ კომენდანტს, რომელმაც 1917 წელს, რევოლუციის დროს, სასახლეში არსებული რუსეთის მეფეთა დიდი საგანძური განადგურებას გადაარჩინა.

ივანე დიმიტრის ძე რატიშვილი (რატიევი) 1868 წლის 17 ივლისს ქალაქ ორიოლში დაიბადა.
მისი წინაპარი ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა და მისი გარდაცვალების შემდეგ, რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო.

10 წლის ასაკში ივანე მშობლებმა ორიოლის კადეტთა კორპუსში შეიყვანეს.
22 წლის ასაკში სამხედრო სამსახური მეფის რუსეთის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილში დაიწყო, რომელიც საქართველოში იყო განლაგებული.

1896 წელს რატიშვილი ერეკლე მეორის შვილთაშვილზე ეკატერინე ბაგრატიონზე დაქორწინდა და ორი შვილი - დიმიტრი და ოლღა შეეძინა.
1907 წელს მიღებული ტრავმის გამო ქართველი თავადი სამხედრო სამსახურს ჩამოსცილდა და სწავლა პარიზში, ნატიფი ხელოვნების აკადემიაში დაიწყო.
აკადემიის დამთავრების შემდეგ, განათლების სამინისტროს რეკომენდაციით, ის „ზამთრის სასახლის“ კომენდანტად დაინიშნა.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუციის დროს, ივანე რატიშვილის გამბედაობისა და თავდადების შედეგად, ზამთრის სასახლის განძეული განადგურებას გადაურჩა.

1917 წლის 25 ოქტომბრის ღამეს, როდესაც დროებითმა მთავრობამ ზამთრის სასახლეს შეაფარა თავი, საგანძური კვლავ საშიშროების წინაშე დადგა. საგანძურის გარდა, საფრთხე შეექმნა სასახლის მოედანზე არსებულ სამხედრო ჰოსპიტალში განთავსებულ ათასობით დაჭრილ ჯარისკაცს.

რატიშვილმა თავისი ვაჟის დიმიტრისა და რამდენიმე ჯარისკაცის დახმარებით, დაჭრილები ზამთრის სასახლის უფანჯრებო ოთახებში გადაიყვანა და მათი სიცოცხლე იხსნა.
ზამთრის სასახლის კომენდანტმა სარდაფის საცავებსა და სეიფებში ფასდაუდებელი საგანძური (მეფის კვერთხი 185-კარატიანი ბრილიანტით, იმპერატორის გვირგვინი და სკიპტრა, ოქროს, ფაიფურისა და სპილოს ძვლის ქანდაკებები და ა.შ.) გადამალა და გუშაგად თავისი 16 წლის ვაჟიშვილი და ორი ერთგული გრენადერი დაუყენა.

სანამ ქართველი თავადი რუსეთის საგანძურის გადასარჩენად იბრძოდა, ავაზაკებმა მისი სახლი გაძარცვეს და უძვირფასესი ბიბლიოთეკა გაიტაცეს. დაიკარგა ერეკლე II-ის სიგელები, უძველესი წიგნები...

1917 წლის 5 ნოემბერს „ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტისა და პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა უწყებებში“ გამოქვეყნდა წერილი, რომელსაც ხელს ვლადიმერ ულიანოვი (ლენინი) აწერდა: „25-26 ოქტომბრის ღამეს სახალხო საგანძურის თავგანწირული დაცვისთვის გულწრფელ მადლობას ვუხდი სასახლის სამმართველოს უფროსის თანაშემწეს, თავად რატიევს. მას, როგორც სასახლის ქონებისა და მხატვრულ-ისტორიული ფასეულობების ხელუხლებლობაზე პასუხისმგებელ პირს, მიენიჭოს ზამთრის სასახლისა და პეტროგრადის რაიონის ყველა სახელმწიფო სასახლისა და მუზეუმების მთავარი კომენდანტის უფლებამოსილებები“.

ივანე რატიშვილს, სახელმწიფო დამსახურებების გამო, პერსონალური პენსიონერის წოდება მიენიჭა. სიცოცხლის უკანასკნელი წლები მან სამშობლოში გაატარა და 1958 წელს, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?