მაშინ ქირურგმა გადაწყვიტა, პაციენტის გული ადგილზე დაეტოვებინა და დამატებით, დონორის გულიც გადაენერგა. ეს ურთულესი გადაწყვეტილება ინდოეთის ერთ-ერთი კლინიკის ქირურგმა გოპალა კრიშნა ჰოკხალემ მიიღო.
ამ სარისკო მეთოდს ჰეტეროტოპიკული ტრანსპლანტაცია ეწოდება და მედიცინა იშვიათად იყენებს, თუმცა ინდოელ ქირურგს სხვა გამოსავალი არ რჩებოდა...
თუ გავითვალისწინებთ, რომ დონორის გულის გაჩერებიდან ამუშავებამდე დრო 4 საათს არ უნდა აღემატებოდეს, ჰოკჰალეს ფიქრის დროც კი არ ჰქონდა.
დონორი დილის 6 საათსა და 50 წუთზე გარდაიცვალა. ცხედრის ჰოსპიტალში გადატანას 2 საათი დასჭირდა. ოპერაცია 7 საათს გაგრძელდა და წარმატებით დასრულდა.
ინდოელმა ქირურგმა დონორის გული პაციენტის გულსა და მარჯვენა ფილტვს შორის მოათავსა და „ჩართო“. ამჟამად, ორივე გული თავი ფუნქციას ასრულებს და ორივე სხვადასხვა რიტმით ძგერს. ამის გამო, პაციენტს ორი სხვადასხვა პულსი და რთული ელექტროკარდიოგრაფია აქვს.
„ორი გული ერთმანეთს ავსებს, რათა სისხლის მიმოქცევა გაადვილდეს. ამასთანავე, ორივე სხვადასხვა სიხშირით იკუმშება. ეს არის ოპერაცია, რომელსაც ექიმი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ატარებს“, - განაცხადა წარმატებული ოპერაციის შემდეგ ინდური ჰოსპიტალის ქირურგმა გოპალა კრიშნა ჰოკხალემ.