შვედეთის საემიგრაციო სამსახურის ინფორმაციით, 2018 წლის პირველი ორი თვის მანძილზე 223 ბავშვი გაქრა. მთლიანობაში კი უკანასკნელი 4 წლის მანძილზე შვედეთში 4 500 მიგრანტი ბავშვი დაიკარგა.
ვინაიდან შვედეთში არ არსებობს კანონი, რომელიც ასეთ სიტუაციებს ითვალისწინებს, გაუგებარია, რას მოიმოქმედებს ხელისუფლება.
The local აღნიშნავს, რომ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ომბუდსმენმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ანალოგიურ შემთხვევებში მოქმედების რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი. კერძოდ, ის ხელისუფლებას დაკარგული ბავშვების მოძიებას და პრევენციული ზომების გატარებას ურჩევს, თუმცა მისი არც ერთი წინადადება არ განხილულა.
2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდის გამო, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი საემიგრაციო კრიზისი შეიქმნა.
ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდან, სადაც ამჟამად შეიარაღებული კონფლიქტები მიმდინარეობს.