ჰოლანდიელმა მილიონერმა ნოეს კიდობნის ზუსტი ასლი ააგო (ვიდეო)

იცით თუ არა...

18 აპრილი 15:00, 2018 წელი

ყველას სმენია კიდობნის შესახებ, რომელიც ნოემ წარღვნის დროს, საკუთარი ოჯახისა და ცხოველთა გადასარჩენად ააშენა. ამ თემაზე ბევრი სურათია დახატული და მხატვრული თუ ანიმაციური ფილმია გადაღებული. აი, ჰოლანდიელმა მილიონერმა კი ზუსტი ასლის აგება მოინდომა...

იოჰან ჰეიბერსს წყალდიდობასთან დაკავშირებული სიზმრები და ფობიები ბავშვობიდან აწუხებდა, თუმცა კიდობნის აშენება 1992 წელს, წყალდიდობაზე მორიგი სიზმრის ხილვის შემდეგ გადაწყვიტა.
ასე გაჩნდა იდეა, რომლის განხორციელებას უამრავი დრო, ფული და შრომა დაჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდების ტერიტორიის ნახევარზე მეტი ზღვის დონის დაბლა მდებარეობს. ნიდერლანდელებმა შრომისმოყვარეობისა და მონდომების წყალობით შეძლეს, სტიქიისთვის ნაყოფიერი მიწები გამოეგლიჯათ და გონივრულად აგებული ჯებირების საშუალებით შეენარჩუნებინათ.

ბიბლიური კიდობნის ზუსტი ასლის შექმნაზე იოჰან ჰეიბერსმა სამი წელი და რამდენიმე მილიონი სტერლინგი დახარჯა. მშენებლობის დროს, ჰეიბერსი ბიბლიაში მოხსენიებული პარამეტრებით ხელმძღვანელობდა:
სიგრძე - 300 წყრთა (131 მეტრი), სიმაღლე - 30 წყრთა (23 მეტრი) და სიგანე - 50 წყრთა (30 მეტრი).
7-სართულიანი კიდობანი 5000 ადამიანზეა გათვლილი და 3000 ტონას იწონის.



ამჟამად, კიდობანი ქალაქ დორდრეხტის პორტში დგას. ნატურალური ზომის ცხოველების ფიტულების გარდა, მასში განთავსებულია რესტორანი, მუზეუმი და ორი კინოთეატრი.
„თანამედროვე ნოე“ ამბობს, რომ კიდობანი მხოლოდ ტურისტების მოზიდვისა და შემოსავლების მიღებისთვის არ შეუქმნია. მისი მიზანი იყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გაეჩინა ბიბლიის წაკითხვის სურვილი. ამბობენ, რომ იოჰანის კიდობანი თანამედროვე გემებზე ნაკლებად არ ცურავს და მისი შემქმნელი გეგმავს, რომ კიდობნით დედამიწას შემოუაროს.


 


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?