იცით თუ არა

ჟესტები, რომლებიც ზოგიერთ ქვეყანაში სერიოზული კონფლიქტით დასრულდება!

fun time

18:00 სამ. 7 სექტემბერი, 2021 წელი

ჯესტი ok

14
დაკოპირებულია

ეს უნდა იცოდეთ, რათა სახიფათო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. მაგალითად, საბერძნეთში ყოფნისას უნდა გახსოვდეთ, რომ სუფრასთან სავსე თეფშს წინ ან გვერდით თუ გაწევთ, მასპინძელს საშინელ შეურაცხყოფას მიაყენებთ. ცნობილი ჟესტი „OK“ კი, რომელსაც ცერა და საჩვენებელი თითების კომბინაციით გამოხატავენ, ყოველთვის არ ნიშნავს, რომ ცხოვრება მშვენიერია.

◾◾◾

ბრაზილიაში თითების ასეთი კომბინაცია „OK“ საშინელ შეურაცხყოფას ნიშნავს, რაც ზოგჯერ უბრალო ტურისტებმა კი არა, პოლიტიკურმა ლიდერებმაც არ იციან. ბრაზილიაში მეგობრული ვიზიტით მყოფი აშშ-ის პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი ვერაფრით წარმოიდგენდა, რომ თვითმფრინავის ტრაპიდან ამ უვნებელი ჟესტით მისალმება საშინელ სკანდალს გამოიწვევდა.

საფრანგეთსა და ბელგიაში ამ ჟესტს თუ გაჩვენებენ, ამით გაგრძნობინებენ, რომ თქვენ სრული ნული და ცარიელი ადგილი ხართ.

◾◾◾

ზოგიერთ ქვეყანაში სიცოცხლისთვის საშიშია მარცხენა ხელით მისალმება. მაგალითად, ინდოეთის კურორტებსა და შრი-ლანკაზე ეს საშინელ შეურაცხყოფას ნიშნავს და ზოგჯერ სიკვდილითაც ისჯება.

◾◾◾

ზოგჯერ ზევით აღმართული ცერა თითი სრულიადაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მშვენივრად არის. ეს ჟესტი ახლო აღმოსავლეთის, დასავლეთ აფრიკის ან სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე მოსაუბრისთვის ბინძური სექსუალური ზრახვების მანიშნებლად მიიჩნევა.

სამხრეთ აღმოსავლეთ აზიის ზოგიერთ ქვეყანაში კი ამ ჟესტით საკმაოდ უხეშად აჩვენებენ, რომ ადამიანი ტერიტორიას უნდა გაეცალოს. გერმანიაში ზევით აწეული ცერა თითით ხშირად ერთიანს გამოსახავენ, საბერძნეთში კი ასე საუბრის შეწყვეტაზე მიანიშნებენ. აშშ-ში ეს ჟესტი ტაქსის გაჩერების ან ავტოსტოპით მოგზაურობის დროს გამოიყენება.

◾◾◾

მშვიდობისა და მეგობრობის სიმბოლოდ ქცეული ჟესტი „peace“, ზოგიერთ ქვეყანაში ძალიან ფრთხილად უნდა გამოიყენოთ.

მაგალითად, თუ ამ ჟესტს ახალ ზელანდიაში, დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და ავსტრალიაში იყენებთ, ხელისგული მოსაუბრისკენ უნდა იყოს მიმართული. წინააღმდეგ შემთხვევაში, მას სრულიად საპირისპირო მნიშვნელობა ეძლევა და მოსაუბრეს მიანიშნებს, რომ ის მომაბეზრებელია და თავიდან უნდა მოგცილდეთ. ბუნებრივია, ეს საკმაოდ შეურაცხმყოფელია და შეიძლება, სერიოზული კონფლიქტით დასრულდეს.

◾◾◾

ფილიპინებში ყოფნისას ნუ ეცდებით, რომ ადამიანს საჩვენებელი თითის მოძრაობით მოუხმოთ.

ამის გამო შეიძლება, თავი საპყრობილეში ამოყოთ. ამ ქვეყნის კანონმდებლობით ასეთი ჟესტის გამოყენება მხოლოდ ცხოველებთან შეიძლება და ადამიანებთან სასტიკად ისჯება.

🔰:

როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები

თვალის ჩაკვრა - ფსიქოლოგიური მნიშვნელობა


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

რამდენ ხანს შეუძლია ადამიანს ფეხზე...

რამდენ ხანს შეუძლია
ადამიანს ფეხზე დგომა?

შვილის უჯრედები დედის სხეულში სამუდ...

ნაყოფის მიკროქიმერიზმი

მინის ბოთლებში მეტი მიკროპლასტიკი ა...

მინა თუ პლასტმასასა

რა გავლენა აქვს რესტორნის ჭურჭელს კ...

რა გავლენა აქვს რესტორნის
ჭურჭელს კერძის გემოზე?

მდუღარე მდინარე - საიდუმლო ამოხსნილ...

მდუღარე მდინარე
შანაი-ტიმპიშკა

ბეთჰოვენის მუსიკა კიბოს უჯრედების ს...

ბეთჰოვენის მუსიკა და
კიბოს უჯრედები

რატომ არ დაჟანგდა ტუტანხამონის რკინ...

ტუტანზამონის ხანჯალი

ჩინური სიბრძნე — როგორ გადავიტანოთ...

ჩინური სიბრძნე

რატომ ტირიან ადამიანები? - ნახეთ მე...

რატომ ტირიან ადამიანები?