როგორ იქცა საბჭოთა მფრინავი ინდიელების ბელადად?

იცით თუ არა...

30 აპრილი 15:00, 2018 წელი

ოფიციალურად, ივანე დოცენკოს სიკვდილის თარიღად უკანასკნელი საბრძოლო გაფრენის დღე 1944 წლის 10 აპრილი ითვლება, თუმცა საბჭოთა მფრინავი და საავიაციო ესკადრილიის მეთაური სრულიად სხვა დროსა და სხვა ვითარებაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების ოფიციალურ ცნობაში წერია, რომ  საბჭოთა მფრინავი და საავიაციო ესკადრილიის მეთაური ივანე დოცენკო ერთ-ერთი საბრძოლო გაფრენისას, გერმანელების მიერ ოკუპირებული რკინიგზის სადგურის დაბომბვისას დაიღუპა, თუმცა არაოფიციალური ცნობით, საბჭოთა მფრინავმა ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავიდან გადახტომა მოასწრო და გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა.
დატყვევებული მფრინავი, სხვა სამხედრო ტყვეებთან ერთად, გერმანიაში გაგზავნეს, მაგრამ გზაში გაქცევა და კანადაში გადასვლა სასწაულებრივად მოახერხა.

უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადებული საბჭოთა მფრინავი წლების შემდეგ, კანადის ინდიელთა რეზერვაციაში აღმოაჩინეს, სადაც ტომის ბელადი იყო და მეტსახელად, „ცეცხლის მფრქვეველი“ ერქვა.
დოცენკო ესტრადის მსახიობმა მაჰმუდ ესამბაევმა აღმოაჩინა.  
საბჭოთა დელეგაცია საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, კანადაში გაემგზავრა. დელეგაციის წევრებს შორის ესამბაევიც გახლდათ, რომელსაც ვიზიტის დროს, საშუალება ჰქონდა, ინდიელების რეზერვაციაში ექსკურსიაზე გამგზავრებულიყო.
მსახიობი ყურებს არ უჯერებდა, როცა ინდიელების ბელადი საბჭოთა დელეგაციის წევრებს უკრაინულად და რუსულად გაესაუბრა. „ცეცხლის მფრქვეველმა“ ესამბაევი სახლში მიიპატიჟა, სადაც არყით გაუმასპინძლდა და უკრაინული სიმღერა უმღერა.
სტუმარ-მასპინძელს შორის გულითადი საუბარი გაიმართა. ინდიელთა ბელადმა აღიარა, რომ უკრაინაში, ჩერნიჩი იარში დაბადებული ივანე დოცენკოა და სამშობლო ძალიან ენატრება.

ესამბაევმა დაუჯერებელი ამბავი სამშობლოში ჩამოიტანა. დოცენკოს ნათესავებმა ივანეს შესახებ მეტი ინფორმაციის მოძიება სცადეს, თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ მათი ყველა მცდელობა აღკვეთა.  
საბოლოო მტკიცებულება, რომ ინდიელი ბელადი და პოლტაველი მფრინავი ერთი და იგივე პიროვნებაა, მოსკოვის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის სერგეი ნიკიტინის დასკვნა გახდა. ფოტოების მიხედვით, მან დაადგინა, რომ მათზე აღბეჭდილი მამაკაცების სახის ნაკვთები (ცხვირის, ნიკაპის, პირისა და წარბების მოხაზულობები) იდენტურია.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დოცენკოს ერთ-ერთმა ნათესავმა მისი მოძებნა ისევ სცადა, თუმცა უშედეგოდ: იმ დროისთვის, ესამბაევიც და ჯონ მაკკომბერიც (დოცენკოს კანადური გვარი) გარდაცვლილები იყვნენ.
ამჟამად, ინდიელების კანადური რეზერვაცია დაშლილია, ინდიელები და მათი შთამომავლები კი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?