მოსამართლემ საკუთარი თავი გაასამართლა - აი, ასეც ხდება!

იცით თუ არა...

5 მაისი 15:00, 2018 წელი

სასამართლოში საქმის წარმოება სერიოზული პროცესია, თუმცა კურიოზულ სიტუაციებს მართლმსაჯულებაშიც ხშირად შეხვდებით.

გთავაზობთ 6 უჩვეულო სასამართლო პროცესს, რომლებსაც რეალურად ჰქონდა ადგილი:

1. 1874 წელს კანადის ქალაქის ვინიპეგში უცნაური სასამართლო პროცესი გაიმართა - ადგილობრივმა მოსამართლემ ფრენსის ევანსმა საკუთარი თავი გაასამართლა. ამის მიზეზი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში პატივცემული მოსამართლის არაფხიზელ მდგომარეობაში გამოჩენა გახდა. თვითკრიტიკულმა მოსამართლემ საკუთარ თავს 5-დოლარიანი ჯარიმა გამოუწერა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბატონი ევანსი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში შემჩნეული არასოდეს ყოფილა, ჯარიმა თავადვე გააუქმა.

2. კენტუკის მცხოვრებმა რიჩარდ ოვერტონმა თვალი მოჰკრა ადგილობრივი ლუდსახარში კომპანიის რეკლამას, რომელიც იუწყებოდა, რომ მათი პროდუქცია ბედნიერების ელექსირია. ოვერტონი მაშინვე ლუდხანისკენ გაემართა და რამდენიმე კათხა ლუდი მიირთვა, მაგრამ ბედნიერების მოჭარბება ვერ იგრძნო და კომპანიას ტყუილისთვის სასამართლოში უჩივლა.

3. ორიოდე წლის წინათ ჩრდილოეთ კაროლინაში უცნაური შემთხვევა მოხდა - ადგილობრივმა ადვოკატმა იშვიათი და ძვირად ღირებული სიგარების შეკვრა იყიდა და დაწვისგან დააზღვია. სიგარების მოწევის შემდეგ, ადვოკატმა სადაზღვევო თანხის მიღების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ მისი სიგარები ცეცხლმა გაანადგურა. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა და სადაზღვევო კომპანიამ ადვოკატს თანხა გადაუხადა, თუმცა მაშინვე სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართა. ადვოკატს დაზღვეული ქონების მიზანმიმართულ განადგურებაში დასდეს ბრალი და დააპატიმრეს.

4. 2006 წელს ამერიკელმა ალენ ჰეკარდმა პროფესიული კალათბურთის ლეგენდას მაიკლ ჯორდანს სასამართლოში უჩივლა. საქმე ის გახლავთ, რომ ჰეკარდი ჯორდანს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, რაც თურმე ბევრჯერ დისკომფორტისა და გაუგებრობის მიზეზი გამხდარა. ჰეკარდმა კალათბურთელისგან მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 832 მილიონი დოლარი მოითხოვა, თუმცა მისი არგუმენტები მოსამართლისთვის არადამაჯერებელი აღმოჩნდა.

5. ტეხასელი კეტლინ რობერტსონი სამზარეულო ავეჯის შესაძენად, ადგილობრივი ავეჯის მაღაზიას მცირეწლოვან შვილთან ერთად ეწვია. რაღაც მომენტში ქალმა კინაღამ შვილს დააბიჯა ფეხი, დაეცა და ფეხი მოიტეხა. რობერტსონმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ ამაში მაღაზია იყო დამნაშავე და ადმინისტრაციისგან 80 000 დოლარის კომპენსაცია მოითხოვა. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სასამართლომ მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

6. 2007 წლის სექტემბერში ნებრასკას შტატის გუბერნატორმა ერნი ჩემბერსმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა ღმერთის წინააღმდეგ, რადგან ის ხალხს სტიქიურ უბედურებებს ატეხდა თავს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?