ოჯახი, რომლის ექვსივე შვილი 28 თებერვალს დაიბადა

იცით თუ არა...

8 მაისი 15:00, 2018 წელი

ამერიკის ვისკონსინის შტატში მცხოვრები კრეიგ და კერი კოსინკისების ოჯახში 28 თებერვალი განსაკუთრებული დღეა - სწორედ ამ დღეს მოევლინა ქვეყანას მათი ექვსივე შვილი.

წლების წინათ ცოლ-ქმარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების შვილად აყვანაზე ოცნებობდა, თუმცა მანამდე საკუთარი შვილების გაჩენა სურდათ. წყვილის გეგმები 5 წლის წინათ შეიცვალა, როცა სახლში უცნობმა ქალმა დარეკა და ტყუპი ბავშვების შვილად აყვანა შესთავაზათ. კერისა და კრეიგს ბევრი არ უფიქრიათ და თანხმობა განაცხადეს.

„ჩვენ დაგვირეკა ტყუპების დედამ, რომელიც ისევ ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. მან მითხრა, რომ ბავშვების გაზრდის საშუალება არ აქვს და სურს, კეთილ ადამიანებზე გააშვილოს. ვიგრძენი, რომ ღმერთი გამოცდას მიწყობდა, ამიტომ ყველა გეგმა გვერდით გადავდე და ბედის საჩუქარი მივიღე“, - ამბობს კერი.

ადალინი და კენი 2014 წლის 28 თებერვალს დაიბადნენ. სამი თვის შემდეგ კოსინკისების ოჯახმა ბავშვებზე ოფიციალური მზრუნველობა გააფორმა, თუმცა წინ კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდათ... ტყუპების ბიოლოგიურმა დედამ ფინანსურ პრობლემებს თავი ვერ გაართვა. საბოლოოდ, უფროსი ტყუპების გაშვილებაც გადაწყვიტა და ისევ კრეიგსა და კერის დაუკავშირდა. მცირეოდენი ფიქრის შემდეგ კოსინსკებმა ჯინჯერი და სისიც იშვილეს, რომლებიც 2013 წლის 28 თებერვალს იყვნენ დაბადებული.
რამდენიმე თვის შემდეგ კერი დაფეხმძიმდა. 2016 წლის ოქტომბერში ექიმებმა ქალს უთხრეს, რომ მალე ტყუპების დედა გახდებოდა.

ბავშვები 2016 წლის 12 ივნისს უნდა დაბადებულიყვნენ, მაგრამ კერის ფეხმძიმობა გაურთულდა. 19 კვირის შემდეგ ქალს ნაადრევი მშობიარობა დაეწყო და 28 თებერვალს ექიმებმა საკეისრო კვეთა ჩაატარეს.
მიუხედავად იმისა, რომ კერისა და კრეიგის ექვსივე შვილი 28 თებერვალს არის დაბადებული, კერის თქმით, თითოეული მათგანი ინდივიდუალურია. „ჩვენ ექვსივე თანაბრად გვიყვარს და სხვაგვარ ცხოვრებაზე არასოდეს გვიოცნებია“, - ამბობს მრავალშვილიანი დედა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?