გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა გადაწყვიტა, მთელი დანაზოგი ოთხფეხა მეგობრისთვის დაეტოვებინა.
იტალიაში მოქმედი კანონმდებლობით, მოხუცის ქონება დეპოზიტორთა ფონდის ხელში გადავიდა. ფონდი ვალდებულია, კატა საუკეთესო საცხოვრებელი პირობებითა და კვებით უზრუნველყოს. ამასთანავე, თითოეული ცენტრის ხარჯვა დაასაბუთოს.
ამჟამად, დეპოზიტორთა ფონდი ეძებს ადამიანს, რომელიც მილიონერ კატას შეიფარებს. ახალ პატრონს კატის ქონების განკარგვის უფლება არ ექნება - მან გახარჯული თანხის შესახებ ანგარიში დეპოზიტორთა ფონდს სისტემატურად უნდა ჩააბაროს.
ანდერძის თანახმად, კატის სიკვდილის შემდეგ ფული ერთ-ერთი ცხოველთა დამცველი ორგანიზაციის ანგარიშზე ჩაირიცხება.