ზღვის პროდუქტები, დეკოლტე, „მონოპოლია“... სამეფო ოჯახის 10 აკრძალვა მეგან მარკლისთვის

იცით თუ არა...

25 მაისი 15:00, 2018 წელი

სამეფო ოჯახში მოხვედრის შემდეგ „უბრალო კალიფორნიელი გოგონას“ ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ამიერიდან მეგანს მკაცრი სამეფო პროტოკოლის დაცვა მოუწევს, საიდანაც ზოგიერთი აკრძალვა საკმაოდ უცნაურია...

1. დეკოლტე და მინიკაბა
მეგანს მშვენიერი ფიგურა აქვს და საზოგადოებაში ღრმა დეკოლტეთი ან მინიკაბით გამოჩენას არასოდეს ერიდებოდა, თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა... სამეფო ოჯახისთვის მიუღებელია ღრმა დეკოლტე და კაბა, რომლის სიგრძე მუხლსზემოთ 5 სმ-ს აღემატება. კიდევ ერთი აკრძალვა წინდებს უკავშირდება - სამეფო ოჯახის წევრებისთვის წელიწადის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ამინდში საზოგადოების წინაშე წინდების გარეშე გამოჩენა აკრძალულია.

2. ფეხსაცმელი „ტანკეტკა“ ძირით
ელისაბედ მეორე საზოგადოების წინაშე „ტანკეტკა“ ძირიანი ფეხსაცმლით გამოჩენის კატეგორიულად წინააღმდეგია. ცნობილია, რომ ქეით მიდლტონს სამშობიაროდან გამოსვლის დღესაც კი წვრილქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ამიერიდან მეგან მარკლისთვისაც იგივე აკრძალვა მოქმედებს.

3. სამგლოვიარო ტანსაცმლის გარეშე მოგზაურობა
ასეთი უცნაური წესი მას შემდეგ შემოიღეს, რაც ბრიტანეთის დედოფალს მამა გარდაეცვალა. როდესაც გეორგ VI-ის მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ელისაბედი აფრიკაში, ექსპედიციით იმყოფებოდა. სამწუხაროდ, მის გარდერობში სიტუაციის შესაფერისი ტანსაცმელი არ მოიპოვებოდა, ამიტომ სასახლეში შეუფერებელი სამოსით გამოჩნდა. მას შემდეგ, დედოფალს სამგლოვიარო ტანსაცმელი ნებისმიერ მოგზაურობაში თან დააქვს და სამეფო ოჯახის სხვა წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

4. ფრჩხილის ფერადი ლაქი
სამი ათეული წელია, რაც ინგლისის დედოფალი მანიკიურისთვის კომპანია Essie-ს უფერო ლაქს იყენებს. სამეფო ოჯახში მკვეთრი და ფერადი ფრჩხილის ლაქების გამოყენება კატეგორიულად იკრძალება. მანიკიური მაქსიმალურად ბუნებრივი და თავშეკავებული უნდა იყოს.

5. ზღვის პროდუქტები
კვებითი ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად, ბრიტანელი მონარქების მენიუში ზღვის პროდუქტები არ შედის. ელისაბედი ამ წესს მკაცრად იცავს და სამეფო ოჯახის დანარჩენი წევრებისგანაც იგივეს ითხოვს.

6. სადილის გაგრძელება მას შემდეგ, რაც დედოფალი სუფრიდან ადგება
სამეფო ოჯახის ტრაპეზი დედოფლის სუფრიდან ადგომისთანავე მთავრდება. სამეფო ოჯახის ეტიკეტი მოითხოვს, რომ ოჯახის წევრებმა სუფრასთან იმდენივე ხანი დაჰყონ, რამდენიც დედოფალმა და საკვების მიღება მასთან ერთად დაიწყონ და დაამთავრონ.

7. ძილი
სამეფო რეზიდენციაში მყოფებს დაძინება მხოლოდ მას შემდეგ შეუძლიათ, რაც ელისაბედი თავის საძინებელში განმარტოვდება. დედოფალზე ადრე დაძინება სამეფო ოჯახის უპატივცემულობად ითვლება.

8. „მონოპოლია“
არავინ იცის, რატომ არ უყვართ ბრიტანელ მონარქებს ეს სამაგიდო თამაში, მაგრამ ცნობილია, რომ, როცა პრინც ენდრიუს „მონოპოლია“ აჩუქეს, საჩუქარზე უარი თქვა და ეს ოჯახური აკრძალვით ახსნა.

9. სელფი
მეგან მარკლი წარსულში მსახიობი, ამჟამად კი პრინცი ჰარის მეუღლე გახლავთ. ბუნებრივია, მასთან ფოტოს გადაღებაზე ბევრი ოცნებობს, თუმცა სამეფო ოჯახი თაყვანისმცემლებთან ფოტოების გადაღებას კრძალავს. მიზეზი მარტივია: არავის აქვს უფლება, სამეფო ოჯახის წევრებს ზურგი აქციოს - სამეფო ოჯახის წევრები და უბრალო მოკვდავები ერთმანეთს აუცილებლად თვალებში უნდა უყურებდნენ.

10. სოციალური ქსელები
ქორწინებამდე ნახევარი წლით ადრე მეგან მარკლმა ინსტაგრამში საკუთარი გვერდი გააუქმა. სამეფო ოჯახის წევრებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ.

მასალა მომზადებულია worldation.com-ის მიხედვით

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?